სავაჭრო სესიების განრიგი

სავაჭრო სესიების განრიგი

ფორექსის სავაჭრო სესიების განრიგის, ანუ გახსნისა და დახურვის საათების ცოდნა საკმაოდ კარგი სატრეიდინგო ინსტრუმენტია. დროის ინტერვალების ცოდნა ტრეიდერს აძლევს შესაძლებლობას გაერკვეს დროის ამა თუ იმ მონაკვეთში, თუ რომელ – აზიურ, ევროპულ, ამერიკულ თუ ავსტრალიურ ბაზარზე იმყოფება და ამ ბაზრების თვისებების მიხედვით გაამდიდროს საკუთარი სიტუაციური ანალიზი.

სასესიო განრიგის ცოდნა გვეხმარება ვაჭრობისათვის უფრო მეტად მიმზიდველი სავალუტო წყვილის არჩევაში და სავაჭრო მოცულობების ანალიზისათვის.

სავაჭრო სესიების განრიგი

ფორექსზე ვაჭრობა მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში, სადღესასწაულო დღეებშიც კი შაბათ-კვირის გარდა. სამუშაო დღის განმავლობაში სხვადასხვა სავაჭრო სესია დროის გარკვეულ პერიოდის განმავლობაში ერთმანეთს ფარავენ, ანუ როდესაც იხურება ერთი სესია მაშინვე იხსნება, ან უკვე გახსნილია სხვა სავაჭრო სესია, ამიტომაც ვაჭრობა არ ჩერდება არც ერთი წუთით.

სავაჭრო სესიების განრიგი – სადღესასწაულო დღეები:

სადღესასწაულო დღეები, როგორც წესი შეესაბამება ამა თუ იმ ქვეყნის ნაციონალურ ან რელიგიურ ღირსშესანიშნავ თარიღებს, რომლებზეც პირობითად მიმდინარეობს ესა თუ ის სავაჭრო სესია. პირობითად იმიტომ, რომ მაგალითად: კათოლიკური შობის დღესასწაულზე ბაზრის ძირითადი მოთამაშეები – ევროპული და ამერიკული სესიები არ მონაწილეობენ ვაჭრობაში, მაგრამ ბაზარი მაინც მოძრაობს, იმიტომ რომ კათოლიკური შობის დღესასწაული არ აინტერესებთ ავსტრალიურ და განსაკუთრებით აზიურ სესიებზე აქტიურად მოთამაშე საფინანსო ცენტრებს.

საერთო პლანეტარული მასშტაბის დღესასწაულზეც კი – ახალ წელს, ღამის 12:00 საათზე, თუ იგი არ ემთხვევა შაბათს ან კვირას, რომ დააკვირდეთ სავაჭრო გრაფიკს, მაშინაც კი შეამჩნევთ ფასის უმნიშვნელო, მაგრამ მაინც მოძრაობას. თუ ეს ესე არ ხდება, ე.ი. თავად თქვენი სავაჭრო ბროკერი არ მუშაობს დროის ამ პერიოდში და შესაბამისად არ გაწვდით სავალუტო კოტირებებს.

სავაჭრო სესიების განრიგი – ძირითადი სადღესასწაულო დღეები:
  • ამერიკული სავაჭრო სესია – კათოლიკური აღდგომა და შობა, ახალი წელი და ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე 4 ივლისი;
  • ავსტრალიური, იგივე წყნარი ოკეანიის სავაჭრო სესია – ავსტრალიის ნაციონალური დღესასწაული 26 იანვარი, ახალი წელი, ახალი წელი ჩინური კალენდრით;
  • აზიური სავაჭრო სესია – ახალი წელი ჩინური კალენდრით, ახალი წელი;
  • ევროპული სავაჭრო სესია – კათოლიკური შობა, კათოლიკური აღდგომა, ახალი წელი;

გარდა ამისა არსებობს უამრავი სხვა სადღესასწაულო თარიღები, რომელთა დროსაც ვაჭრობა ფორექსზე არ ჩერდება, მაგრამ დუნედ მიმდინარეოობს.

სავაჭრო სესიების პერიოდების ცოდნა აუცილებელია, ვინაიდან ეს მომენტი ტრეიდერს ააცილებს ზოგიერთ მოულოდნელ გაურკვევლობებს, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ სავაჭრო პერიოდის მახასიათებლებთან. გარდა ამისა, საკუთარი თვისობრივი მახასიათებლები გააჩნია სავაჭრო სესიების გადაკვეთის პერიოდებსაც.

სავაჭრო სესიების განრიგი – ზოგიერთი საინტერესო მომენტი:
  • აზიური ბაზარი – ამ პერიოდში ოპერაციების ძირითადი წილი დაკავშირებულია იაპონურ იენასთან. ანუ აქტიურად ივაჭრება ის სავალუტო წყვილები, რომლებშიც მონაწილეობს იაპონური იენა. მათ შორის ყველაზე აქტიურია USD/JPY და EUR/JPY. თუმცა ეს თვისობრივი მომენტი არ აკნინებს ფორექსის მთავარი წყვილის EUR/USD-ის დომინირებულ სტატუსს. აზიური სესია ითვლება ყველაზე დინამიურ სავაჭრო მოედნად და მასზე ხშირად ფიქსირდება მკაფიოდ ჩამოყალიბებული ტენდენცია;
  • ევროპული ბაზარი – ყველა ვალუტა თანაბარი დინამიზმით ივაჭრება, თუმცა ინტენსივობით მაინც EUR/USD გამოირჩევა. სხვა ვალუტების პოპულარობის ხარისხი უფრო მეტად დაკავშირებულია დღიურ პოლიტ-ეკონომიკურ სიახლეებთან. ევროპული სესიის აქტიურობის პიკი დილის და შუადღის საათებშია;
  • ამერიკული ბაზარი – ყველაზე აგრესიული ბაზარია. ამის მიზეზია როგორც ამერიკული, ასევე ევროპული მსხვილი საფინანსო ჯგუფების ერთობლივი მონაწილეობა ვაჭრობაში. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია სავაჭრო ოპერაციების დიდი მოცულობები;
  • ავსტრალიური ბაზარი – ყველაზე მშვიდი სავაჭრო მოედანია, მასზე უმეტესად ფიქსირდება ჰორიზონტალური ტრენდი. მიმზიდველია იმ ტრეიდერებისთვის, რომელთა სტრატეგიები ე.წ. არატრენდულია;

სავაჭრო სესიების თვისებების და განრიგის გათვალისწინება საჭიროა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ტრეიდერს საშუალება აქვს ივაჭროს დროის მხოლოდ გარკვეული მონაკვეთში – მან კარგად უნდა იცოდეს ამ მონაკვეთის განმავლობაში თუ რომელი სავაჭრო სესია მიმდინარეობს.

დროის სარტყელების გათვალისწინებით ქართველი ტრეიდერების აქტიურობა წესით ევროპულ და ამერიკულ სესიებზე არის ორიენტირებული, ვინაიდან ავსტრალიური და აზიური და სესიების პერიოდში ჩვენთან ღამის საათებია. თუმცა, როგორც ყველაფერი ფორექსზე, ესეც არ წარმოადგენს დოგმას.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე გულისხმობს სავალუტო წყვილს, რომელშიც არ არის აშშ დოლარი.