Resistance Level, წინააღმდეგობის დონე, Уровень сопротивления

Resistance Level/წინააღმდეგობის დონე/Уровень сопротивления

Resistance Level/წინააღმდეგობის დონე/Уровень сопротивления – ერთგვარი წარმოსახვითი, პირობითი ხაზი, რომელიც განსაზღვრავს ფინანსური აქტივის ფასურ საზღვარს.

უნდა გავითვალისწინოთ ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი – აღმავალი დომინირებული ტრენდისთვის წინააღმდეგობის დონე არის ფასის ქვედა ზღვრული დონე, ხოლო დაღმავალი დომინირებული ტრენდის დროს ფასის ზედა ზღვრული დონე.

დაღმავალი ტრენდის მაგალითზე განვიხილოთ ფასის ქცევის ალგორითმი (აღმავალი ტრენდისათვის, ფასის ქცევის ალგორითმი სარკისებურად ანალოგიურია):

მაშასადამე, დომინირებული დაღმავალი ტრენდის დროს წინააღმდეგობის დონესთან ფასის მიახლოვების შემდეგ, შესაძლებელია ვალუტის პოტენციური გამყიდველების რაოდენობის ზრდა. ხშირად წინააღმდეგობის დონის არეში კონცენტრირებულია გადადებული გაყიდვის ბრძანებების/ორდერების დიდი რაოდენობა.

წინააღმდეგობის დონესთან ტრენდის მიახლოვების მომენტში ხდება, ხარების (ბაზრის მონაწილეები რომლებიც თამაშობენ კურსის ზრდაზე) აქტიურობის შემცირება და იწყება დათვების (ბაზრის მონაწილეები რომლებიც თამაშობენ კურსის კლებაზე) აქტიურობის ზრდა.

Resistance Level, წინააღმდეგობის დონე, Уровень сопротивления

Resistance Level – ეს არის ერთგვარი საზღვარი, რომლის მიღწევის შემდეგ არსებობს მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი:
  • შემობრუნება – ფასი მიაღწევს მხარდაჭერის საზღვარს, რომელიც აისხლიტავს მას საპირისპირო მიმართულებით და ტრენდი კვლავ გააგრძელებს მოძრაობას ძირითადი, დომინირებული კურსის მიმართულებით;
  • გარღვევა – თუ ფასი გაარღვევს პირობით საზღვარს, გააგრძელებს მოძრაობას 10-15 პუნქტით და გამყარდება ამ პოზიციაზე, მაშინ ამ შემთხვევაში შესაძლებელია ვთქვათ, რომ მოხდა წინააღმდეგობის დონის გარღვევა და ტრენდმა დაიწყო/გააგრძელა მოძრაობა ზემოთა მიმართულებით;

დაღმავალი ტრენდისთვის წინააღმდეგობის დონე წარმოადგენს მაქსიმალურ ფასს, რომელიც დაფიქსირდა განვლილ სავაჭრო პერიოდზე, ან მისი უკუსვლის/კორექციის პროგნოზირებულ მაჩვენებელს, ანუ ეს ფასი ითვლება სასურველ ფასად გამყიდველთა უმრავლესობისათვის და დიდი ალბათობით, მისი მიღწევის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზრდება გაყიდვის კონტრაქტების რაოდენობა, რაც მისცემს სტიმულს კურის კლებას.

წინააღმდეგობის დონის აგება ხდება, დროის გარკვეულ მონაკვეთში ფასის მნიშვნელოვან მაქსიმუმებზე. მისი აგებისათვის სავსებით საკმარისია ორი-სამი მნიშვნელოვანი წერტილის გამოვლენა/განსაზღვრა და მათზე ხაზის გავლება. სწორედ ეს ხაზი მოგვევლინება ერთგვარი ფასური საზღვრის როლში, რომელთანაც ფასის მიახლოვების შემდეგ, შესაძლოა ტრენდის შემობრუნება.

დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ წაიკითხეთ სტატიაში – მხარდაჭერა და წინააღმდეგობა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აღმავალი ტრენდისათვის, ფასის ქცევის ალგორითმი სარკისებურად ანალოგიურია.

იმისათვის რომ უფრო კარგად გაერკვეთ წინააღმდეგობებისა და მხარდაჭერის დონეების მსგავსება-განსხვავებებში წაიკითხეთ სტატია – Support Level/მხარდაჭერის დონე/Уровень поддержки.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით