ფორექსის ევროპული სავაჭრო სესია

ფორექსის ევროპული სავაჭრო სესია

ევროპული სავაჭრო სესია იხსნება GMT 06:00 საათზე, რაც ემთხვევა ძირითადი საბროკერო კომპანიებისა და ბანკების სამუშაო საათების დასაწყისს.

სწორედ ამიტომ, ამ პერიოდზე მოდის ფინანსური აქტიურობის გამოცოცხლება და ყველაზე მძიმეწონიანი მოთამაშეების ბაზარზე გამოსვლა. სესია მუშაობას იწყებს ფრანკფურტში, თუმცა ძირითადი აქტიურობა იწყება 1 საათის შემდეგ, GMT 07:00 საათზე, როდესაც ვაჭრობაში ლონდონის სავაჭრო მოედანი ერთვება, რადგან სწორედ ინგლისშია კონცენტრირებული უძლიერესი კომპანიების ოფისები.

ევროპული სავაჭრო სესია

ყველაზე მოსახერხებელი პერიოდია სავალუტო ბაზარზე ვაჭრობისათვის, რადგან დიდი განსხვავება არ არის დროის სარტყლებში და ამიტომ საქართველოში მაცხოვრებლებსაც სამუშაო საათებში შეუძლიათ ივაჭრონ ფორექსზე.

გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ ევროპულ სესიაზე ყველაზე პოპულარული სავალუტო წყვილია EUR/USD, შემდეგ მოდიან GBP/USD, EUR/JPY და EUR/CHF. იაპონური იენის პოპულარობა იმით აიხსნება, რომ ამ პერიოდში აზიურ სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობა არ მიმდინარეობს, რაც დამატებით ბიძგს აძლევს ტრენდს EUR/JPY სავალუტო წყვილზე. პრინციპში უნდა ითქვას, რომ ევროპულ სავაჭრო სესიაზე პრაქტიკულად ყველა სავალუტო წყვილი მოძრაობს, ამიტომ ვოლატილობის განსაკუთრებული დიფერენცირება არამართებულია.

როგორც წესი, ყველაზე მეტი აქტიურობა GMT 07:00 – 09:00 საათებშია, ამის შემდეგ ვაჭრობის მოცულობების კლება იწყება, ხოლო შემდგომი აქტიურობა GMT 12:00 – 14:00 საათებშია, ვინაიდან ამ დროს ნიუ-იორკის სავაჭრო მოედანი იწყებს მუშაობას. ამიტომაც, სესიების გადაფარვის პერიოდში ვაჭრობის აქტიურობა რანდენჯერმე იზრდება და როგორც წესი, ფიქსირდება ტრენდის მკვეთრი მოძრაობა. სწორედ ამ პერიოდში არის შესაძლებელი საკმაო მოგების მიღება.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ევროპულ სავაჭრო სესიაზე ტრეიდინგი უფრო სასურველია GMT 08:00 საათიდან, ვინაიდან მანამდე, ლონდონის ბირჟის გახსნიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სავალუტო ბაზარზე გაურკვევლობაა და ტრენდის მიმართულებაც მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული.

ევროპული სესიის დროს ქვეყნდება უამრავი სხვადასხვა სიახლეები, ამიტომ ყურადღებით უნდა ადევნოთ თვალი მნიშვნელოვან ფინანსურ მოვლენებს და აანალიზოთ ეკონომიკური კალენდარი. მუშაობისადმი ასეთი მიდგომა აგაცილებთ ზარალს, ვალუტის კურსის უეცარი ცვლილების შემთხვევაში.

უმრავლეს შემთხვევებში, ევროზონაში შემავალი ქვეყნების ეკონომიკური სიტუაციის შესახებ პოზიტიური, ან ნეგატიური სიახლეების გამოქვეყნება, მყისიერად იწვევს ახალ ტრენდულ მოძრაობას.
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსი წარმოადგენს ფორექსზე ვაჭრობის უმთავრეს ინსტრუმენტს. მხოლოდ მისი სწორად დაყენება იძლევა ზარალის შემცირების შესაძლებლობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.