Reaction, რეაქცია, Реакция

Reaction/რეაქცია/Реакция

Reaction/რეაქცია/Реакция – გულისხმობს სიტუაციას, როდესაც ფასი ფორექსის ბაზარზე იწყებს არსებული ტენდენციის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას, ან მნიშვნელოვნად აჩქარდება დომინირებული ტრენდის მიმართულებით.

როგორც წესი, ბაზარი საკმაოდ მკვეთრად რეაგირებს სხვადასხვა ფინანსურ და პოლიტიკურ სიახლეებზე, გარდა ამისა, რეაქციის მიზეზი შესაძლებელია გახდეს სხვადასხვა სტიქიური და ეკოლოგიური კატასტროფები.

ასეთ შემთხვევებში, მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო წყვილის ფასის ზრდის ან კლების ტენდენცია შეიმჩნევოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, სიტუაცია შესაძლებელია ძირეულად შეიცვალოს და ფასმა საპირისპირო მოძრაობა დაიწყოს. ასეთ მოვლენას შემობრუნებას ეძახიან და იგი შესაძლებელია ახალი ტრენდის ჩამოყალიბების საწყისი ეტაპი გახდეს.

ბაზრის რეაქცია შესაძლებელია იყოს, როგორც გრძელვადიანი, ასევე დროებითი, ყველაფერი დამიკიდებულია იმაზე, თუ რა არსებითი დადასტურება აქვს ახლად ჩამოყალიბებულ ტენდენციას.

ხშირად ბაზარი რეაგირებას იწყებს არა თვით მოვლენაზე, არამედ მის მოლოდინზე. ასეთი სიტუაცია ხშირად ხდება მაშინ, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია რომელიმე მნიშვნელოვანი ქვეყნის ნაციონალური ბანკის შესაძლო სავალუტო ინტერვენციის შესახებ, თვითონ სავალუტო ინტერვენცია ჯერ არ მომხდარა, თუმცა ნაციონალური ვალუტის კურსმა უკვე დაიწყო მკვეთრი და გამოხატული მოძრაობა.

ბაზარი რეაგირებს არა მარტი გარე გამაღიზიანებლებზე. ბოლო ადგილი არ უკავიათ თვით ბაზრის შიგნით მიმდინარე პროცესებს (საბირჟო პროცესებს). მაგალითად, ბაზრის ერთ-ერთ სერიოზულ მოთამაშეს დასჭირდა რომელიმე ვალუტის დიდი მოცულობით შესყიდვა და მან ამის თაობაზე გააკეთ განაცხადი. ასეთი ნაბიჯი მკვეთრად ზრდის მოთხოვნას და თუ ვალუტის მიწოდება რჩება იმავე დონეზე, მაშინ ფასი უაცილებლად აიწევს.

იმის შესახებ თუ, ბაზრის რა რეაქცია მოსდევს მოცულობების ზრდას, წაიკითხეთ სტატია – “რა გავლენას ახდენს ვალუტის მოთხოვნა და მიწოდება ფორექსის ტრენდზე“.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით