როგორ მიმდინარეობს ტიკური ვაჭრობა

როგორ მიმდინარეობს ტიკური ვაჭრობა

ტიკური ვაჭრობა არის ვაჭრობის სტილი, რომლის დროსაც მოგების მიღება ხდება სავალუტო კურსის მცირედი ცვლილების ხარჯზე. ასეთი ვაჭრობა ხორციელდება დღიური გრაფიკის მინიმალურ ინტერვალებზე, ვინაიდან კურსის ცვლილებები ზოგჯერ წამების განმავლობაში ხდება.

ტიკური ვაჭრობა მიეკუთვნება სკალპინგის ყველაზე აგრესიულ სახეობას, ერთი გახსნილი ორდერის არსებობის ვადა რამდენიმე წამს ითვლის, ამიტომ ვაჭრობის ასეთი სახეობა მოითხოვს შესაბამის სამუშაო პირობებს და სპეციფიკურ უნარ-ჩვევებს.

ტიკური ვაჭრობა – ძირითადი საკითხები
  • სასკალპინგო ბროკერები – საბროკერო კომპანიები, სადაც ამ მეთოდით იმუშავებთ, ლოიალურად უნდა იყვნენ განწყობილნი სკალპინგის და მოკლევადიანი გარიგებების სავაჭრო მეთოდების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბროკერმა შესაძლებელია დაბლოკოს ანგარიში;
  • დეპოზიტი – საეჭვოა, რომ ცენტურ ანგარიშზე სტანდარტული ლოტებით ტრეიდერმა შეძლოს სოლიდური კაპიტალის დაგროვება, ამიტომ დეპოზიტი მინიმუმ 100 დოლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ, დროის მცირე მონაკვეთში ორიოდე დოლარის მოგების მიღებას ტიკური ვაჭრობის მეთოდის გამოყენებით;
  • მინიმალური სპრედი – იდეალური ვარიანტია, როდესაც სპრედი საერთოდ არ არსებობს, მაგრამ როგორც წესი სპრედის არ არსებობა კომპენსირდება საკომისიო დანარიცხით, რომელიც დაანგარიშდება ლოტის სიდიდის ან გახსნილი ლოტების რაოდენობის მიხედვით. ასეთ ვითარბაში თავად უნდა განსაზღვროთ რა გირჩევნიათ: სპრედის სახით 1-2 პუნქტის გადახდა თუ ფიქსირებული საკომისიო გადასახადი;
  • რეკვოტების და გაცურებების არ არსებობა – ტიკურ ვაჭრობაზე ზედმეტია საუბარი თუ ორდერის გახსნის ინტერვალი რამდენიმე წამია, ტიკური ვაჭრობის დროს ორდერი (ბროკერისადმი მიცემული ბრძანება) მხოლოდ მომენტალურად უნდა სრულდებოდეს;
  • საიმედო კომუნიკაცია – ალბათ ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია, ვინაიდან ტიკური ვაჭრობისას სტოპ ლოსის დაყენების დრო თითქმის არასოდეს არ არის, ამიტომ ბროკერთან კავშირის გაწყვეტამ შესაძლებელია საკმაოდ არასასიამოვნო სიურპრიზები შექმნას. ამიტომ ვინც ასეთი ვაჭრობის სტილით დაინტერესდება, სასურველია ხელთ კავშირის ალტერნატიული საშუალებაც გააჩნდეს;
  • საკრედიტო მხარი – რაც უფრო დიდია მით უკეთესი, რადგან მოგება პირდაპირ დამოკიდებულებაშია ლოტის მოცულობასთან. რეკომენდებულია 1:500-დან 1:1000-მდე საკრედიტო მხარის გამოყენება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უარყოფითი ტიკების დროს, ორდერი როგორც წესი უნდა დაიხუროს მიმდინარე ფასით, თუმცა ესეც ტრეიდერის გამოცდილებასა და უნარებზეა დამოკიდებული;

ტიკური ვაჭრობისათვის ყველაზე ხელსაყრელ ინსტრუმენტად ითვლება EUR/USD, ვინაიდან, ბროკერების უმრავლესობასთან მაზე ყველაზე დაბალი სპრედია, რომელიც 0,5-2 პუნქტის ფარგლებში მერყეობს.

ტიკური ვაჭრობის ტაქტიკა
ტერმინალის ჩართვის შემდეგ აირჩიეთ სავალუტო წყვილი, რომელსაც გააჩნია ყველაზე დაბალი სპრედი, ინტერველი დააყენეთ 1 წუთზე, დააჭირეთ ღილაკს “ახალი ორდერი” და გამოსულ ფანჯარაში დააყენეთ შემდეგი პარამეტრები:
  • სავალუტო წყვილი – EUR/USD (რეკომენდებულია, თუმცა დამოკიდებულია ტრეიდერის გემოვნებაზე);
  • მოცულობა (ლოტი) – მაქსიმალური, რის საშუალებასაც იძლევა დეპოზიტზე არსებული თანხა;
  • ორდერის ტიპი – დაუყოვნებლივი შესრულება;
  • მოთხოვნილი ფასიდან გადახრა – 0;

ამის შემდეგ, გრაფიკზე ვაანალიზებთ, ფასის მოძრაობას უახლოეს დიდ ტაიმფრეიმებზე (5 წუთი, იშვიათად – 15 წუთი) და სამუშაო ინტერვალზე (1 წუთი) ვცდილობთ დავიჭიროთ უკანასკნელი ტიკის უკიდურესი წერტილი. ვხსნით ორდერს და 2-3 პუნქტის მოგების მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ ვხურავთ მას. თუ ფასი ორდერის საწინააღმდეგოდ წავა 2 პუნქტზე მეტი მანძილით, მაშინ მას დაუყოვნებლივ ვხურავთ.

თუ სავალუტო რხევებს გააჩნია დიდი დიაპაზონი, მაშინ შესაძლებელია გავზარდოთ მომგებიანი პუნქტების რაოდენობა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ზარალმა არ უნდა გადააჭარბოს 2 პუნქტს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექს სმს სიგნალები დეპოზიტის გარეშე

SMS სიგნალები ფორექსზე (დეპოზიტის გარეშე)

SMS სიგნალების სისტემა არის მომსახურების სახეობა, რომლის გამოწერის შემდეგ ტრეიდერი იღებს შეტყობინებას, ამა თუ ინ …