Balance/ბალანსი/Баланс – წარმოადგენს ტრეიდერის დეპოზიტის მდგომარეობას, რომელშიც არ არის გათვალისწინებული მიმდინარე ოპერაციები.
გარიგების დასრულების შემდეგ ბალანსი იცვლება და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი შედეგით დასრულდა სავაჭრო ოპერაცია. მოგების შემთხვევაში ბალანსი იზრდება, ხოლო წაგების შემთხვევაში ბალანსი მცირდება.
დეპოზიტის ზუსტი განსაზღვრისთვის უნდა შეფასდეს არა ფორექსის ბალანსი, არამედ უნდა შეფასდეს ტრეიდერის დეპოზიტზე არსებული თავისუფალი თანხა. იგი გამოისახება სავაჭრო ტერმინალში ცალკე სტრიქონში. სწორედ ამ თანხის გამოყენებაა შესაძლებელი ახალი ორდერების გახსნისთვის.
გასათვალისწინებელია, რომ ფორექსის სავაჭრო სპეციფიკიდან გამომდინარე ბალანსი ვერ იქნება უარყოფითი. ბროკერის საკრედიტო რესურსების საფუძველს წარმოადგენს სპეციალური დაზღვევითი საზღვრების გამოყენება, რისი მიღწევის შემდეგ იძულებით იხურება წამგებიანი პოზიციები.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით