სავაჭრო ტაიმფრეიმების შერჩევა

სავაჭრო ტაიმფრეიმების შერჩევა – ზოგადი რეკომენდაციები

სავაჭრო ტაიმფრეიმების შერჩევა – ეს კითხვა წარმოიშვება ფორექსზე მუშაობის დაწყებისთანავე.

კითხვაზე სრულყოფილი პასუხი გამომდინარეობს, იქიდან თუ რა ამოცანები და მიზნები დგას ტრეიდერის წინაშე. ალბათ ვინმე იფიქრებს, რომ სავაჭრო ტაიმფრეიმის არჩევა უმარტივესი საქმეა – გახსენი ნებისმიერი გრაფიკი და ივაჭრე რამდენიც გსურს, მაგრამ პრაქტიკაში საკითხი ესე მარტივად არ დგას.

სავაჭრო ტაიმფრეიმების შერჩევა – გასათვალისწინებელი მომენტები
  • სავალუტო წყვილის ვოლატილობა;
  • საკრედიტო მხარის ზომა;
  • დეპოზიტის რაოდენობა;
  • სამუშაო დროის ხანგრძლივობა;
  • სავაჭრო რისკის დონე;
  • სკალპინგური ტაიმფრეიმი – მცირე დეპოზიტის შემთხვევაში (თუმცა არა მარტო) ვაჭრობა შესაძლებელია მაღალი საკრედიტო მხარის გამოყენებით, М1 (ერთწუთიან) და М5 (ხუთწუთიან) გრაფიკებზე. ორდერი იხსნება შესაძლო მაქსიმალური მოცულობით, ამიტომ არსებობს დეპოზიტის სწრაფად და სრულად დაკარგვის მაღალი რისკიც.

ასეთი ორდერის ხანგრძლივობა რამდენიმე წუთია, იგი იხურება მაშინვე, როდესაც ფასი დაგეგმილ მოგებას მიაღწევს, ან საპირისპირო მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას.

ერთი ასეთი ორდერის ზარალი არ უნდა აღემატებოდეს 2-3 პუნქტს, ხოლო მოგება დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე. ასეთი ვაჭრობა, ანუ კლასიკური სკალპინგი – მოითხოვს გამოცდილებას და ტრეიდინგის მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სტრატეგიასა და ტაქტიკას. ტრეიდერი ყველა მოქმედებას უნდა ახორციელებდეს პრაქტიკულად ავტომატურ რეჟიმში, რისი მიღწევაც შესაძლებელია ხანგრძლივი ვარჯიშის შედეგად;

  • ოპტიმალური ტაიმფრეიმი – თუ დეპოზიტზე გაქვთ საშუალო რაოდენობის თანხა და არ ხართ პროფესიონალი ხანგრძლივ ვადიან პროგნოზირებაში, მაშინ ვაჭრობისათვის იდეალური ვარიანტია Н1 (ერთ საათიანი) გრაფიკი, რომელზეც ტრეიდერების უმრავლესობა ვაჭრობს. ასეთი ვარიანტი იძლევა შიდა დღიური ვაჭრობის შესაძლებლობასაც, თუმცა ამ შემთხვევაში უნდა ვხედავდეთ ფასის მოძრაობის საერთო ტენდენციას.

როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში გამოიყენება 1:100 ან 1:200 საკრედიტო მხარი, რომელიც მშვიდ რეჟიმში ვაჭრობის საშუალებას იძლევა.

ფასის პერსპექტიული ტენდენციის განსაზღვრისათვის შესაძლებელია М30 (ოცდაათ წუთიან) გრაფიკზე ორიენტირება, ან პირიქით შეგვიძლია ვივაჭროთ 30 წუთიან ტაიმფრეიმზე, ხოლო ძირითად ტრენდს – ერთ საათიან გრაფიკზე დავაკვირდეთ.

Н1 გრაფიკი არის საუკეთესო ვარიანტი, როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი ტრეიდერებისათვის;

  • ხანგრძლივ პერიოდიანი ორდერები – მათი განხორციელებისათვის საჭიროა, დეპოზიტზე დიდი რაოდენობის თანხის არსებობა და მცირე საკრედიტო მხარი – 1:1 -დან 1:100-მდე, თუმცა სავაჭრო ინსტრუმენტიდან გამომდინარე არსებობს გამონაკლისებიც. ვაჭრობა მიმდინარეობს D1, W1 გრაფიკებზე. ასეთი ვაჭრობა ეყრდნობა ხანგრძლივ პერიოდიან პროგნოზებს;
ვაჭრობისათვის რომელი ტაიმფრეიმიც არ უნდა აირჩიოთ, აუცილებლად უნდა გახსოვდეთ რისკ მენეჯმენტის და ბაზარზე შესვლის სწორი წერტილების შერჩევის შესახებ.
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

სტოპ ლოსის გამოთვლა

სტოპ ლოსის გამოთვლა

სტოპ ლოსი წარმოადგენს რისკების მინიმიზაციის ყველაზე ქმედით ბერკეტს. მისი დაყენება არც თუ ისე მარტივი ამოცანაა …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.