ოქროს საინვესტიციო მნიშვნელობა კრიზისების პერიოდში

ოქროს საინვესტიციო მნიშვნელობა კრიზისების პერიოდში

ეკონომიკური ვითარების კრიზისულ სიტუაციებში მრავალი ქვეყნის მთავრობები ახორციელებენ ფულადი მასის ღია ემისიებს, რითიც ხდება ნაციონალური ვალუტების დევალვაციის სტიმულირება, ზოგან ემისიის შესახებ მხოლოდ ირიბი მაჩვენებლები მიგვითითებენ. კაპიტალის დაცვისათვის კრიზისებში აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ოქროსთან დაკავშირებულ ინვესტიციებს.

როგორც წესი ფიზიკური პირებისათვის (ინვესტორისთვის) ოქროს შეძენის ძირითადად სამი ხერხი არსებობს:

  • პირველი – ოქროს მეტალის შეძენა არანაკეთობის სახით (მაგალითად: ზოდების სახით). ამ ხერხს გააჩნია ბევრი უარყოფითი მხარე, რომელიც დაკავშირებულია დამატებითი ღირებულების გადასახადდთან, მისი შენახვის გადასახადდთან და მისი შემდომი გაყიდვის შემთხვეაში მაღალ მარჯასთან.
  • მეორე – ოქროს საივესტიციო მონეტების შეძენა, რომლებსაც ნაციონალური ბანკები უშვებენ. ამ შემთხვევაში საკმაოდ მაღალია ყიდვა/გაყიდვის სპრედი, ასევე ოქროს ზოდების ანალოგიურად, საკმაოდ მაღალია მონეტების შენახვის გადასახადი.
  • მესამე – მეტალური უნაღდო ანგარიში. მიჩნეულია, რომ ეს არის ყველაზე ხელსაყრელი ხერხი. ასეთ ანგარიშებთან მუშაობა საკმაოდ მარტივი და უსაფრთხოა. გარდა ამისა დეპოზიტს ერიცხება პროცენტი. ერთადერთი უარყოფითი მხარეა თავად საკრედიტო დაწესებულების სანდოობის ხარისხი. თუ საუბარი გვაქვს კრიზისულ პერიოდებთან, მაშინ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ კრიზისებში ბანკები არც თუ ისე იშვიათად კოტრდებიან.

სწრაფ ბაზარს აქვს კიდევ ერთი ხიბლი, ვინაიდან საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ოქროს შეძენის კიდევ ერთი ხერხი – ვიყიდოთ ფიუჩერსი ოქროზე.

წინა სტატიიდან ისევ გავმეორდები და ვიტყვი:

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიფიქრე ლართან დამეკავშირებინა ქვემოთ განსახილველი მაგალითი, მაინც ვერ შევძელი, ვინაიდან ლართან დაკავშირებით ასეთ ოპერაციას ვერ განახორციელებთ, ამიტომ ტყუილის წერას მირჩევნია რეალური სიტუაცია განვიხილო და მაგალითი დავაკავშირო რომელიმე შედარებით სუსტ/მოწყვლად/ვოლატილურ ვალუტას მაგალითად რუსულ რუბლს ან თურქულ ლირას, ვინაიდან თურქულ ლირას ისევ რუსული რუბლი მირჩევნია, ამიტომაც განვიხილოთ რუბლის მაგალითი.

მაშასადამე სამაგალითო სიტუაცია ისეთივე გვაქვს როგორც წინა სტატიაში:

საბანკო დეპოზიტზე არის 100 000 რუბლი, 16%-იანი წლიური სარგოთი, რომელიც ანგარიშს ერიცხება ყოველ 6 თვეში ერთხელ. ჩავთვალოთ, რომ დეპოზიტის გახსნიდან ნახევარი წელი გასულია და მაშასადამე ანგარიშს უკვე დაერიცხა საპროცენტო სარგო. ჩვენ ვთვლით რომ მოახლოვებულია კრიზისი და ამიტომ გვსურს დავიცვათ საკუთარი კაპიტალი, რისთვისაც ყველაზე ეფექტურ ხერხიად ოქროს შეძენა მიგვაჩნია.

აქედან გამომდინარე ჩვენი საინვესტიციო პორტფელი გამოიყურება შემდეგნაირად:

  • დეპოზიტზე – 100 000 რუბლი;
  • 8 000 რუბლი (8 000 x 0.08) – დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტი სარგო;

ვმუშაობთ ოქროს ფიუჩერსულ კონტრაქტზე:

  • ერთი კონტრაქტის მოცულობა: 1 უნცია (31.3 გრამი) აფინირებული ოქრო;
  • საგარანტიო უზრუნველყოფა: 10%;
  • მიმდინარე კურსი: 1 უნცია ოქრო = 950 აშშ დოლარი;
  • მიმდინარე კურსი: 1 აშშ დოლარი = 30.00 რუბლი;

ინვესტირებას ვახორციელებთ 108 000 რუბლით. სადეპოზიტო მარჯა ერთ ფიუჩერსზე, საგარანტიო უზრუნველყოფის გათვალისწინებით არის 950 x 0.10 = 95 აშშ დოლარი. ეს შეესაბამება 95 x 30.00 = 2 850 რუბლს. მაშასადამე, ჩვენს ხელთარსებული თანხით შეგვიძლია ვიყიდოთ 37 ფიუჩერსი და დეპოზიტზე დაგვრჩება კიდევ 2 550 რუბლი. რეალობაში ფიუჩერსების უფრო ნაკლები რაოდენობა უნდა შევიძინოთ, რათა ანგარიშზე დაგვრჩეს საკმარისი თანხა იმისათვის, რომ საბროკერო ანგარიშის გამძლეობა დაზღვეული იყოს ფასის რყევისაგან საპირისპირო მიმართულებით.

მაშასადამე, ოქროს ფიუჩერსზე გრძელი პოზიციის გახსნის შედეგად მთლიანი კაპიტალი გადაგვყავს ოქროში. ასეთი ოპერაცია შეამცირებს ნებისმიერი ვალუტის, მათ შორის აშშ დოლარის, ევროს, რუბლის და ა.შ. დევალვაციისაგან გამოწვეულ რისკს.

მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასის ზრდასთან ერთად, ჩვენი ანგარიში ყოველდღიურად გაიზრდება, მასზე დარიცხული ვარიაციული მარჯის გამო. მაშინაც კი, თუ აშშ დოლარი გაიზრდება რუბლთან მიმართებაში, საბროკერო ანგარიში მაინც მზარდი იქნება, რადგან ოქრო აშშ დოლარშია ნომინირებული. მაგრამ თუ ოქროს ფასი დაიწყებს კლებას, ან იგივე მოხდება დოლართან დაკავშირებით და იგი რუბლთან მიმართებაში დაეცემა, მაშინ საბროკერო ანგარიშიც დაიწყებს კლებას – გახსნილი პოზიციის პროპორციულად – 105 450 (2 850 x 37) რუბლი. ამ შემთხვევაში უნდა ვადევნოთ თვალი იმას, რომ საბროკერო ანგარიშზე არსებული თანხა საგარანტიო უზრუნველყოფის თანხაზე ნაკლები არ აღმოჩნდეს, ვინაიდან ასეთ ვითარებაში ბროკერი იძულების წესით დახურავს პოზიციას.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფიუჩერსების გაშიფვრა - ფიუჩერსული კონტრაქტების სპეციფიკაცია

ფიუჩერსების გაშიფვრა – ფიუჩერსული კონტრაქტების სპეციფიკაცია

არსებობს კოდებისა და აღნიშვნების გარკვეული სახეობები, რომლითაც სწრაფ ბაზრებზე ხდება ფიუჩერსული კონტრაქტების სტანდარტიზაცია.