Margin call და Stop out დონეები

Margin call და Stop out დონეები

სარჩევი

დამწყები ტრეიდერები ხშირად კითხულობენ: რა მოხდება თუ მე წავაგებ ბროკერის (სადილინგო ცენტრის) ფულს, რომელსაც იგი ტრეიდერს აძლევს საკრედიტო მხარის სახით? პასუხი ცალსახაა: ასეთი რამე თეორიულადაც შეუძლებელია, არა თუ პრაკტიკულად.

ბროკერის ფულის ხელშეუხებლობისათვის გამოყენებულია ორი სპეციალური სადაზღვევო დონე margin call და stop out, რომლის მიღწევის შემდეგ ტრეიდერის ყველა პოზიცია იხურება, მიუხედავად მისი სურვილისა.

ისმევა კითხვა: რა საჭიროა ამ ორი დონის გამოყენება?

სწორედ ამ თემაზე გვექნება საუბარი სტატიაში.

Margin call
  • Margin call – არის დონე, რომელიც საჭიროა იმისთვის, რათა ბროკერი გაფრთხილებული იქნას მისი ფულის დაკარგვის რისკის შესახებ, ამასთან პოზიციის დახურვა ამ დონეზე ყოველთვის არ ხდება. Margin call დონის მიღწევისას პოზიცია იხურება მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში, როგორც წესი ასეთი შემთხვევაა ბაზრის მზარდი ვოლატილობა.

თუ ფასის მოძრაობა საკმაოდ ჩქარია, მაშინ უფრო მოსალოდნელია, რომ ტრეიდერის პოზიცია დაიხურება უკვე ამ დონის მიღწევისთანავე. სტანდარტულად ეს ხდება დეპოზიტის 20-30%-ის ზღვარზე. ეს არის ერთგვარი პირველი ზარი (სიგნალი) ბროკერისათვის, რომელიც მას აფრთხილებს თავისი ფულის დაკარგვის შესაძლებლობის შესახებ. ზოგჯერ ეს მნიშვნელობა 50%-იან ზღვარსაც სცილდება. ვიმეორებ Margin call დონის მიღწევისას პოზიციები ყოველთვის არ იხურება, ეს პირველ რიგში არის საფრთხის შემცველი სიგნალი ბროკერისთვის.

Stop out
  • Stop out – ამ დონის მიღწევისთანავე ტრეიდერის პოზიცია ყველა ვარიანტში ავტომატურად დაიხურება. როგორც წესი ბროკერები რისკის ზღვარს აყენებენ დეპოზიტის 10-25 %-ის საზღვრებში. მას შემდეგ რაც ტრეიდერის დეპოზიტზე ფული დარჩება იმაზე ნაკლები, ვიდრე სავაჭრო პირობებშია მითითებული – ხდება ორდერის დახურვა. მაგალითად თუ ბროკერის სავაჭრო პირობებში ჩადებულია, რომ stop out -ის დონე 20 პროცენტია, ხოლო ტრეიდერის დეპოზიტი 1000 დოლარია, ამ შემთხვევაში თუ ზარალის დონე მიაღწევს 800 დოლარს – მოხდება პოზიციის დახურვა.
გამაფრთხილებელი სიგნალი margin call ყოველთვის არ მუშაობს, ბროკერები ამ დონეზე ყოველთვის არ ხურავენ პოზიციებს, ხოლო stop out-ის დონეზე ორდერის დახურვა ყველა ვარიანტში მოხდება.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ წესსაც აქვს თავისი გამონაკლისები. ესენია გეპები (ფასური წყვეტა), რომლებიც როგორც წესი უფრო ხშირად დასვენების დღეების შემდეგ ჩნდება ბაზარზე. ასეთ შემთხვევებში სტოპ აუტი შესაძლებელია არა მომენტალურად, არამედ დაგვიანებით ამუშავდეს. ასეთ შემთხვევაში ტრეიდერის დეპოზიტმა შესაძლებელია უარყოფითი მნიშვნელობა მიიღოს. ასეთი შემთხვევები ხდება სუსტად უზრუნველყოფილი პოზიციების გადატანისას, რამდენიმე დასვენების ან სადღესასწაული დღის შემდეგ.

ბროკერის არჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ საბროკერო კომპანიის ზემოთაღნიშნული ორი მაჩვენებელი: margin call და stop out. ასეთი მაჩვენებელი არ უნდა აღწევდეს 50%-ს. ფორექსის ზოგიერთი სტრატეგიისთვის კი აუცილებელია stop out-ის მინიმალური დონე.
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე გულისხმობს სავალუტო წყვილს, რომელშიც არ არის აშშ დოლარი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.