სავალუტო წყვილების ვოლატილობა

სავალუტო წყვილების ვოლატილობა

სავალუტო წყვილების ვოლატილობა მნიშვნელოვანი ცნებაა ფორექსის ბაზარზე მუშაობისათვის. მარტივად რომ ვთქვათ, ვოლატილობა არის სავალუტო წყვილის კურსის მოძრაობის დიაპაზონი. რაც უფრო ფართეა ეს დიაპაზონი, მით უფრო მაღალია სავალუტო წყვილის ვოლატილობა.

მაღალი ვოლატილობა იძლევა მოგების უფრო მეტ საშუალებას. ფლეტის დროს მოგების მიღება ნაკლებად რეალურია, მაგალითად: თუ კურსის რხევა 10 პუნქტია, ხოლო ბროკერის სპრედი – 8 პუნქტს შეადგენს. სავალუტო წყვილის მაღალი ვოლატილობა დღე-ღამის განმალობაში ერთი და იგივე სიდიდის არ არის. ყოველისავალუტო წყვილს გააჩნია აქტიურობის საკუთარი ფაზები, რომელიც დამოკიდებულია სავაჭრო სესიებზე.

ბაზარი ყველაზე მეტად აქტიურია ე.წ. ბაზრების გადაკვეთის პერიოდებში, ამ დროს ერთდროულად მუშაობს რამდენიმე სავაჭრო მოედანი, იზრდება სავაჭრო მოცულობები და მონაწილეთა რაოდენობა.

აზიის სესია და ევროპული სესია 2 საათის განმავლობაში კვეთენ ერთმანეთს 10:00 საათიდან 12 საათამდე, ხოლო ევროპული სესია და ამერიკული სესია ერთმანეთს კვეთენ 16:00 საათიდან 18:00 საათამდე. სწორედ ამ პერიოდებში შეიმჩნევა ვოლატილობის ზრდა უმრავლესი სავალუტო წყვილებისათვის.

სხვადასხვა სავაჭრო სესიების დროს სავალუტო წყვილების ვოლატილობა სხვადასხვაა. მათი საშუალო მაჩვენებელი მერყეობს 20 პუნქტიდან 120 პუნქტამდე, თუმცა ზოგიერთ დღეებში შესაძლებელია ვოლატილობა ცალკეულ სესიებზე 300 პუნქტიც კი იყოს.

სავალუტი წყვილების არჩევისას ერთმანეთში არ აურიოთ მისი პოპულარობა (სავაჭრო მოცულობები) და ვოლატილობა. ყველაზე პოპულარულ ვალუტებს ყოველთვის არ ახასიათებს ტრენდის მოძრაობის ფართო დიაპაზონი, ამიტომ სავალუტო წყვილის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ სხვა პარამეტრებსაც.

ფორექსზე დროის პარამეტრების, ვოლატილობის და სავაჭრო სესიების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ რუბრიკაში ფორექს თაიმინგი.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

პოპულარული სავალუტო წყვილები

პოპულარული სავალუტო წყვილები

პოპულარული სავალუტო წყვილები ყველაზე მიმზიდველი სავაჭრო ინსტრუმენტებია ფორექსზე. სავალუტო წყვილის არჩევა მნიშვნელოვანი საკითხია. წყვილზე ვაჭრობის …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.