Retracement/კორექცია/Коррекция – არის ფასის მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით, ანუ დროებითი უკუსვლა წინა მაქსიმუმიდან ან მინიმუმიდან.
როგორც წესი კორექცია გამოისახება პროცენტებში.
კორექციის გასაზომად, ან მოსალოდნელი კორექციის სიდიდის გასაზომად გამოიყენება ფიბონაჩის რიცხვები.
ზოგიერთ შემთხვევაში კორექცია შესაძლებელია განხორციელდეს სიბრყეზე, ასეთ შემთხვევაში ფიქსირდება ფასის რხევა ვიწრო დიაპაზონში.
არსებობს ფორექსის სტრატეგიები, რომელიც ეფუძნება ტრენდის კორექციის ალგორითმს, თავისი არსით ეს არის უფრო მაღალ ტაიმფრეიმზე ფასის მიმართულების ტენდენციის საწინააღმდეგოდ ვაჭრობა – უფრო მცირე ტაიმფრეიმზე. მაგალითად, Н1 ტაიმფრეიმზე მიმდინარეობს კორექცია, რომელიც გრძელდება 15 წუთი, ამ შემთხვევაში М15 ტაიმფრეიმზე, ეს მოძრაობა (კორექცია) არის ფასის მოძრაობის ძირითადი მიმართულება. ასეთივე სიტუაციას შევხვდებით დროის სხვა მონაკვეთებშიც.
ასეთ შემთხვევებში, წარმატებული პოზიციების გახსნისათვის მთავარია კორექციის საკმარისი სიდიდე.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით