ტრენდის პროგნოზირების ინდიკატორი Hodrick Prescott Filter

ტრენდის პროგნოზირების ინდიკატორი Hodrick Prescott Filter

ტრენდის პროგნოზირების ინდიკატორი Hodrick Prescott Indicator (იგივე “Hodrick Prescott Filter” (HPF)”) საფუძვლად უდევს პოპულარული და ყველასთვის ნაცნობი მცოცავი საშუალოს ინდიკატორი Moving Average, თუმცა როგორც ავტორები ამბობენ მოდიფიცირებული და გაუმჯობესებული სახით.

ინდიკატორს “Hodrick Prescott Indicator” აქვს თვისება არა მხოლოდ გვიჩვენოს მიმდინარე ტრენდის მიმართულება, არამედ განგვისაზღვროს მისი ძალაც და გრაფიკზე არსებული პერსპექტიული სიტუაციის წინასწარი პროგნოზი მოგვცეს.

ინდიკატორი იყენებს დამატებით ფილტრებს, რომელიც საშუალებას იძლევა პრაქტიკულად გაანეიტრალოს ფასური ხმაური.

ინდიკატორი ყენდება სავალუტო წყვილის გრაფიკზე და გამოისახება ორი მრუდის სახით. ერთს მრუდს გააჩნია რამდენიმე შეფერილობა და გვიჩვენებს ფასის მიმდინარე მიმართულებას და ტრენდის ძალას, ხოლო მეორე მრუდი განკუთვნილია პროგნოზირებისათვის და წინ უსწრებს ფასურ მოძრაობებს.

პირველი მრუდის ფერის ცვლილება მიუთითებს ტრენდის მიმართულების ცვლილებაზე.

ინდიკატორს აქვს პარამეტრების ცვლილების შესაძლებლობა და ტრეიდერს შეუძლია დააკონფიგურიროს იგი თავისი შეხედულებისამებრ.

ტრენდის პროგნოზირების ინდიკატორი Hodrick Prescott Filter მუშაობის მაგალითი

ტრენდის პროგნოზირების ინდიკატორი Hodrick Prescott Filter

ტრენდის პროგნოზირების ინდიკატორი Hodrick Prescott Filter პარამეტრები
  • nobs – HPF-ს გამოთვლებისთვის საჭირო ბარების/სანთლების რაოდენობა;
  • lambda – ტრენდის შესუსტების კოეფიცენტი;
  • timeframe – ტაიმ ფრეიმი;
  • price – ფასი, რომლის მიხედვითაც გამოითვლება HPF:
  • 0 – close;
  • 1 – open;
  • 2 – high;
  • 3 – low;
  • 4 – median (HL/2);
  • 5 – typical (HLC/3);
  • 6 – weighted (HLCC/4);
  • delay – HPF-ის მიმართ Moving Average-ს წინსწრების ან ჩამორჩენის მაჩვენებელი;
  • trend – ერთმანეთთან მიყოლებით მდებარე ბარების/სანთლების რაოდენობა, რომლის მიხედვითაც გამოითვლება ტრენდის ძალა;
  • future – გვიჩვენებს HPF-ს მომავალი ბარებისათვის/სანთლებისათვის;
  • bands – მრუდების გამოთვლისათვის საჭირო ბარების/სანთლების რაოდებობა;
  • band1(2) – მრუდის გადახრა თუ მაჩვენებელი ნულზე მცირეა და ცენტრირებულია HPF-ზე;
  • type1 – პირველი მრუდის ტიპი:
  • -1 – HPF;
  • 0 – applied price;
  • 1 – mean;
  • 2 – extreme price;
  • 3 – closest price;
  • 4 – median;
  • 5 – typical;
  • 6 – weighted;
  • type2 – მეორე მრუდის ტიპი:
  • repaint – ინდიკატორის გადახაზვა ყოველი მომდევნო ახალი ტიკის შემდეგ;
  • points – Moving Average-ს საფუძველზე გვაჩვენებს აღმავალ ან დაღმავალ ტრენდს;
  • alerts – ხმოვანი სიგნალის ჩართვა/გამორთვა ტრენდის ცვლილების ან მრუდების გადაკვეთის მომენტში;
  • audio – ხმოვანი სიგნალისთვის ხმოვანი ფაილის სახელი;
  • history – ბარების/სანთლების რაოდენობა, რომელიც გამოითვლება ისტორიიდან (თუ 0, მაშინ ინდიკატორი ითვლის ისტორიის ყველა ბარს/სანთელს, დათვლისთვის ჭირდება გარკვეული დრო);
ინდიკატორის “Hodrick Prescott Indicator” გამოყენების წინ აუცილებლად დატესტეთ იგი დემონსტრაციულ ანგარიშებზე და ზედმიწევნით გაერკვიეთ მის პარამეტრებში.

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრენდის ინდიკატორები

ტრენდის შემობრუნების ინდიკატორები

ინდიკატორების დიფერენციაციის თვალსაზრისით არსებობს ინდიკატორის დამახასიათებელი კატეგორია – “ტრენდის შემობრუნების ინდიკატორები”, რაც იმას ნიშნავს, რომ …