ფორექსზე საკმაო დიდი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სავალუტო ბაზარზე ვაჭრობა, შემოსავლის მიღების პერიოდულობის თვალსაზრისით არ არის სტაბილური. შეუძლებელია ერთი გარიგებით ან ერთ დღეში, ტრეიდერმა გამოიმუშაოს გარკვეული თანხა.
როგორც წესი, წარმატებას ზოგჯერ ცვლის წარუმატებლობა, რომელიც თავის მხრივ “ჭამს” მიღებულ მოგებას.
როგორ გამოვიმუშავოთ ფული ფორექსზე – ეს არის უმთავრესი კითხვა, რომელიც აწუხებს დამწყებ ტრეიდერს. პასუხი მარტივია – მთავარია ვიპოვოთ შესაბამისი სტრატეგია, მივყვეთ მას და მკაცრად დავიცვათ მისი ალგორითმი და წესები.
ამ სტატიაში წარმოდგენილი სავაჭრო სისტემა არ არის სტრატეგია, ეს უფრო ერთგვარი, ფორექსზე ვაჭრობის “აგრესიული ვირაჟის” მეთოდია, რომლის მეშვეობითაც მცირე კაპიტალდაბანდებით შესაძლებელია მაქსიმალური მოგების მიღება.
იმისათვის, რომ აგრესიული ვირაჟი, საჭიროა განვახორციელოთ რამდენიმე მარტივი პროცედურა:
- ანგარიშის გახსნა ისეთ საბროკერო კომპანაში, რომელსაც გააჩნია მაღალი საკრედიტო მხარის, როგორიცაა 1:1000, სპეციფიკაცია. სადაც დაშვებულია სკალპინგით ვაჭრობა – სასურველია სპრედის გარეშე. ამ შემთხვევაში ყოველ ნავაჭრ გარიგებაზე ბროკერი ტრეიდერს არიცხავს საკომისიო გადასახადს; ან უნდა ავირჩიოთ ისეთი ბროკერი, როემლსაც აქვს მცურავი, მაგრამ მინიმალური სპრედები, ან ისეთი ბროკერი, რომელსაც გააჩნია ფიქსირებული სპრედი.
ამასთან ერთად, ბროკერს არ უნდა ჰქონდეს შეზღუდვა ორდერების რაოდენობასთან მიმართებაში ერთი სავაჭრო სესიის, ან სავაჭრო დღე-ღამის განმავლობაში.
- აღნიშნული მეთოდით ვაჭრობისათვის მინიმალური დეპოზიტია – 50 აშშ დოლარი, იმ ანგარიშით, რომ თითო პუნქტის ღირებულება იქნება 1 აშშ დოლარი.
- შერჩეული ბროკერის საიტიდან საკუთარ კომპიუტერში უნდა ჩამოვტვირთოთ სავაჭრო ტერმინალი MetaTrader 4 და დავაინსტალიროთ იგი.
მეთოდის მოგების ალგორითმი ეფუძნება მარტივ არითმეტიკას: დღეში იხსნება მინიმუმ 10 ორდერი, ხოლო მოგება თითოზე 2 პუნქტია. ასეთი მოქმედებით ტრეიდერი დღეში გამოიმუშავებს 10 X 2 = 20 აშშ დოლარი.
გასაგები მომენტია, რომ ყველა ორდერი ვერ იქნება მომგებიანი, მაგრამ 5 მომგებიანი ორდერიც კი – 10 აშშ დოლარია.
ვაჭრობა მიმდინარეობს კლასიკური სკალპინგის მეთოდით. სავაჭრო ტერმინალში უნდა დავაყენოთ ტრენდის პროგნოზირების ინდიკატორი და ინდიკატორი სტოჰასტიკი.
ორდერს ვხსნით მხოლოდ ტრენდის მიმართულების მიხედვით, ლოტის რაოდენობა ერთი და იგივეა ყველა გარიგებისთვის და არის – “0,1”. სავალუტო წყვილი – მინიმალური საკომისიო გადასახადით ან მინიმალური სპრედით.
ტაიმ ფრეიმი: 1, 5 ან 15 წუთიანი.
- გაყიდვა – ბაზარზე დაღმავალი ტრენდია, სტოჰასტიკი იმყოფება გაჯერებული ყიდვების ზონაში და გამოდის ამ ზონიდან. ტრენდის პროგნოზირების ინდიკატორი იძლევა გაყიდვის სიგნალს მრუდების გადაკვეთით.
- ყიდვა – ბაზარზე აღმავალი ტრენდია, სტოჰასტიკი იმყოფება გაჯერებული გაყიდვების ზონაში და გამოდის ამ ზონიდან. ტრენდის პროგნოზირების ინდიკატორი იძლევა გაყიდვის სიგნალს მრუდების გადაკვეთით.
ორდერი იხურება 2-3 პუნქტის მოგების ან წაგების შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ აღწერილი მეთოდით, თეორიულად !!! შესაძლებელია დღეში 10 აშშ დოლარის გამომუშავება, ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ 50 აშშ დოლარიანი დეპოზიტისთვის ერთი პუნქტის ღირებულება 1 აშშ დოლარი – ძალიან დიდია და დიდი დატვირთვაა როგორც ანგარიშისთვთის, ასევე თავად ტრეიდერის ნერვული სისტემისათვის. მეთოდის ოპტიმიზაციისათვის ტრეიდერებს ვურჩევდი ლოტის შემცირებას, რა დროსაც ერთი პუნქტის ღირებულება იქნება 10, ან 20 ცენტი, ანუ სტანდარტული ანგარიშებისათვის შესაბამისად 0,01 ან 0,02 ლოტი. ასეთი მიდგომა საშუალებას მოგვცემს დავიცვათ დეპოზიტი ძლიერი ზეწოლისაგან. იმ შემთხვევაში თუ ლოტს შევინარჩუნებთ იგივე 0,1 დონემდე, მაშინ მიზანშეწონილად მიმაჩნია თავად დეპოზიტის გაზრდა მინიმუმ 200 აშშ დოლარამდე. რა თქმა უნდა არჩევანი თავად ტრეიდერზეა.
მეთოდის ძირითადი “საიდუმლო” მდგომარეობს იმაში, რომ ვაჭრობა მიმდინარეობს ერთი და იგივე ლოტით, სავაჭრო პერიოდის დასრულების შემდეგ კი დეპოზიტი “იცლება” მოგებისაგან და რჩება იგივე სასტარტო ნიშნულზე.
ზემოთაღნიშნული წესი საკმაოდ კარგია და მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა სტრატეგიებით ვაჭრობის დროსაც.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით