სავალუტო კურსის მთავარი ფაქტორები

სავალუტო კურსის მთავარი ფაქტორები

სავალუტო კურსის მთავარი ფაქტორები აბსტრაქტული ცნება არ არის. ამ ფაქტორებს მკაფიოდ გამოხატული მახასიათებლები გააჩნიათ. ფორექსის ბაზარი მყისიერად და ძალიან ხშირად რეაგირებს სიახლეებზე. ყოველი მათგანი სხვადასხვანაირ ზეგავლენას ახდენს კურსებზე და ყოველ მათგანს გააჩნია საკუთარი თვისობრივი მნიშვნელობა. რაც უფრო “მძიმე წონიანი” სიახლეა, მით უფრო ძლიერი და ხანგრძლივი იქნება მისი ზემოქმედება სავაკუტო კურსის ცვლილებაზე, შესაბამისად უფრო მეტი მოგების მიღებაც არის შესაძლებელი წარმოქმნილი ტენდენციის დროს.

ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებენ სავალუტო კურსებზე შესაძლებელია დავყოთ ორ ჯგუფად:

  • ეკონომიკური სიახლეები;
  • პოლიტიკური სიახლეები;

სტატიაში საუბარი გვექნება იმ ეკონომიკურ ფაქტორებზე და მათი ზემოქმედების ძალის სიდიდეზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ნაციონალური ფულის ერთეულებზე.

ზემოქმედებას შევაფასებთ ორბალიანი შკალით, სადაც ერთიანით ავღნიშნავთ უფრო ძლიერი ძალის მქონე ფაქტორს.
სავალუტო კურსის მთავარი ფაქტორები
  • მშპ (1) – მთლიანი შიდა პროდუქტი (GROSS DOMESTIC PRODUCT), გამოხატავს ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობას. ქვეყნდება კვარტალში ერთხელ, საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვის შემდეგ. აქვს დიდი გავლენა სავალუტო კურსზე. დადებითი პარამეტრი იწვევს სავალუტო კურსის ზრდის (აღმავალ) დინამიკას, უარყოფითი პარამეტრი შესაბამისად იწვევს საპირისპირო დინამიკას;
  • მნპ (1) – მთლიანი ნაციონალური პროდუქტი (GROSS NATIONAL PRODUCT), მთლიანად ახასიათებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. მიუთითებს წარმოებული პროდუქციის, მომსახურების, გარიგებების და ა.შ. შესახებ. შედეგები ქვეყნდება კვარტალში ერთხელ, მაგრამ მათი გადახედვა ხდება ყოველთვიურად. ნაციონალური ვალუტის კურსს აქვს პირდაპირი დამოკიდებულება მნპ-ს მაჩვენებელის ცვლილებასთან;
  • სავაჭრო ბალანსი (1) (TRADE BALANCE) – ასახავს სამთვიანი პერიოდის განმავლობაში იმპორტისა და ექსპორტის თანაფარდობას. დადებითი ბალანსი იწვევს ვალუტის კურსის ზრდას, უარყოფითი – კურსის კლებას;
  • უმუშევრობა და დასაქმება (1) (EMPLOYMENT & UNEMPLOYMENT) – ირიბად ასახავს ქვეყნის ეკონომიკური სიტუაციის სტაბილურობას. უმუშევრობის ზრდა და დასაქმების შემცირება წარმოადგენს ნეგატიურ ფაქტორს ნაციონალური ვალუტისათვის. საპირისპირო შედეგი კი იწვევს სავალუტო კურსის ზრდას. ქვეყნდება ყოველთვიურად;
  • საცალო გაყიდვები (2) (RETAIL SALES) – აქვს საშუალო გავლენა სავალუტო კურსზე. ასახავს საცალო ქსელში გაყიდული საქონლის საერთო რაოდენობას, მიუთითებს მოთხოვნის ზრდაზე, მაშასადამე მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდაზეც. პოზიტიური ტენდენცია იწვევს აღმავალ ტრენდს. საპირისპირო მაჩვენებელი იწვევს დაღმავალ ტრენდს. ქვეყნდება ყოველთვიურად;
  • საწარმოო და საცალო ფასების ინდექსი (2) – ეს ორი ინდიკატორი PRODUCER PRICE INDEX და CONSUMER PRICE INDEX დამოკიდებულებაშია ინფლაციისთან. აქვთ საშუალო გავლენა სავალუტო კურსზე. ამ ინდექსების ზრდა იწვევს სავალუტო კურსის კლებას. ინდექსების მაჩვენებლების კლება კი პირიქით, იწვევს ნაციონალური ფულის ერთეულის გამყარებას;
  • სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2) (CONSUMER PRICE INDEX) – ეს მაჩვენებელი მჭიდრო დამოკიდებულებაშია PRODUCER PRICE INDEX და CONSUMER PRICE INDEX მაჩვენებლებთან და ასევე ახასიათებს ინფლაციას, როგორც წესი განიხილება კომპლექსში საწარმოო და საცალო ფასების ინდექსებთან. PRODUCER PRICE INDEX, CONSUMER PRICE INDEX და CONSUMER PRICE INDEX ერთდროული ზრდა ერთმნიშვნელოვნად იწვევს ნაციონალური ვალუტის კურსის კლებას. ქვეყნდება ყოველთვიურად;
  • კერძო შემოსავლების და ხარჯების ინდექსი (2) (PERSONAL INCOME AND CONSUMPTION EXPENDITURES) – არის არა სახელმწიფო და ფიზიკური პირების შემოსავლებისა და ხარჯების მახასიათებელი პარამეტრი. პოზიტიური დინამიკა მიუთითებს მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდაზე და განიხილება როგორც პოზიტიური ფაქტორი;

არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ზემოქმედებენ ნაციონალური ვალუტების კურსებზე, თუმცა მათი გავლენა, როგორც წესი იმდენად ძლიერი არ არის და ქმნიან ზედმეტ საბაზრო (ფასურ) ხმაურს. ამიტომ მათზე განსაკუთრებულად ჩაციკვლა არ არის საჭირო. მნიშვნელოვან ფუნდამენტალურ მოვლენებზე თვალყურის დევნისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ ფორექს კალენდრით.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

ფუნდამენტალური ანალიზის ფაქტორები

ფუნდამენტალური ანალიზის ფაქტორები

ფორექსის ბაზრის ფუნდამენტალური ანალიზის განხორციელებისას, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რომელი ფუნდამენტალური ანალიზის ფაქტორები ახდენენ ყველაზე მეტ …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.