ინდიკატორი i-CassierWorkTime

i-CassierWorkTime – ფორექსის სავაჭრო სესიების ინდიკატორი

i-CassierWorkTime – ფორექსის სავაჭრო სესიების ინდიკატორი თავისი არსით წარმოადგენს სავაჭრო სესიების პერიოდების განმსაზღვრელ ინსტრუმენტს.

სავალუტო წყვილის გრაფიკზე ინდიკატორს გამოყავს ვერტიკალური ზოლები, რომლებიც აღნიშნავენ ამა თუ იმ სავაჭრო სესიას, ამრიგად მისი მეშვეობით ჩვენ ზუსტად ვიცით თუ რომელ სესიაზე ვიმყოფებით მიმდინარე მომენტში.

ტრეიდერებს შორის ყველაზე პოპულარულია ამერიკული და ევროპული სესიები. მათი პოპულარობას აქვს ორი მიზეზი:
  • დროის ხელსაყრელი პერიოდი, ვინაიდან იგი ემთხვევა თბილისში სამუშაო აქტიურ საათებს;
  • მაღალი ვოლატილობა, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა სავალუტო კურსების ყველაზე შთამბეჭდავი მოძრაობები;

სავაჭრო სესიის არჩევა პირდაპირ დაკავშირებულია შერჩეული სავალუტო წყვილის დროის პერიოდისა და ვოლატილობის ურთიერთდამოკიდებულების თვისებებზე და ფორექს სტრატეგიაზე. სამუშაოდ შესაძლებელია ავირჩიოთ არა მხოლოდ სესიის მთლიანი პერიოდი, არამედ დროის რომელიმე მონაკვეთი, ან სესიის გახსნის ან დახურვის, ან მეზიბელი სესიების გადაკვეთის პერიოდები. ასეთი მიდგომაც საკამაოდ ეფექტურია და კარგ შედეგებს იძლევა.

ფორექსის სავაჭრო სესიების ინდიკატორი i-CassierWorkTime

სესიების დაწყებისა და დამთავრების დროების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში – ფორექსის სავაჭრო სესიების განრიგი.

ინდიკატორის დარეგულირებისათვის აუცილებლად გასათვალისწინებელია საბროკერო კომპანიის სერვერული დრო, რომლის მიხედვითაც ხდება კოტირებების მიწოდება სავაჭრო ტერმინალში. ბროკერის სერვერული დრო მითითებულია თავად ბროკერის ვებ-საიტზე. გასათვალისწინებელია, რომ ეს პარამეტრი უმნიშვნელოვანესია აღნიშნული ინდიკატორის კორექტული მუშაობისათვის.

i-CassierWorkTime პარამეტრები:
  • NumberOfDays – საანალიზო პერიოდის მონაცემების აღების სიღრმე, მითითებული უნდა იყოს დღეებში. შიდა დღიური ვაჭრობისათვის ეს მაჩვენებელი უნდა იყოს: 1, 2, ან 3;
  • Begin_1 – დროის პირველი პერიოდის/სესიის დასაწყისი;
  • End_1 – დროის პირველი პერიოდის/სესიის დასასრული;
  • Color_1 –პირველი სესიის ეკრანზე გამოსახვის ფერთა გამა;
  • Begin_2 – დროის მეორე პერიოდის/სესიის დასაწყისი;
  • End_2 – დროის პირველი პერიოდის/სესიის დასასრული;
  • Color_2 – მეორე სესიის ეკრანზე გამოსახვის ფერთა გამა;
  • HighRange – ცვლის ინდიკატორის გრაფიკზე გამოსახვის ვიზუალიზაციას. გამოიყენება მინიმუმებისა და მაქსიმუმების გამოსავლენად;
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრენდის ინდიკატორები

ტრენდის შემობრუნების ინდიკატორები

ინდიკატორების დიფერენციაციის თვალსაზრისით არსებობს ინდიკატორის დამახასიათებელი კატეგორია – “ტრენდის შემობრუნების ინდიკატორები”, რაც იმას ნიშნავს, რომ …