სავალუტო ბაზრის ვოლატილობა

სავალუტო ბაზრის ვოლატილობა

ვოლატილობა – სავალუტო ბაზარზე აღნიშნავს გარკვეული პერიოდის მონაკვეთში ფასის მოძრაობის დიაპაზონს. სხვაგვარად რომ ვთქვათ სავალუტო ბაზრის ვოლატილობა არის დერეფანი, რომლის საზღვრებშიც ხდება სავალუტო წყვილის ფასის რხევა-მოძრაობა. საზღვრები აგებულია არჩეული დროის მონაკვეთში ფასის მინიმალურ და მაქსიმალურ წერტილებზე.

რაც უფრო მეტია კურსის მოძრაობის დიაპაზონი, მით უფრო დიდია სავაჭრო რისკი, მაგრამ მოგების მიღების პოტენციალური შესაძლებლობებიც უფრო მეტია. ამიტომ დაბალი ვოლატილობა სასურველია სავალუტო გაცვლითი ოპერაციებისათვის, რომელიც განპირობებულია ამა თუ იმ საწარმოო (ორგანიზაციული) სუბიექტების ფუნქციონირებისათვის. ხოლო მაღალი ვოლატილობა სასურველია ფორექსის სავალუტო ბაზარზე სპეკულაციური ოპერაციების განხორციელებისათვის.

აღნიშნულ მაჩვენებელს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფორექსზე ვაჭრობის დროს. ამ მაჩვენებლების მეშვეობით შესაძლებელია ბაზრის შემდგომი მოძრაობის მიმართულების (ტრენდის) პროგნოზირება, შესაძლებელია ფასის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ფასის მოძრაობის დერეფანთან მიმართებაში.

მაგალითად, თუ რომელიღაც ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში EUR/USD სავალუტო წყვილის ფასი მოძრაობდა დერეფანში 1,3500-დან 1,4500-მდე, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ვოლატილობა იყო საკმაოდ მაღალი და შეადგინა დაახლოვებით 7%.

დაანგარიშება ხდება, როგორც შეფარდებით, ასევე ფინანსური ინსტრუმენტის საწყისი ფასიდან აბსოლუტურ გამოხატულებაში. ამასთან ერთად, მთავარია არა თვით ამოსავალი წერტილი არამედ რხევის დიაპაზონი. ვინაიდან ტრეიდერი ვაჭრობს სწორედ რომ კურსის ცვლილების წყალობით.

ვოლატილობა გრაფიკული მაგალითი

სავალუტო ბაზრის ვოლატილობა

პრაქტიკაში გამოყოფენ ვოლატილობის ორ ტიპს:

  • პირველი – ისტორიული, როდესაც ანალიზის საფუძვლად ირჩევენ ნებისმიერ განვლილ პერიოდს (დღე, თვე, წელი);
  • მეორე – პროგნოზირებადი, ამ შემთხვევაში რხევის პროგნოზირება ხდება ისტორიული მაჩვენებლების გათვალისწინებით, მაგრამ ამავე დროს ითვალისწინებენ სხვა დამატებით ფაქტორებსაც;
ფასის რხევის პროგნოზირება შესაძლებელია, როგორც მათემატიკური ფორმულების მეშვეობით (რაც დამეთანხმებით ძალიან დამღლელია და დროის უაზრო ხარჯვაა) და ავტომატურად – შესაბამისი ინდიკატორების გამოყენებით.

ეს არის ვოლატილობის მოკლე აღწერა, პრაქტიკაში იგი უფრო ფართო ცნებაა. მაგრამ ზემოთ მოყვანილი აღწერა სავსებით საკმარისია წარმატებული სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისათვის. მთავარია ზოგადად გვესმოდეს რა არის ვოლატილობა და ვიცოდეთ ვოლატილობის ინდიკატორების გამოყენება. ვოლატილობის უფრო ფართოდ შესწავლა შესაძლებელია ამ საიტის სხვა სტატიებშიც.

ვოლატილობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, აგრეთვე წაიკითხეთ სტატია – “სავალუტო წყვილების ვოლატილობა”.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსი წარმოადგენს ფორექსზე ვაჭრობის უმთავრეს ინსტრუმენტს. მხოლოდ მისი სწორად დაყენება იძლევა ზარალის შემცირების შესაძლებლობას.