ფიუჩერსების გაშიფვრა - ფიუჩერსული კონტრაქტების სპეციფიკაცია

ფიუჩერსების გაშიფვრა – ფიუჩერსული კონტრაქტების სპეციფიკაცია

არსებობს კოდებისა და აღნიშვნების გარკვეული სახეობები, რომლითაც სწრაფ ბაზრებზე ხდება ფიუჩერსული კონტრაქტების სტანდარტიზაცია.

საქმეში ჩაუხედავ ადამიანს ფიუჩერსების გაშიფვრა შესაძლებელია რთულად მოეჩვენოს, თუმცა ეს ძალაინ მარივი საკითხია და ყველა ბირჟისთვის ერთი და იგივეა (თითქმის ყველა ბირჟისთვის).

ფიუჩერსის აღნიშვნა შედგება სამი ნაწილისგან:

  • საბაზო აქტივის კოდი, კოდების შესახებ ინფორმაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ თავად ბირჟის საიტზე;
  • ექსპირაციის წელი;
  • ექსპირაციის თვე;

ზემოთ ხსენებული სპეციფიკაციის მიხედვით ფიუჩერსი GOLD-12.15 არის აფინირებული ოქროს ზოდების კონტრაქტი, სადაც:

  • GOLD – საბაზო აქტივის კოდია, აფინირებული ოქროს ზოდები;
  • 12 – კონტრაქტის ექსპირაციის თვე – დეკემბერი;
  • 15 – კონტრაქტის ექსპირაციის წელი, 2015;

სწრაფ ბაზარზე არაფერი არ არის დამალული. არსებობს ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ფიუჩერსულ კონტრაქტებს. მათი წაკითხვა შესაძლებელია შესაბამისი ბირჟების ოფიციალურ ვებ-საიტებზე. ამასთან ერთად, საიტებზე მოცემულია ინფორმაციები არა მარტო ფიუჩერსების გაშიფვრის, არამედ საბაზო აქტივების მოცულობების და საბაზო აქტივების ფიუჩერსული კონტრაქტების რაოდენობის შესახებ, აგრეთვე ფიუჩერსის ბრუნვის ბოლო ვადის (ექსპირაცია) და საგარანტიო უზრუნველყოფის შესახებ.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

საბაზო აქტივები

საბაზო აქტივები

როგორც უკვე ვიცით, ფიუჩერსი არის საბაზო აქტივების წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.