სარჩევი
Support Level/მხარდაჭერის დონე/Уровень поддержки – ერთგვარი წარმოსახვითი, პირობითი ხაზი, რომელიც განსაზღვრავს ფინანსური აქტივის ფასურ საზღვარს.
აღმავალი ტრენდის მაგალითზე განვიხილოთ ფასის ქცევის ალგორითმი (დაღმავალი ტრენდისათვის, ფასის ქცევის ალგორითმი სარკისებურად ანალოგიურია):
მაშასადამე, დომინირებული აღმავალი ტრენდის დროს მხარდაჭერის დონესთან ფასის მიახლოვების შემდეგ, შესაძლებელია ვალუტის პოტენციური მყიდველების რაოდენობის ზრდა. ხშირად მხარდაჭერის დონის არეში კონცენტრირებულია გადადებული ყიდვის ბრძანებების/ორდერების დიდი რაოდენობა.
მხარდაჭერის დონესთან ტრენდის მიახლოვების მომენტში ხდება, დათვების (ბაზრის მონაწილეები რომლებიც თამაშობენ კურსის კლებაზე) აქტიურობის შემცირება და იწყება ხარების (ბაზრის მონაწილეები რომლებიც თამაშობენ კურსის ზრდაზე) აქტიურობის ზრდა.
Support Level მაგალითი
Support Level – ეს არის ერთგვარი საზღვარი, რომლის მიღწევის შემდეგ არსებობს მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი:
- შემობრუნება – ფასი მიაღწევს მხარდაჭერის საზღვარს, რომელიც აისხლიტავს მას საპირისპირო მიმართულებით და ტრენდი კვლავ გააგრძელებს მოძრაობას ძირითადი, დომინირებული კურსის მიმართულებით;
- გარღვევა – თუ ფასი გაარღვევს პირობით საზღვარს, გააგრძელებს მოძრაობას 10-15 პუნქტით და გამყარდება ამ პოზიციაზე, მაშინ ამ შემთხვევაში შესაძლებელია ვთქვათ, რომ მოხდა მხარდაჭერის დონის გარღვევა და ტრენდმა დაიწყო/გააგრძელა მოძრაობა ქვემოთა მიმართულებით;
აღმავალი ტრენდისთვის მხარდაჭერის დონე წარმოადგენს მინიმალურ ფასს, რომელიც დაფიქსირდა განვლილ სავაჭრო პერიოდზე, ან მისი უკუსვლის/კორექციის პროგნოზირებულ მაჩვენებელს, ანუ ეს ფასი ითვლება სასურველ ფასად მყიდველთა უმრავლესობისათვის და დიდი ალბათობით, მისი მიღწევის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზრდება ყიდვის კონტრაქტების რაოდენობა, რაც მისცემს სტიმულს კურის ზრდას.
მხარდაჭერის დონის აგება ხდება, დროის გარკვეულ მონაკვეთში ფასის მნიშვნელოვან მინიმუმებზე. მისი აგებისათვის სავსებით საკმარისია ორი-სამი მნიშვნელოვანი წერტილის გამოვლენა/განსაზღვრა და მათზე ხაზის გავლება. სწორედ ეს ხაზი მოგვევლინება ერთგვარი ფასური საზღვრის როლში, რომელთანაც ფასის მიახლოვების შემდეგ, შესაძლოა ტრენდის შემობრუნება.
დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ წაიკითხეთ სტატიაში – მხარდაჭერა და წინააღმდეგობა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაღმავალი ტრენდისათვის, ფასის ქცევის ალგორითმი სარკისებურად ანალოგიურია.
იმისათვის რომ უფრო კარგად გაერკვეთ წინააღმდეგობებისა და მხარდაჭერის დონეების მსგავსება-განსხვავებებში წაიკითხეთ სტატია – Resistance Level/წინააღმდეგობის დონე/Уровень сопротивления.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით