Rollover/როლოვერი/Ролловер – ტერმინი გვამცნობს, რომ პოზიციის ვალუტირების თარიღი გადატანილი იქნა – შემდეგ თარიღზე.
როლოვერი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფინანსურ აქტივზე მთელი დღის განმავლობაში არ მომხდარა პოზიციის დახურვა. ამ ოპერაციისგან მიღებული შემოსავალი ან ხარჯი გამოითვლება, სავალუტო წყვილში არსებულ ვალუტებზე საპროცენტო განაკვეთების სხვაობით.
სავაჭრო პოზიციის გადატანის შემთხვევაში ხდება მისი იძულებითი დახურვა, ხოლო შემდეგ იხსნება ანალოგიური პარამეტრების პოზიცია, მაგრამ, რომელსაც გააჩნია ვალუტირების თარიღი იმ ფასით, რომელიც გამოხატავს ვალუტებს შორის საპროცენტო განაკვეთების განსხვავებას.
პოზიციის მიმართულებიდან გამომდინარე (ყიდვა, ან გაყიდვა) კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს თანხა, ან შეუძლია მიიღოს მოგება/დანამატი პოზიციების გადატანისთვის. ამ გადასახადს/დანამატს სვოპს უწოდებენ.
როგორც წესი, გადასახადი, პოზიციის მომდევნო დღეზე გადატანისათვის, არ არის დიდი და შეადგენს წლიურ ორიოდე პროცენტს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ როლოვერი არა დეპოზიტის რაოდენობიდან, არამედ გახსნილი პოზიციის საერთო მოცულობიდან დაანგარიშდება, ამიტომ შესაძლებელია, რომ იგი საკმაოდ შესამჩნევი თანხა აღმოჩნდეს, მით უმეტეს, თუ ვაჭრობის დროს სოლიდური საკრედიტო მხარი გამოიყენება.
ზოგიერთი ტრეიდერი, ვაჭრობისას სარფიანად იყენებს ზემოთ აღნიშნულ ფაქტორს და შემოსავალს იღებს არა მარტო ვალუტის კურსის ცვლილებისგან, არამედ საკრედიტო განაკვეთების სხვაობის დადებითი მნიშვნელობისაგანაც, ამ მეთოდის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში – “სტრატეგია Carry Trade“.
ზოგიერთ საბროკერო კომპანიაში, დამწყები ტრეიდერებისთვის (როგორც წესი მცირე ბიუჯეტიანი დეპოზიტებისათვის), პოზიციის გადატანისთვის გადასახადი შეცვლილია ჩვეულებრივი საკომისიო გადასახადით, რომელიც დამოკიდებულია განხორციელებული გარიგებების მოცულობაზე. საკომისიოს რაოდენობის გამოთვლისათვის არ არის საჭრირო განსაკუთრებული დაანგარიშება, იგი ფიქსირებული სიდიდისაა და დამოკიდებულია სავალუტო წყვილზე.
სვოპირების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია – “სვოპი ფორექსზე”
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით