მოთხოვნისა და მიწოდების გავლენა ფორექს ბაზრის ტრენდზე

მოთხოვნისა და მიწოდების გავლენა ფორექს ბაზრის ტრენდზე

ნებისმიერი ბაზარის ფასწარმოქმნაზე ყველაზე მეტ გავლენას ახდენს ორი ფაქტორი – მოთხოვნა და მიწოდება.

გამონაკლისი არც ფორექსის ბაზარია. ფორექსზე მუშაობისას აუცილებლად შეამჩნევთ კურსის ცვლილებას ამა თუ იმ ვალუტაზე მოთხოვნისა და მიწოდების ცვლილების დროს.

სასაქონლო ბაზრებისგან განსხვავებით ფორექსზე, ნებისმიერი მაჩვენებლის/პარამეტრის ცვლილებისას, ფიქსირდება უფრო სწრაფი რეაქცია. საკმარისია მხოლოდ ინფორმაციის გაჟონვაც კი ვთქვათ გასაყიდი ვალუტის მოცულობის ზრდის შესახებ და ვალუტის ფასი მყისიერად იკლებს და პირიქით თუ ბაზარზე გამოდის მსხვილი მოთამაშე, რომელსაც ვალუტის ყიდვა სურს, მაშინ მისი ფასი მყისიერად იზრდება.

ამგვარი ინფორმაციების სწორი გამოყენების პირობებში შესაძლებელია ჩვენი სავაჭრო სტრატეგია უფრო მომგებიანი, ან უფრო უსაფრთხო გავხადოთ.

ვალუტის მიწოდება

გასაყიდი ვალუტის მასის მოცულობის ზრდა ყოველთვის იწვევს დაღმავალ ტრენდს, რაც თავის მხრივ აპროვოცირებს გაყიდვების ორდერების რაოდენობის დამატებით ზრდას.

ასეთი სიტუაციის რამდენიმე მიზეზი არსებობს – მსხვილი სავალუტო ინტერვენცია, ნეგატიური სიახლე ან ფულადი ემისია.

ყველა ამ ფაქტორს გააჩნია მჭიდრო ურთიერთკავშირი, მაგალითად ინფორმაცია რომელიმე ბანკის მხრიდან მოსალოდნელი ინტერვენციის შესახებ იწვევს დაღმავალ ტრენდს, ხოლო ფულადი მასის ფაქტობრივი მატება ბაზარზე უფრო აჩქარებს კურსის ვარდნას.

  • ინტერვენცია – შესაძლებელია იყოს პირდაპირი ან ირიბი, დამოკიდებულია იმაზე თუ ვინ გამოდის ბაზარზე, თავად ნაციონალური ბანკი თუ მისი წარმომადგენელი (წარმომადგენლები). თუმცა ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. კურსი ყველა ვარიანტში ქვევითკენ წამოვა. რაც უფრო მასშტაბურია ინტერვენცია, მით უფრო ხანგრძლივ ვადიანი იქნება დაღმავალი ტრენდი;
  • ემისია – ნაღდი ფულის მასის ზრდა, ამ შემთხვევაშიც ზემოქმედება ხედბა ეტაპობრივად, ჯერ ბაზარი რეაგირებს მოსალოდნელი ემისიის შესახებ ინფორმაციის მხოლოდ გაჟონვაზე, ან ოფიციალურ განაცხადზე, ხოლო შემდეგ თავად ემისიის ფაქტობრივ განხორციელებაზე;
  • ნეგატიური სიახლე – ნეგატიური ინფორმაციის გამოქვეყნება უმრავლეს შემთხვევაში მეტყველებს იმაზე, რომ მოცემული ფინანსური აქტივი აუცილებლად გაიაფდება. ეს გარემოება ტრეიდერებს ასტიმულირებს კონკრეტული ვალუტის გაყიდვისათვის, რაც თავის მხრივ ზრდის მიწოდებას;

არ უნდა დაგავიწყდეთ ის გარემოება, რომ ტრეიდინგის ის პროცესი, რომელსაც ახორციელებთ სავაჭრო ტერმინალში მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალურ ბირჟაზე ვაჭრობისაგან. ვალუტა არის მხოლოდ მოგების მიღების ინსტრუმენტი, ამიტომ ყოველთვის არ მუშაობს მინიმალური და მაქსიმალური ფასების ცნება. შესაძლებელია კურსი მუდმივად ეცემოდეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და არღვევდეს ყველა საბაზრო კანონზომიერებას, რომელიც თეორიაშია აღწერილი, მათ შორის ამ საიტზე.

ვალუტის მოთხოვნა

ჩვენ შემთხვევაში აბსოლუტურად სუბიექტურია, მის ზრდაზე მოქმედებენ დადებითი სიახლეები და პროგნოზები მოცემული ფულის ერთეულის მიმართ, შესაბამისად ეს გარემოებები ასტიმულირებენ აღმავალ ტრენდს.

აღმავალი ტრენდის აღმოცენების შემთხვევაში მოქმედებს ფორექსის ძირითადი წესი – “იყიდე, თუ/სანამ ფასი იზრდება”, ეს წესი ასტიმულირებს მყიდველებს და შესაბამისად კურსიც აგრძელებს ზრდას.

თანდათან მოთხოვნა სუსტდება და ფასი ანელებს მოძრაობას, ახალი სიახლის გამოქვეყნებამ შესაძლებელია ისევ დააჩქაროს მისი ზრდა ან გამოიწვიოს კურსის ვარდნა და კვლავ მიწოდების ზრდა.

ფორექსის ბაზარზე მოთხოვნა მიწოდებაზე დიდ გავლენას ახდენენ სწორედ ფუნდამენტალური ფაქტორები, ფასის ფორმირების ტექნიკური მომენტები მეორე პლანზეა და ტექნიკური ანალიზის კანონები მაშინ იწყებენ მუშაობას, როდესაც კურსის ცვლილების გარე ფაქტორები, ანუ ფუნდამენტალური ფაქტორები არ ჩანან ჰორიზონტზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექს სმს სიგნალები დეპოზიტის გარეშე

SMS სიგნალები ფორექსზე (დეპოზიტის გარეშე)

SMS სიგნალების სისტემა არის მომსახურების სახეობა, რომლის გამოწერის შემდეგ ტრეიდერი იღებს შეტყობინებას, ამა თუ ინ …