Margin Call

Margin Call

Margin Call – ეს ფრაზა ნებისმიერ ტრეიდერს არასასიამოვნო ჟრუანტელს ჰგვრის. სადილინგო ცენტრების მეშვეობით, საფინანსო ბაზარზე ვაჭრობის პროცესში არსებობს ზოგიერთი ნიუანსები. ბროკერი ბლოკავს ტრეიდერის ანგარიშის გარკვეულ თანხას, იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც გახსნილია სავაჭრო პოზიცია. აღნიშნული ბლოკირება იცავს ბროკერს ფინანსური დანაკარგებისგან, ამავე დროს ზღუდავს ტრეიდერის ვაჭრობის შესაძლებლობას იმ სახსერების ჩარჩოებში, რომელიც მას აქვს სავაჭრო ანგარიშზე.

ანგარიშზე დარჩენილი თანხა (არადაბლოკილი თანხა) შესაძლებელია გამოყენებული იქნას, როგორც ვაჭრობისათვის ასევე დანაკარგების (აუღიარებელი წაგების – მინუსის) კომპენსაციისთვის. ანუ თუ ფასი წავა ტრეიდერისთვის არასასურველი მიმართულებით, ტრეიდერის ანგარიშის გარკვეული თანხა გადადის მინუსში – ეს ჯერ კიდევ არ არის წაგება, უფრო სწორად ეს აუღიარებელი წაგებაა, ანუ ფასმა შესაძლებელია შეიცვალოს მიმართულება და წაგების მაგივრად ანგარიშზე დაირიცხოს მოგება (ისიც აუღიარებელი მოგებაა).

თუ ტრეიდერმა მინუსის მომენტში გათიშა ორდერი, სწორედ მაშინ აკლდება ანგარიშს თანხა. მოგება და წაგება ფიქსირდება მაშინ, როდესაც ფაის აარტყამს შესაბამისად ტეიკ პროფიტს ან სტოპ ლოსს, ან ტრეიდერი თავად გათიშავს წამგებიან ან მომგებიან ორდერს.

ვაჭრობისას არ არის საჭირო ვიმუშაოთ ანგარიშის მძლავრი დატვირთვით, იმიტომ, რომ თუ ანგარიშზე არ არის საკმარისი თანხა მინუსის გადაფარვისთვის, მაშინ გახსნილი ორდერი იძულებით გაითიშება. ამ სიტუაციას ჰქვია Margin Call.

ყველაზე ხშირად დაუგეგმავი დანაკარგები ხდება არასწორი პროგნოზირების შედეგად. ვთვათ გახსნილია ყიდვის პოზიცია USD/JPY. ამ დროს დოლარის კურსი დაეცა. შესაძლებელია ეს პროცესი დროებითია და კურსმა ახლო მომავალში ისევ აიწიოს. ამიტომ აუცილებელია, რომ დეპოზიტზე იყოს საკმარისი თანხა, რათა მან დროებითი დანაკარგები – მინუსი გადაფაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხის არასაკმარისი რაოდენობის გამო, პოზიციის დახურვა გამოიწვევს არათუ დაგეგმილი მოგების არმიღებას, არამედ წაგებასაც კი.

რა ვქნათ იმისათვის, რომ არ დავუშვათ სიტუაცია margin call? ილუსტრაციაზე წარმოდგენილია, რომ ანგარიში იყოფა ნაწილებად: ერთი მათგანი თავისუფალია, მეორე დაბლოკილი. იმის გათვალისწინებით, თუ რომელ საკრედიტო მხარს იყენებთ, რამდენი პოზიცია გაქვთ გახსნილი მიმდინარე მომენტში და რამდენი ლოტით ვაჭრობთ, ხდება სადაზღვევო დეპოზიტის რაოდენობის ვარირება.

Margin Call გრაფიკული ვიზუალიზაცია
Margin Call

მაგალითად: ვთქვათ, ჩვენი საკრედიტო მხარია 1:50. გახსნილია სავალუტო წყვილის USD/JPY ყიდვის პოზიცია. ერთი მინი ლოტი შეადგენს 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარს. დავითვალოთ საკრედიტო მხარი: 10 000 : 50 = 200$. ვთქვათ დეპოზიტზეა 1000 აშშ დოლარი. მაშასადამე ანგარიშზე დაიბლოკება 200 $, ხოლო 800$ იქნება თავისუფალი თანხა. მაგრამ ეს ციფრები ვრცელდება, მხოლოდ ორდერის გახსნის მომენტში. წარმოვიდგინოთ ცუდი სიტუაცია, როდესაც კურსი წავიდა არასასურველი მიმართულებით და მიმდინარე დანაკარგმა შეადგინა 800 აშშ დოლარი. თუ ასე მოხდა, მაშინ პოზიცია იძულებით იქნება დახურული და ტრეიდერი დაკარგავს თითქმის მთელ დეპოზიტს.

ყველაზე საწყენია, თუ ფასი ისევ სასურველი მიმართულებით წავა. დრომ გვიჩვენა, რომ პროგნოზი კი იყო მართებული, მაგრამ რაიმეს გამოსწორება უკვე გვიანია. ბროკერი არც ერთ ვარიანტში არ დაფარავს ტრეიდერის დანაკარგს, ვინაიდან ორდერის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო თვითონ ტრეიდერმა. დინამიურ ბაზარზე ძნელია დავაფიქსიროთ მომენტი, როდესაც ანგარიშს აღარ შეუძლია დანაკარგების დაფარვა. ამიტომ ზოგიერთი სადილინგო ცენტრი იტოვებენ გამძლეობის გარკვეულ მარაგს და პოზიციას ხურავს უფრო ადრე ვიდრე ეს საჭიროა. დეპოზიტის ის ნაწილი კი, რომელიც იმ მომენტში იყო თავისუფალი ხელუხლებელი რჩება.

ზოგი ბროკერი ამ ზღვარს 30%-ის ფარგლებში ადგენს. სურათზე ჩანს სწორედ აღნიშნული არეალი. როგორც ხედავთ margin call-ის სიტუაციაში თქვენს ანგარიშზე რჩება სადაზღვევო დეპოზიტის 70%. ინ მაგალითიდან, რომელიც ჩვენ ზემოთ მოვიყვანეთ ანგარიშზე ნაშთი იქნება 140. (70% -200$-დან). ასეთი თანხთ ტრეიდერი ვეღარ შესძლებს ვაჭრობას და მაშასადამე საჭირო გახდება ანგარიშის შევსება.

გავარკვიოთ, თუ როგორ უნდა შეიცვლილიყო კურსი, იმისათვის, რომ დამდგარიყო სიტუაცია margin call.

ვთქვათ ყიდვის ორდერის გახსნისას სავალუტო წყვილის USD/JPY კურსი არის 104.75/85. ეს ნიშნავს, რომ თითოეული დოლარის ყიდვისთვის ჩვენ გადავიხადეთ 104.85. პოზიციის დახურვის მექანიზმი – ეს ნიშნავს საპირისპირო პოზიციის გახსნას. სავაჭრო შეთანხმების დადების მომენტში ტრეიდერის მოგება და წაგება გამოითვლება ავტომატურად.

დავუშვათ, სპრედი ყველა სავაჭრო შეთანხმებისთვის არის 10 პუნქტი. შევეცადოთ გავიგოთ USD/JPY (პლუს სპრედი) ფასის რომელ ნიშნულზე დადგება ორდერის იძულებითი დახურვის სიტუაცია. გავიხსენოთ, რომ ვვაჭრობთ მინი ლოტით, რომელიც შეადგენს 10 000 აშშ დოლარს. 200$ არის სადაზღვევო დეპოზიტი, ხოლო თავისუფალი თანხა არის 800$.

მაშასადამე ფასის კრიტიკული დონის (Margin Call) გამოთვლა იქნება შემდეგნაირი:

10 000 * (104.85 – X) / (X + 10) = 800 + 0.3 * 200, რაც შეადგენს 95.76.

მომენტში, როდესაც ფასი მიუახლოვდება ამ ნიშნულს, ტრეიდერის ორდერი ავტომატურად დაიხურება. მაშასადამე, ამისათვის კურსის ცვლილება არასასურველი მიმართულებით, ამ მაგალითში უნდა შეადგენდეს 900 პუნქტს. რეალური ვაჭრობისას ასეთი ვითარება ძალიან იშვიათად ხდება.

მოცემული შემთხვევა მოყვანილია მხოლოდ მაგალითისთვის. ეხლა უფრო გავამძაფროთ სიტუაცია. ვთქვათ ვვაჭრობთ არა ერთი ლოტით, არამედ სავაჭრო შეთანხმება გავხსენით ერთდროულად 4 ლოტით. (ე. ი. 40 000 აშშ დოლარით). მაშასადამე სადაზღვევო დეპოზიტის თანხა გაიზრდება ოთხჯერ და შეადგენს 800$. ანგარიშზე თავისუფალი თანხა კი დარჩება 200$.

მაშასადამე ფასის კრიტიკული დონის (Margin Call) გამოთვლა იქნება შემდეგნაირი:

4 * 10 000 * (104.85 – X) / (X + 10) = 200 + 0.3 * 800.

კრიტიკული ფასი ამ შემთხვევაში იქნება 103.6. როგორც ხედავთ სხვაობა პოზიციის გახსნის ფასსა და margin call-ის ფასს შორის არის 100 პუნქტი. ასეთ სიტუაციაში margin call-ის დადგომის ალბათობა შედარებით მაღალია.

ყოველივე ზემოთხსენებულიდან გავიგეთ, რომ პოზიციის იძულებითი დახურვა პირდაპირ დამოკიდებულებაშია ტრეიდერის ანგარიშზე დარჩენილ თავისუფალ თანხასთან. ეს საკითხი ყოველთვის გაითვალისწინეთ ორდერის გახსნისას. არ იფიქროთ იმაზე, რომ მიზანშეწონილია მინუსიანი პოზიციების დახურვა დროზე ადრე, მხოლოდ იმისთვის, რომ შეამციროთ დანაკარგები. არ არის საჭირო მუდმივად იჯდეთ მონიტორთან და უყუროთ ფასის მოძრაობას. დანაკარგების (ზარალის) კონტროლისათვის არსებობს ლიმიტ ორდერები.

წინასწარ განსაზღვრეთ თქვენთვის მისაღები დანაკარგის (ზარალის) რაოდენობა და ამის მიხედვით განათავსეთ ლიმიტ ორდერები. იგივე ეხება მომგებიანი პოზიციების დახურვასაც, როდესაც მოგება მიაღწევს დაგეგმილ ზღვარს. მომგებიანი პოზიციის დახურვის ბრძანებას ჰქვია take-profit. ეს ბრძანებები ერთის მხრივ აზღვევენ ტრეიდერს გაუთვალისწინებელი სიტუაციებისგან, თუმცა მეორეს მხრივ ისინი გარკვეულწილად ზღუდავენ – ამცირებენ შესაძლო მოგებას. ამ საკითხებზე ვისაუბრებთ შემდეგ სტატიებში.

მაშასადამე, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ თავიდან ავიცილოთ სიტიუაცია margin call. რადგან ასეთმა სიტუაციამ ტრეიდერს შესაძლებელია ჩაუკეტოს კარი შემდგომი ვაჭრობისათვის. ელემენტარულად ფული აღარ ექნება, არც ანგარიშზე და არც ჯიბეში – ანგარიშის შესავსებად. არადა margin call-ის თავიდან აცილება ელემენტარულია.

აკონტროლეთ თქვენი სადაზღვევო დეპოზიტი, მარტივად რომ ვთქვათ არ ივაჭროთ დიდი თანხებით. კონტროლი გაუწიეთ ანგარიშზე არსებულ თავისუფალ სახსერებსაც, იგი უნდა იყოს საკმაო რაოდენობის. თავისუფალი დეპოზიტის დაცვისა და ფასის გაუთვალისწინებელი მოძრაობისგან დაზღვევისთვის, ყოველთვის დააყენეთ სტოპ ორდერი რაციონალურ ზღვარზე, აგრეთვე ტეიკ პროფიტი – მოგების დროული ფიქსაციისთვის.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის და კაზინოს შედარება

ფორექსის და კაზინოს შედარება

ინტერნეტ სივრცეში მრავლად შეხვდებით სტატიებს, რომლებშიც ფორექსი გაიგივებულია კაზინოს აზარტულ თამაშებთან, მათ შორის რულეტკასთან. ამის …

2 კომენტარი

  1. ნიკოლოზ

    10 000 * (104.85 – X) / (X + 10) = 800 + 0.3 * 200, რაც შეადგენს 95.76.
    4 * 10 000 * (104.85 – X) / (X + 10) = 200 + 0.3 * 800.
    გამარჯობა, გთხოვთ მითხრათ რას წარმოადგენს არ ფომულებში X, მადლობას გიხდით წინასწარ.
    თქვენი საიტი ძალიან საინტერესო და სასაგებლოა <3

    • GeoForex.info

      X = 95.76, ანუ კოტირება რომლის დროსაც დგება margin call, არის USD/JPY 95.76/86 (95.86-95.76 = 10 პუნქტი სპრედია). მოხარული ვარ, რომ ასე სკურპულოზურად გაეცანით სტატიას. ეს ჩემს პრაქტიკაში იშვიათი შემთხვევაა)) მადლობა ამისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.