Time Frame ტაიმფრეიმი - ოპტიმალური ვარიანტის განსაზღვრა და არჩევა

Time Frame ტაიმფრეიმი – ოპტიმალური ვარიანტის განსაზღვრა და არჩევა

Time Frame ტაიმფრეიმი – დროის პერიოდი, რომლის განმავლობაში, სავალუტო წყვილის გრაფიკზე მიმდინარეობს ფასის მოძრაობა.

თვითონ გრაფიკი წარმოადგენს კოორდინატთა ორ ღერძს, ერთ ღერძზე გამოსახულია ვალუტის ფასი, ხოლო მეორეზე – დრო. იმაზე, თუ სავალუტო კურსის გამოსახვისთვის, რომელი ტაიმფრეიმია არჩეული, დამოკიდებულია, თუ რამდენად დეტალურად იქნება გამოსახული ფასის თითოეული რხევა. ფორექსზე ვაჭრობისას ტაიმფრეიმის სწორად შერჩევას აქვს დიდი მნიშვნელობა, მასზეა დამოკიდებული უამრავი სხვადასხვა სახის პირობა, რომელიც სავაჭრო სტრატეგიის ალგორითმშია ჩადებული და გავლენას ახდენს ტრეიდერის ანგარიშზე.

Time Frame ტაიმფრეიმი -სახეობები
  • მოკლევადიანი
  • М1 – შეესაბამება 1 წუთს, ერთწუთიანი ტაიმფრეიმი. დროის ამ პერიოდს შეესაბამება ერთი ბარი ან სანთელი. გამოიყენება აგრესიული სკალპონგის დროს. გვიჩვენებს სავალუტო კურსის ყველაზე დეტალურ ცვლილებებს;
  • М5 – შეესაბამება 5 წუთს, ხუთწუთიანი ტაიმფრეიმი. ფასთა ცვლილების შედარებით ნაკლები დეტალიზაციით;
  • М15 – შეესაბამება 15 წუთს, თხუთმეტწუთიანი ტაიმფრეიმი. ბევრი ტრეიდერი მიიჩნევს სკალპინგისათვის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად. გრაფიკზე ჩანს ფასის მოძრაობის დინამიკა, ასევე დროის თვალსაზრისით არის მათი კონტროლირების შესაძლებლობა. სტატისტიკიდან გამომდინარე, სკალპინგურ სტრატეგიებში გახსნილი სავაჭრო პოზიციის არსებობის პერიოდი სწორედ – დაახლოვებით 15 წუთია;
  • М30 – შეესაბამება 30 წუთს, ოცდაათწუთიანი ტაიმფრეიმი. ამ თაიმფრეიმიდან დაწყებული, გრაფიკზე ვალუტის ფასის მოძრაობა არც ისე დეტალიზებულად გამოიყურება და უფრო მეტი ყურადღება ექცევა კურსის დინამიკას. ზოგიერთი ტრეიდერი ამ თაიმფრეიმს საშუალოვადიანი ტაიმფრეიმების ტიპს მიაკუთვნებს. თუმცა ჩემი აზრით ოცდაათწუთიანი ტაიმფრეიმი მაინც მოკლევადიანი ინტერვალია;
  • საშუალოვადიანი
  • Н1 – შეესაბამება 60 წუთს (ერთ საათს), ერთსაათიანი ტაიმფრეიმი. ამ ტაიმფრეიმის არჩევის შემთხვევაში, ტრეიდერი გრაფიკზე ხედავს მთლიანი დღეღამის განმავლობაში არსებული ტრენდის ტენდენციას და შეუძლია შეადაროს იგი გასული დღის ტენდენციას. ერთსაათიანი ტაიმფრეიმი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია საშუალოვადიანი ვაჭრობისათვის;
  • Н4 – შეესაბამება 4 საათს, ოთხსაათიანი ტაიმფრეიმი. ამ ტაიმფრეიმის არჩევის შემთხვევაში ტრეიდერი გრაფიკზე ხედავს ერთი კვირის და მეტი პერიოდის განმავლობაში არსებული ტრენდის ტენდენციას. ტაიმფრეიმი იძლევა დინამიკის ანალიზისა და მომავალი, მინიმუმ 3-4 დღეღამური ტრენდის ტენდენციის პროგნოზირების შესაძლებლობას. ტაიმფრეიმზე ძირითადად ვაჭრობენ ის ტრეიდერები, რომლებიც, როგორც წესი სავაჭრო დღის დასრულებისას პოზიციებს არ ხურავენ და მომგებიანი ტრენდის განვითარებასა და შესაბამისად მოგების ზრდას ელოდებიან რამდენიმე დღეღამის განმავლობაში;
  • გრძელვადიანი
  • D1 – შეესაბამება 1 დღეს, ერთდღიანი ტაიმფრეიმი. ტრეიდერი გრაფიკზე ხედავს ტრენდის ტენდენციას რამდენიმე თვის ინტერვალში. ძირითადად გამოიყენება ანალიზისა და პროგნოზირებისათვის, აგრეთვე დიდი მოძრაობის მქონე ტრენდებზე გრძელვადიანი ვაჭრობის დროს;
  • W1 – შეესაბამება 1 კვირა, ერთკვირიანი ტაიმფრეიმი. ტრეიდერი გრაფიკზე ხედავს ტრენდის ტენდენციას თვეების ინტერვალში. ასევე გამოიყენება ანალიზისა და პროგნოზირებისათვის, აგრეთვე დიდი მოძრაობის მქონე ტრენდებზე გრძელვადიანი ვაჭრობის დროს. გასაგები მიზეზების გამო, ასეთი ვაჭრობისათვის საჭიროა დიდი რაოდენობის კაპიტალი, რათა გონივრული სავაჭრო მოცულობის დროს დეპოზიტმა გაუძლოს ზეწოლას მოულოდნელი უკუსვლების დროს;
  • MN – შეესაბამება 1 თვეს, ერთთვიანი ტაიმფრეიმი. ტრეიდერი გრაფიკზე ხედავს ტრენდის ტენდენციას რამდენიმე წლის ინტერვალში. თვის გრაფიკებზე მიზანშეწონილია მცირე საკრედიტო მხარით და სავაჭრო მოცულობებით ვაჭრობა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გრძელმა უკუსვლებმა არ გაგვინულოს დეპოზიტი. თვის გრაფიკებზე ვაჭრობისათვის საჭიროა დიდი რაოდენობის კაპიტალი. ისევე როგორც კვირის ტაიმფრეიმზე, თვის თაიმფრეიმზე ვაჭრობა, როგორც წესი ჩვეულებრივი ტრეიდერებისათვის მეტად სახიფათოა. online ტრეიდერები თვის გრაფიკებს იყენებენ ანალიზისა და პროგნოზირებისათვის;

თითოეულ თაიმფრეიმზე ვაჭრობას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. როგორც ავღშნიშნე მოკლევადიან ტაიმფრეიმებზე მიზანშეწონილია სკალპინგური და ტიკური ვაჭრობა. ასეთი ინტერვალი შესაძლებლობას იძლევა მოგება მივიღოთ ფასის უმნიშვნელო ცვლილებების შედეგაც კი, მაგრამ ისინი არ გვაძლევენ ბაზრის საერთო ტენდენციის შეფასების საშუალებას.

საშუალოვადიან და გრძელვადიან ტაიმფრეიმებზე კი, ვხედავთ ტრენდის ძირითად ტენდენციებს და შესაძლებელია განვსაზღვროთ შემდგომი პერსპექტივა, თუმცა ნაკლებად დეტალიზებულია.

არ აქვს მნიშვნელობა რა ზომის ინტერვალზე ვაჭრობთ, ყველა შემთხვევაში საჭიროა ანალიზი გაკეთდეს რამდენიმე ინტერვალზე ერთად, რათა არ გამოგვრჩეს, ან არ შევცდეთ ძირითადი ტენდენციების განსაზღვრაში.

მაგალითად, თუ ვაჭრობთ М1-ზე, მიზანშეწონილია იცოდეთ თუ რა მიმართულებით მოძრაობდა ფასი რამდენიმე წუთის ან თუნდაც საათის უკან.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

სტოპ ლოსის გამოთვლა

სტოპ ლოსის გამოთვლა

სტოპ ლოსი წარმოადგენს რისკების მინიმიზაციის ყველაზე ქმედით ბერკეტს. მისი დაყენება არც თუ ისე მარტივი ამოცანაა …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.