სამომხმარებლო მოთხოვნის მაჩვენებელი

სამომხმარებლო მოთხოვნის მაჩვენებელი

სამომხმარებლო მოთხოვნის მაჩვენებელის კატეგორიაში შედის ექვსი ინდიკატორი.

სამომხმარებლო მოთხოვნის მაჩვენებელის მაჩვენებლებია
  • ბინათმშენებლობა და საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი (Construction Data);
  • ახალი სახლების მშენებლობების ნებართვა (Building Permits);
  • მშენებლობის ხარჯები (Construction Spending);
  • ახალი ბინათმშენებლობები და მშენებლობების ნებართვა (Housing Starts and Building Permits);
  • ახალი ბინების გაყიდვა (New Home Sales);
  • ბინების გაყიდვა უძრავი ქონების მეორად ბაზარზე (Existing Home Sales);
ბინათმშენებლობა და საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი (Construction Data)

სტატისტიკის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი იხარჯება საცხოვრებელი ფართის გადასახადზე. ამიტომ ბინათმშენებლობის ინდიკატორი გამოხატავს სამომხმარებლო მოთხოვნის საერთო მნიშვნელობას. საცხოვრებელზე და იპოთეკურ კრედიტებზე გადასახადის გარდა, ინდიკატორი მოიცავს მოთხოვნას, საცხოვრებელთან დაკავშირებული გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე, მაგალითად – საყოფაცხოვრებო საქონელი, ავეჯი, სანტექნიკა და სხვა. საცხოვრებელი უძრავი ქონების ინდიკატორს, ასევე შეუძლია დაახასიათოს მშენებლობების მოცულობების, რადგან მშენებარე ობიეტების რაოდენობა პირდაპირ დამოკიდებულია საცხოვრებელზე მოთხოვნაზე.

ყოველივე ზემთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ინდიკატორი Construction Data ეკონომიკური სიჯანსაღის გამომხატველია, რადგან მშენებლობა, წარმოადგენს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვან ნაწილს. ამიტომ, ნაციონალური ვალუტის კურსის გამყარება და ზრდა დამოკიდებულია ამ მაჩვენებლის ცვლილების დინამიკაზე. ინდიკატორის მაჩვენებლები, მნიშვნელოვანად რეაგირებენ საპროცენტო განაკვეთის დონეზე, რადგან ამაზეა დამოკიდებული მოთხოვნა იპოთეკურ კრედიტებზე. Construction Data ინდიკატორი ითვალისწინებს მშენებლობის ყველა ეტაპს, დაწყებული ფუნდამენტისთვის საძირკვლის გათხრიდან. განასხვავებენ მშენებლობის ორ სახეობას:

  • საცხოვრებელი ერთი ოჯახისთვის;
  • მრავალბინიანი საცხოვრებელი;

რა თქმა უნდა, მშენებლობა დამოკიდებულია წელიწადის დროებზე, ამიტომ საჭიროა შესაბამისი შესწორებების შეტანა ამ მონაცემების ანალიზისას.

ახალი სახლების მშენებლობის ნებართვა (Building Permits)

ინდიკატორი ახასიათებს განაცხადების რაოდენობას ბინათმშენებლობებზე, მომავალი უახლოესი პერიოდის განმავლობაში, რაც მას ხდის ეკონომიკური აქტივობის წინმსწრებ მაჩვენებლად. მონაცემები იკრიბება, ნებართვების გაცემაზე უფლებამოსილი 19 000 ორგანიზაციის მიერ, გაცემული ნებართვების რაოდენობის ანგარიშების საფუძველზე. ინდიკატორი მგრძნობიარეა საპროცენტო განაკვეთების ცვლილებების და წელიწადის დროების მიმართ, რაც უძრავი ქონების ბაზრის მახასიათებელ თვისებას წარმოადგენს.

ინდიკეტორის მაჩვენებლის ზრდა მიუთითებს, ახალი სახლების მშენებლობების რაოდენობის დადებით ტენდენციებზე, რაც მეტყველებს მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე. მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო ბაზარზე ინდიკატორი უმნიშვნელო გავლენას ახდენს, მისი ზრდის დინამიკა, ნაციონალური ვალუტის კურსის ზრდისა და გამყარების პროპორციულია. მონაცემები ქვეყნდება ყოველი თვის მესამე კვირის განმავლობაში, GMT 13:30 საათზე.

მშენებლობის ხარჯები (Construction Spending)

მშენებლობის ხარჯების ინდიკატორს ყოფენ სამ ჯგუფად:

  • მშენებლობა ქალაქის შიდა პერიმეტრში;
  • მშენებლობა ქალაქის გარეუბანში;
  • მოსახლეობის ხარჯები ახალი სახლების მშენებლობისათვის;

მაჩვენებელი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ბაზარზე, რადგან ზემოქმედებას განიცდის სეზონური და საპროცენტო განაკვეთების ცვლილებებისაგან. როგორც წესი, ანალიტიკაში განიხილება მაჩვენებლის კვარტალური ცვლილების დინამიკა. განვლილი ორი თვის მაჩვენებლები ქვეყნდება მესამე თვის პირველ სამუშაო დღეს GMT 15:00 საათზე.

ახალი ბინათმშენებლობები და მშენებლობების ნებართვა (Housing Starts and Building Permits)

ინდიკატორი აერთიანებს რაოდენობრივ მონაცემებს ახალი საამშენებლო ობიექტებისა და გაცემული ნებართვების შესახებ სამი თვის პერიოდის განმავლობაში. სეზონურობისა და საპროცენტო განაკვეთების ცვლილებასთან მიმართებაში მგრძნობიარობა დამახასიათებელია ამ მაჩვენებლისთვისაც, ისევე როგორც უძრავი ქონების ბაზრის სხვა ინდიკატორებისთვის.

მიიჩნევა, რომ ინდიკატორის ოპტიმალური მაჩვენებელი უნდა იმყოფებოდეს, ახალი საამშენებლო ობიეტების 1,5-დან 2 მოლიონამდე რაოდენობის ფარგლებში. მაცვენებელი ქვეყნდება ყოველი თვის 16 რიცხვში GMT 15:00 საათზე.

ინდიკატორები – ახალი ბინების გაყიდვის (New Home Sales) და ბინების გაყიდვა უძრავი ქონების მეორად ბაზარზე (Existing Home Sales) ახასიათებენ უძრავი ქონების ბაზარზე მიწოდებასა და მოთხოვნას, თანაც ბინების წილი უძრავი ქონების მეორად ბაზარზე შეადგენს გაყიდვების 84 %-ს, ხოლო დანარჩენ 16 %-ს წარმოადგენენ ახალი სახლები. შესაძლებელია, ორივე ინდიკატორი, თვიდან თვემდე ძლიერად მერყეობდეს, რაც დამოკიდებულია სეზონზე და საპროცენტო განაკვეთზე. ინდიკატორი არის ჩამორჩენადი, იპოთეკურ განაკვეთებთან მიმართებაში, რაც განპირობებულია საცხოვრისზე მაღალი მოთხოვნით, ეკონომიკური ზრდის პერიოდში. ეკონომიკური ვარდნის დროს, მოთხოვნა საცხოვრისზე, როგორც წესი დაბალია, ხოლო ეკონომიკური ციკლის დასაწყისში დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა , ახალი მშენებლობების განვითარებას აძლევს ბიძგს.

თავისი არსით, ახალი ბინების გაყიდვის და ბინების გაყიდვა უძრავი ქონების მეორად ბაზარზე – ინდიკატორები, ავსებენ ერთმანეთს, მაგრამ ანალიტიკაში უფრო მეტი ყურადღება ეთმობა მეორე მაჩვენებელს, რადგან იგი ქვეყნდება უფრო ადრე. მაჩვენებელი New Home Sales ქვეყნდება მიმდინარე თვის ბოლოს, ან მომდევნო თვის დასაწყისში, GMT 15:00 საათზე. მაჩვენებელი Existing Home Sales ქვეყნდება ყოველი თვის 25 რიცხვში GMT 13:30 საათზე.

ინდიკატორი ბინების გაყიდვა უძრავი ქონების მეორად ბაზარზე, თავის თავში აგრეთვე მოიცავს უძრავი ქონების მარაგს – მაჩვენებელი გამოხატავს თვეების საჭირო რაოდენობას, მზა საცხოვრისების რეალიზაციისთვის, მიმდინარე გაყიდვების მოცულობების გათვალისწინებით. სახლების მარაგი შეეფარდება საცხოვრისებზე არსებულ მიმდინარე ფასებს. ამ შეფარდების მაჩვენებელი გამოხატავს პერიოდს, რომლის განმავლობაშიც, ყველა ობიექტი იქნება გაყიდული მიმდინარე ფასებითა და გაყიდვების მოცულობების გათვალისწინებით. აღნიშნული ინდექსი უკუპროპორციით გამოხატავს მოთხოვნას უძრავ ქონებაზე: რაც უფრო დაბალია ინდექსის მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია მოთხოვნა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ინფლაციის დამხმარე მაჩვენებლები

ინფლაციის დამხმარე მაჩვენებლები

გარდა ინფლაციის ძირითადი მაჩვენებლებისა, არსებობს ინფლაციის დამხმარე მაჩვენებლები.