Open position/ღია პოზიცია/Открытая позиция – ვალუტის გაყიდვის ან ყიდვის კონტრაქტი, რომელზეც ჯერ კიდევ არ არის განხორციელებული საპირისპირო ოპერაცია, რომელიც დახურავს მიმდინარე პოზიციას.
ღია პოზიცია მოქმედებას იწყებს მაშინ, როდესაც განხორციელდება სავაჭრო გარიგება. ეს შესაძლებელია იყოს ბროკერისადმი გაცემული მიმდინარე ბრძანება, ან გადადებული ორდერი.
ასეთ სიტუაციაში ვალუტის ფაქტიური მიწოდება არ იგულისხმება. შეთანხმებულია მხოლოდ პირობა იმისა, რომ აუცილებლად მოხდება მოცემული პოზიციის დახურვა მოგების ან წაგების ფიქსაციით.
ღია პოზიციის დახურვის კიდევ ერთი ნაირსახეობაა სპეციალური სტოპ ორდერების ამუშავება – სტოპ ლოსი და ტეიკ პროფიტი. ასეთ შემთხვევაში, ფინანსური რეზულტატი დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი სტოპ ორდერი ამოქმედდება.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით