გრძელვადიანი ვაჭრობა ფორექსზე

გრძელვადიანი ვაჭრობა ფორექსზე

გრძელვადიანი ვაჭრობა ფორექსზე, ტრეიდინგის სხვა სახეობებთან განსხვავებით ნაკლებ შემოსავლიანობის გამო, შედარებით ნაკლებად გავრცელებული სავალუტო ვაჭრობის სახეობაა.

გრძელვადიან ვაჭრობას შედარებით მშვიდი ხასიათი გააჩნია და შემოსავალი მიიღება ხანგრძლივვადიანი ტრენდული მოძრაობის შედეგად.

გრძელვადიანი ტრეიდინგის დროს ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს ისეთი სავაჭრო ინსტრუმენტის არჩევა, რომელსაც ახასიათებს სტაბილური სვლა ერთი მიმართულებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ანუ საჭიროა სტაბილური სავაჭრო ინსტრუმენტის შერჩევა, სადაც ადგილი აქვს მდგრად ტენდენციას და ჰორიზონტზე არ უნდა ჩანდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გამოიწვევენ მის ცვლილებას საკმაოდ ხანგრძლივ პესპექტივაში. ზოგიერთ სავალუტო წყვილებთან ერთად ასეთი სტაბილური ტრენდები ახასიათებთ – მეტალებს, ენერგომატარებლებს, აქციებს და სხვა სახის ფასიან ქაღალდებს.

ტრეიდინგის ასეთი სახეობა ერთგვარად თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე დაბანდებას ჰგავს. შესაბამის ინსტრუმენტზე იხსნება სავაჭრო პოზიცია და შემდეგ სავაჭრო დეპოზიტს ნელ-ნელა, დინამიურად, დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ემატება მოგება.

ბაზარზე არსებული სიტიუაციიდან გამომდინარე სავაჭრო პოზიციის ხანგრძლივობა შესაძლებელია ვარირებდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში მთავარია სწორად განვსაზღვროთ ის მომენტი, როდესაც ფინანსური რეზულტატი მიაღწევს მაქსიმუმს და ამ მაქსიმუმზე დავხუროთ პოზიცია.

გრძელვადიანი სტრატეგიები ხშირ შემთხვევაში ითვალისწინებენ ფასების სეზონურ ცვლილებებს, რომლებიც ვალუტებსაც კი ახასიათებს. ამ შემთხვევაში ანალიზდება ტრენდის მოძრაობის წლიური ტენდენციები და მათი გათვალისწინებით იგეგმება სავაჭრო ორდერები.

გრძელვადიანი ვაჭრობისგან მაქსიმალური მოგების მიღებისათვის საჭიროა გათვალისწინებული იქნას შემდეგი ფაქტორები:
  • სავაჭრო პოზიციის შემდეგ დღეზე გადატანისთვის არსებული საკომისიო გადასახადი იგივე სვოპი, რომელიც სხვადასხვა ბროკერთან სხვადასხვაა. თუმცა სვოპი შესაძლებელია იყოს როგორც უარყოფითი – თანხა აკლდება დეპოზიტს, აგრეთვე დადებითი – თანხა ემატება დეპოზიტს. მთავარია უარყოფითი სვოპი არ აღემატებოდეს დაგეგმილ მოგებას;
  • ბაზრის ვოლატილობა შესაბამისი სავაჭრო ინსტრუმენტისთვის, როგორც ზემოთ აღინიშნა ტრენდის მოძრაობას არ უნდა ახასიათებდეს განსაკუთრებული დიდ დიაპაზონიანი რყევები;
  • საჭიროა გაანალიზდეს ტრენდის საწყისი და დასასრულის წლიური ტენდენციები. აგრეთვე სხვადასხვა ფაქტორების ურთიერთკავშირის კანონზომიერებები. მაგალითად, ფასს ნავთობპროდუქტებზე (ნორმალურ პირობებში და არა სავალუტო ომების დროს როგორიც მიმდინარეობს სტატიის დაწერის მომენტში – 2015 წელი) ახასიათებს სტაბილური ზრდის დინამიკა სექტემბრიდან იანვრის პერიოდში, მაშასადამე ნავთობ ვალუტების – ავსტრალიური დოლარის, აშშ დოლარის, კანადური დოლარის და რუსული რუბლის, დინამიკის ანალიზიც მიბმული უნდა იქნას ამ ფაქტორებთან;

გრძელვადიანი ანუ ხანგრძლივ პერიოდიანი ტრეიდინგისთვის საჭიროა დიდი კაპიტალდაბანდებები. როგორც წესი, ასეთი ტრეიდინგის დროს დეპოზიტზე არსებული თანხა რამდენიმე ათეულ ათას აშშ დოლარს შეადგენს, ვინაიდან კვირის და თვის გრაფიკებზე კორექციული მოძრაობები შესაძლებელია რამდენიმე ათასი პუნქტის ოდენობის იყოს, ამიტომაც სავაჭრო დეპოზიტზე უნდა არსებობდეს გამძლეობის მაღალი ხარისხი. ამგვარი დეპოზიტის და ვაჭრობის ასეთი სტილის შემთხვევაში საკრედიტო მხარის ზომა 1:10-დან მაქსიმუმ 1:50-მდე ვარირებს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

წარმატების გასაღები ფორექსზე

წარმატების გასაღები ფორექსზე

ცნობილია, რომ ფორექსის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, მის რეკლამას შეხვდებით ყველა ხელმისაწვდომ საინფორმაციო საშუალებებში.