ფიუჩერსული ვაჭრობის პრაქტიკა

ფიუჩერსული ვაჭრობის პრაქტიკა

ფიუჩერსულ ვაჭრობის ამ თეორიული კურსის ფარგლებში განვიხილავთ ფიუჩერსების გამოყენების მეთოდიკას რეალურ ეკონომიკურ სიტუაციაში, კერძოდ ინვესტიციების დაცვის საკითხებს კრიზისების და არასტაბილური ბაზრის პირობებში.

  • ინვესტიციების დაცვა აშშ დოლართან მიმართებაში ნაციონალური ვალუტის დევალვაციის დროს;
  • ინვესტიციების დაცვა წამყვანი მსოფლიო ვალუტებთან მიმართებაში აშშ დოლარის დევალვაციის დროს;
  • ინვესტიციების დაცვა მსოფლიო კრიზისების დროს მსოფლიო ვალუტების დევალვაციის დროს – ოქროს შესყიდვის გზით;
  • Brent ხარისხის ნავთობპროდუქტების შესყიდვა;

კრიზისების პერიოდში ინვესტირების სტანდარტული ინსტრუმენტები – დეპოზიტები და საპაიო საინვესტიციო ფონდები ხვდებიან გაურკვევლობის რიკის ქვეშ, რომელიც თავის მხრივ ბატონობს (გაურკვევლობა) მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ინვესტიციების გადინება აგენერირებს მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნების ვალუტების დევალვაციის ტალღას. დევალვაციის სცენარი განსხვავდება დროის პერიოდით, სიღრმითა და ხანგრძლივობით.

ამ პროცესის მიზეზებია:

  • მსხვილ ინვესტორებს გააქვთ ინვესტიციები განვითარებადი ქვეყნებიდან, რათა გაამყარონ მდგომარეობა საკუთარ ქვეყანაში;
  • საკრედიტო ბაზრები იხურება;

კრიზისამდე კომპანიებს შეუძლიათ ვალების მომსახურება, პროცენტების გადახდა უცხოურ ვალუტაში, რაშიც ნომინირებული იყო კორპორატიული ვალის დიდი ნაწილი. როგორც წესი, ვალების დაფარვისათვის გამოიყენება გადაკრედიტება (როდესაც ახალი ვალი ცვლის ძველ ვალს). კრიზისის პერიოდში საკრედიტო ბაზრები “იყინება”, რის შედეგადაც გადაკრედიტება შეუძლებელი ხდება, ამისათვის კი მევალეების უმრავლესობა არ არის მზად. ყოველივე ზემოთხსენებული იწვევს ვალუტაზე მზარდ მოთხოვნას და ვალუტის საექსპორტო შემოსავლის გადინებას, რაც თავის მხრივ იწვევს ოქროსა და სავალუტო რეზერვების შემცირებას ბევრ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე ქვეყნების მთავრობების უმრავლესობა ნაციონალური ვალუტის დევალვაციის გადაწყვეტილებას იღებს.

წარმოვიდგინოთ, რომ ვიმყოფებით ასეთი კრიზისის წინა პერიოდში. ჩვენი ამოცანაა დავიცვათ ჩვენი საინვესტიციო კაპიტალი. ამისათვის ერთ-ერთ ეფექტური ინსტრუმენტის სახით განვიხილავთ ფიუჩერსებს.

მაშ ასე, ჩვენ გვაქვს სადეპოზიტო ანგარიში ბანკში და გვაქვს საშუალება განვახორციელოთ ოპერაციები სწრაფ ბაზარზე. ანგარიშზე გვაქვს გარკვეული თანხა და შესაბამისი წლიური სარგო საპროცენტო სარგო, რომელიც გვერიცხება ნახევარწლიანი ციკლით. ასეთი სასტარტო ინფორმაციით განვიხილავთ საკუთარი კაპიტალის დაცვის სხვადასხვა ვარიანტს კრიზისების პერიოდში, რომელიც ასეთი აქტუალურია სტატიის დაწერის მომენტში (2015 წლის შემოდგომა) და აქტუალური იქნება ყოველთვის სანამ ფინანსური ბაზრები არსებობენ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფიუჩერსების გაშიფვრა - ფიუჩერსული კონტრაქტების სპეციფიკაცია

ფიუჩერსების გაშიფვრა – ფიუჩერსული კონტრაქტების სპეციფიკაცია

არსებობს კოდებისა და აღნიშვნების გარკვეული სახეობები, რომლითაც სწრაფ ბაზრებზე ხდება ფიუჩერსული კონტრაქტების სტანდარტიზაცია.