Oscillator/ოსცილატორი/Осциллятор

Oscillator/ოსცილატორი/Осциллятор

Oscillator/ოსცილატორი/Осциллятор – არის ტექნიკური ინდიკატორი, რომელიც ფართოდ გამოიყენება საფინანსო ბაზრების ტექნიკური ანალიზის პროცესში.

ოსცილატორი წარმოადგენს რხევის ტემპის მრუდს, რომელიც ხდება ნულოვანი დონის ირგვლივ, ან 0 %-დან 100 %-ის ინტერვალში.

ოსცილატორი გვიჩვენებს ბაზრის გაჯერებული ყიდვის, ან გაჯერებული გაყიდვის მდგომარეობას. მაქსიმუმის მაჩვენებლის მიღწევის შემდეგ ბაზარი დადადის გაჯერებული ყიდვის მდგომარეობაში, ხოლო მინიმალური მაჩვენელის მიღწევის შემდეგ ბაზარი გადადის გაჯერებული გაყიდვის მდგომარეობაში.

ოსცილატორის აზრობრივი დატვირთვა მდგომარეობს იმაში, რომ იგი წარმოადგენს ფასის წარმოებულს გარკვეული პერიოდის გადანაცვლებით.

ფორექსის ბაზარზე ოსცილატორის მაჩვენებელი არის მეორადი მნიშვნელობის, ვინაიდან მისი სიგნალები საჭიროებენ დადასტურებას სხვა ინდიკატორების სიგნალებით, ტრენდული მოდელის ბაზრებზე.

ტექნიკური ინსტრუმენტების აღნიშნული ვარიანტი, საშუალებას იძლევა არა მარტო გაანალიზდეს ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა, არამედ გავიხედოთ უფრო წინ. ზოგჯერ მისი მეშვეობით შესაძლებელია დროულად მოვძებნოთ ტრენდის შემობრუნების საწყისი ეტაპი, ან მივიღოთ ინფორმაცია არსებული ტენდენციის შესუსტების შესახებ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით