აღმავალი ტრენდი, ცნება და ვაჭრობის თავისებურებები

აღმავალი ტრენდი, ცნება და ვაჭრობის თავისებურებები

აღმავალი ტრენდი არის საბაზრო სიტუაცია, როდესაც ფასი მიემართემა ზევით, გრაფიკზე ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით.

აღმავალი ტრენდის დროს ყოველი მომდევნო მაქსიმუმი, უკანა მაქსიმუმზე მაღალია, ხოლო ყოველი მომდევნო მინიმუმი, უკანა მინიმუმზე მაღალია. მაგრამ ასეთი იდეალური კანონზომიერება ყოველთვის დაცული არ არის. ამგვარი მოძრაობა კარგად ჩანს სავალუტო წყვილების გრაფიკებზე, ეს არის მრუდი (წრფე), რომელიც გარკვეული დროის ინტერვალში ზემოთკენ მიილტვის/მიემართება.

აღმავალი ტრენდი გულისხმობს ფასის თანდათანობით ზრდას დროის მოცემულ ინტერვალში. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცნების განხილვა მხოლოდ დროის მოცემულ ინტერვალთან მიმართებაში, რადგან ტრენდის მიმართულება, თუნდაც მეზობელ ტაიმფრეიმებზეც კი, შესაძლებელია საპირისპირო მიმართულების იყოს.

სხვაგვარად, აღმავალ ტრენდს ხარის (ხარების) ტრენდსაც უწოდებენ. ხარები თამაშობენ ვალუტის ფასის აწევაზე, რითიც იწვევენ მის ზრდას. ამიტომ საკმაოდ მნიშვნელოვანია გამოვავლინოთ – გრაფიკზე გამოსახული აღმავალი ტრენდი არის თუ არა ბუნებრივი მოვლენა, თუ იგი ვალუტაზე გადაჭარბებული მოთხოვნის შედეგია. აღნიშნული ტენდენციის მიზეზების გამოვლენა წარმოადგენს ტრეიდერის ძირითად ამოცანას – ფუნდამენტალური ანალიზის ჩატარების პროცესში.

აღმავალი ტრენდი – გრაფიკული მაგალითი

აღმავალი ტრენდი, ცნება და ვაჭრობის თავისებურებები

აღმავალი ტრენდი – სავაჭრო ტაქტიკა:

ფასის ზრდის პირობებში ვაჭრობის ალგორითმი საკმაოდ მარტივია, ამ დროს იხსნება ყიდვის ორდერები, რადგან მას შემდეგ, რაც ფასი ცოტათი მაინც გაიზრდება, უკვე შესაძლებელია ვალუტის გაყიდვა უფრო მაღალ ფასში.

არ დაგვავიწყდეს, რომ ყველა ორდერი შეკრულ ციკლს წარმოადგენს, რაც ნიშნავს, რომ თუ ვალუტას ვყიდულობთ და ვხსნით ორდერს, მაშინ იგი რომ დავხუროთ – საჭიროა ორდერის დახურვა, ანუ ვალუტის გაყიდვა, მაგრამ ამ დროს ორდერული გაყიდვა კი არ ხორციელდება, არამედ თავად ყიდვის ორდერის დახურვა გულისხმობს გაყიდვას. სწორედ ამას ვგულისხმობდი ზედა აბზაცში.

აღმავალი ტრენდის დროს, ისევე, როგორც დაღმავალი და გვერდული ტრენდებისას, გასათვალისწინებელია ფასის უკუსვლები/კორექცია, ამიტომ პოზიცია კარგად უნდა იყოს გამყარებული ანგარიშზე არსებული საკმარისი რაოდენობის თანხით, რათა დეპოზიტმა უპრობლემოდ გაუძლოს ფასის რყევებს.

სანამ ყიდვის პოზიციას გავხსნით, საჭიროა გავარკვიოთ: რამდენი ხანია, რაც ტენდენცია დაიწყო, მისი მინიმუმები და მაქსიმუმები და წარმოშობის მიზეზები. ყველაზე წარმატებული და სარფიანი ვარიანტია, როდესაც ყიდვის პოზიცია იხსნება აღმავალი ტრენდის საწყის ეტაპზევე, ამის ხარჯზე შესაძლებელია, ტრენდული მოძრაობისგან მაქსიმალური მოგების მიღება, მანამ სანამ უკუსვლა/კორექცია, ან ტრენდის შემობრუნება დაიწყება.

ბაზარზე შესვლის ყველაზე კარგი მომენტების გამოვლენისათვის საჭიროა გავითვალისწინოთ წინააღმდეგობის და მხარდაჭრრის ხაზები. ყიდვის პოზიციას ვხსნით მხარდაჭერის ხაზთან.

სურვილის შემთხვევაში, აღმავალი ტრენდის დროს შესაძლებელია გაყიდვის ორდერების გახსნაც, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ პოზიცია უნდა იყოს მოკლევადიანი, რადგან ამ შემთხვევაში ვაჭრობა ხორციელდება უკუსვლაზე/კორექციაზე, ამიტომ მოგება არა უმეტეს 10-15 პუნქტის ფარგლებში უნდა დაიგეგმოს.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსი წარმოადგენს ფორექსზე ვაჭრობის უმთავრეს ინსტრუმენტს. მხოლოდ მისი სწორად დაყენება იძლევა ზარალის შემცირების შესაძლებლობას.