დეპოზიტის დაკარგვა (დეპოზიტის გასხმა)

დეპოზიტის დაკარგვა (დეპოზიტის გასხმა)

დეპოზიტის დაკარგვა (ჟარგონზე – დეპოზიტის გასხმა) – ეს მოვლენა ხშირად ემართება ტრეიდერებს (განსაკუთრებით დამწყებ ტრეიდერებს). დეპოზიტის გასხმა დაახლოვებით 99 % ტრეიდერის ხვედრია. როგორც წესი, ასეთი სამწუხარო მოვლენის შემდეგ, დამწყები ტრეიდერების უმრავლესობა უარს ამბობს ფორექსზე ვაჭრობაზე, თუმცა ძალაინაც ცდება და არასწორად იქცევა.

შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და მით უმეტეს საკუთარ შეცდომებზე. კი არ უნდა მივატოვოთ დაწყებული საქმე შუა გზაზე, არამედ უნდა გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები, გავასწოროთ შეცდომები და გავაგრძელოთ დაწყებული საქმე, რათა აღვადგინოთ და გავზარდოთ დეპოზიტი. სწორედ ამ თემას ეზღვნება ეს სტატია – როგორ დავიცვათ დეპოზიტი.

სხვავდასხვა ქვეყნების ტრეიდერების ჟარგონზე თარგმანით – დეპოზიტის დაკარგვას – დეპოზიტის გასხმას უწოდებენ. პროცესი მართლაც გავს გასხმას, ამიტომ ჯობია ჩვენც დეპოზიტის დაკარგვას – “დეპოზიტის გასხმა” ვუწოდოთ.

დეპოზიტის გასხმა – ტრეიდერების ჟარგონული ტერმინია, რომელიც ნიშნავს დეპოზიტის შემცირებას 90 %-ით.

კაპიტალის ასეთი რაოდენობით შემცირებისას, როგორც წესი, სავაჭრო შეთანხმება ბროკერის მიერ იძულებით იხურება margin-call-ით ან stop-out-ით, ანუ როდესაც პოზიციის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის თვით ბროკერის კაპიტალს. სტოპ ორდერებისგან განსხვავებით, რატომღაც ეს ბრძანებები მუშაობს ისეთი ოპერატიულობით, რომ ბროკერის კუთვნილ 1 ცენტსაც კი ვერ წააგებთ.

მიზეზები, რომლის გამოც ხდება დეპოზიტის დაკარგვა:
  • დეპოზიტზე არსებული კაპიტალის გათვალისწინებით, განხორციელებული სავაჭრო ოპერაციის არასწორი გათვლა;
  • ერთი და იმავე მიმართულებით გახსნილი პოზიციების დიდი რაოდენობა, ტრეიდერი უბრალოდ ვერ ასწრებს ყველა ორდერის დროულად დახურვას, ფასის უეცარი, მყისიერი მოძრაობის დროს;
  • გახსნილ პოზიციებზე კონტროლის დაკარგვა ტექნიკური გაუმართაობების გამო (კომპიუტერის გაუმართაობა, ინტერნეტკავშირის წყვეტა, ბროკერთან კავშირის წყვეტა და ა. შ.);
  • სტოპ ლოსების არ არსებობა, იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნიკური გაუმართაობების გამო, ტრეიდერის მხრიდან კონტროლია დაკარგული ბაზარზე არსებულ ვითარებაზე;
  • მცდარი იმედი იმისა, რომ ფასი შემობრუნდება საპირისპირო, ტრეიდერისთვის სასურველი მიმართულებით – ყველაზე ძირითადი და გავრცელებული შეცდომის სახეობა, რომლის შედეგადაც ხდება კაპიტალის დაკარგვა;
როგორ ავიცილოთ დეპოზიტის დაკარგვა

პირველ რიგში საჭიროა ავირჩიოთ სავაჭრო გეგმა, და იმაზე განწყობა, რომ აუცილებლად დავხურავთ სავაჭრო ოპერაციას, როცა ზარალი მიაღწევს გარკვული რაოდენობის თანხას. მთავარია ფსიქოლოგიური განწყობა, ამიტომ ორდერის გახსნისთანავე დააყენეთ ზარალის მაქსიმალური დონე – სტოპ ლოსი თითოეული პოზიციისთვის.

პროფესიონალი ტრეიდერების აზრით, ზარალის დონე არ უნა აღემატებოდეს დეპოზიტის 2 %-ს, ეს არის იდეალური ვარიანტი, თუ თქვენ ვიყენებთ დაბალ საკრედიტო მხარს და ვვაჭრობთ მინიმალური მოცულობებით.

პრაქტიკაში ასეთი ვაჭრობა გამოიყურება შემდეგნაირად: 1 000 აშშ დოლარის მოცულობის დეპოზიტზის შემთხვევაში, ორდერების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 0,1 ლოტს, თუ სავაჭრო ინსტრუმენტად ვხმარობთ სავალუტო წყვილს EUR/USD, მაშინ ასეთ შემთხვევაში პოზიცია უნდა დაიხუროს, თუ ზარალმა შეადგინა 20 პუნქტი, ანუ 20 აშშ დოლარი, რაც დეპოზიტის 2 %-ს შეადგენს.

სინამდვილეში აღნიშნული ვარიანტი შესანიშნავია ურისკო ვაჭრობისათვის, მაგრამ, როგორც წესი დამწყები ტრეიდერების ხელთ არის გაცილებით ნაკლები თანხა – ხოლო მოგების სურვილი დიდია, ამიტომ შეეცადეთ ზარალი დეპოზიტის მაქსიმუმ 10 %-მდე მაინც შემოფარგლოთ.

იმისათვის, რომ უზრუნველყოთ გახსნილი პოზიციისთვის შესაძლო ზარალის მინიმიზაცია, ორდერის გახსნისთანავე დააყენეთ სტოპ ლოსი. მისი ზომის განსაზღვრისათვის ვითვალისწინებთ შესაძლო ზარალის რაოდენობას და ფასის შესაძლო უკუსვლის მაქსიმალურ სიდიდეს არჩეულ ტაიმფრეიმზე.

მაგალითად, თუ ვაჭრობთ 30 წუთიან ტაიმფრეიმზე, ორდერის მოცულობა არის 0,1 ლოტი, დეპოზიტის თანხა 100 აშშ დოლარი, მაშინ კორექციის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 10 პუნქტს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვირჩევთ უფრო მოკლევადიან ტაიმფრეიმს.

მხოლოდ წინასწარ დაყენებული სტოპ ორდერი მოგცემთ ფსიქოლოგიური ზეწოლის გადალახვის შესაძლებლობას, ვინაიდან ზარალიანი პოზიციის ხელით დახურვა საკმაოდ რთული მომენტია. ყოველთვის არის ტრეიდერისთვის სასურველი მიმართულებით ტრენდის შემობრუნების იმედი, რომელიც საბოლოოდ კვდება დეპოზიტის გასხმასთან ერთად.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები

ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები

არსებობს ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეების ცნება. დამწყები ტრეიდერების უმრავლესობას, რომლებიც ზერელედ ეკიდებინ ფორექსს, წარმოდგენა არ აქვთ, …