ფიუჩერსული კონტრაქტის მყიდველი ხსნის გრძელ პოზიციას, გამყიდველი – მოკლე პოზიციას.
როდესაც დგება ფიუჩერსული კონტრაქტის ექსპირაცია, გრძელი პოზიცია გარდაიქმნება საბაზო აქტივის ყიდვის ვალდებულებად, იმ ფასად და დროის იმ მომენტში, რომელიც მითითებულია კონტრაქტში. ფიუჩერსის შესრულების მომენტში მოკლე პოზიცია გარდაიქმნება აქტივის გაყიდვის (მიწოდების) ვალდებულებად, იმ ფასად და დროის იმ მომენტში, რომელიც მითითებულია კონტრაქტში.
ფიუჩერსული პოზიციის გახსნა ყოველთვის არ უკავშირდება, კონტრაქტის ექსპირაციის დროს საბაზო აქტივის რეალური მიწოდების ვალდებულებას. თუ აქტივის ფასი გაიზარდა, გრძელი პოზიციის მფლობელმა შესაძლებელია დახურის იგი (გაყიდოს ფიუჩერსი) და მიიღოს მოგება. მოკლე პოზიციის დახურვა შესაძლებელია ფიუჩერსის ყიდვით.
გასათვალისწინებელია რომ, ფიუჩერსების კონტრაქტების ექსპირაციის წინა დღეს ხდება ღია პოზიციების რაოდენობრივი და მოცულობითი მკვეთრი კლება. ამ პარამეტრს “ღია პოზიციების მოცულობა” ეწოდება და ქვეყნდება ბირჟის საიტზე.
გამოხატეთ თქვენი ემოცია
ბრავო
9
კარგია
2
ცუდია
0
Love
1
Sad
0
Haha
0
***
***
***
***
მადლობა სტატიისთვის. ამ სტატიაში long და short ს გულისხმობთ?
დიახ long და short-ს ვგულისხმობ და როგორც მოგეხსენებათ: long პოზიცია არის გრძელი პოზიცია, ანუ ყიდვის პოზიცია. short პოზიცია არის მოკლე პოზიცია ანუ გაყიდვის პოზიცია