ფასი ფორექსზე

ფასი ფორექსზე

ფასი ფორექსზე, ანუ სავალუტო წყვილის ფასი არის ძირითადი მაჩვენებელი, რომლის საფუძველზეც ფორმირდება სრული სპეკულაციური ვაჭრობა.

ფასის მუდმივი ცვლილება შესაძლებლობას იძლევა მივიღოთ მოგება საკურსო სხვაობის ხარჯზე – უნდა ვიყიდოთ იაფად და გავყიდოთ ძვირად.

ფასის მიმდინარე მდგომარეობას გამოხატავს სავალუტო კოტირება, რომელშიც ნაჩვენებია ის თუ, რომელიმე ერთი ვალუტის რამდენი ფულადი ერთეულის გადახდაა საჭირო იმისათვის, რომ ვიყიდოთ მეორე ვალუტა.

იმისათვის, რომ მივიღოთ მოგება საჭიროა მკაფიოდ წარმოვიდგინოთ, თუ რაზეა დამოკიდებული ამა თუ იმ ფულადი ერთეულის ფასი და როგორც წესი, იგი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორების ზეწოლაზე.

ფასის (კურსის) ზრდას იწვევს:
  • ფულად ერთეულზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა, გამოწვეულია, როგორც მის მიმართ ჩვეულებრივი ინტერესის ზრდით, ასევე ალტერნატიული ვალუტების მიმართ ნდობის ხარისხის კლებით. მაგალითად, მუდმივი მეტოქეები – აშშ დოლარი და ევრო, ერთ-ერთი მათგანის შესუსტება ყოველთვის იწვევს მეორე ვალუტის კურსის გამყარებას და არა მარტო ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, არამედ, ძალიან ხშირად, სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც;
  • ფინანსური და ეკონომიკური სფეროების პოზიტიური სიახლეები – ეს შესაძლებელია იყოს გამოქვეყნებული მონაცემები ინფლაციისა და უმუშევრობის კლების შესახებ, სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების შესახებ, ოქროსა და სავალუტო რეზერვების ზრდის შესახებ და ა.შ. უფრო ვრცლად ამ საკითხებზე გაეცანით სტატიებს რუბრიკაში – ფუნდამენტალური ანალიზი;
  • საგარეო სიახლეები – ვალუტის ფასის ცვლილება ყოველთვის არ არის დამოკიდებული მხოლოდ შიდა ფაქტორებზე, საგარეო ფაქტორებსაც საკმაოდ დიდი გავლენა გააჩნია ამ პროცესებზე. მაგალითად, ფულადი ერთეულის მიმართ ნდობის ხარისხის ზრდა, ან ხელსაყრელი პირობების შექმნა ექსპორტისათვის და ა. შ.;
  • კორელაცია – არსებობს ქვეყნები, რომელთა ვალუტების კურსები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი გარკვეული სახის პროდუქციასა და ნედლეულზე მოთხოვნასა და ფასებზე. მაგალითად, თუ ევროპაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოსავლიანობა დაბალია და შესაბამისად ფასები გაიზარდა, მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მასიური შესყიდვა განხორციელდეს ავსტრალიიდან, რაც ერთმნიშვნელოვნად გაზრდის ავსტრალიური დოლარის კურსს;
ფასის (კურსის) კლებას იწვევს:

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მოვლენა, მაგრამ ნეგატიურ ჭრილში, ანუ მოთხოვნის ვარდნა, ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, ნეგატიური გარე ფაქტორები, საექსპორტო პროდუქციაზე მოთხოვნილების კლება. ასევე, სტიქიური უბედურებები და კატასტროფები, რომლებიც მომავალში გამოიწვევენ ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას.

ფასის ხასიათი:

მეორე მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს თვით ფასის მოძრაობის ხასიათი. იგი განისაზღვრება კურსის ცვლილების ისტორიის შესწავლით. ამ დროს უნდა გამოვლინდეს ის წერტილები, რომლებთანაც მიახლოვების შემდეგ ფასი უმეტესწილად იცვლიდა მიმართულებას, ამასთან დაკავშირებით საჭიროა იმ მიზეზების გამოვლენა, რამაც გამოიწვია აღნიშნული მოვლენები (ტრენდის ცვლილება).

სწორედ იმ მიზეზების ცოდნა, გარკვეულ სიტუაციაში თუ რა იწვევს მოცემული ვალუტის ფასის ცვლილებას, მოგვცემს ფრექსზე ფულის გამომუშავების შესაძლებლობას. აღნიშნული ცოდნა ბაზირდება ტრეიდერის გამოცდილებაზე და ფორექსის ბაზარზე ვალუტების კურსების მოძრაობის საერთო პრინციპებზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები

ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები

არსებობს ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეების ცნება. დამწყები ტრეიდერების უმრავლესობას, რომლებიც ზერელედ ეკიდებინ ფორექსს, წარმოდგენა არ აქვთ, …