Bear market/დათვის ბაზარი/Медвежий рынок

Bear market/დათვის ბაზარი/Медвежий рынок

Bear market/დათვის ბაზარი/Медвежий рынок – საფინანსო ბაზრის მდგომარეობა, რომლის დროსაც სავალუტო წყვილის ფასი (ტრენდი) ეტაპობრივად მცირდება დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

ანუ, ასეთ ბაზარზე ყველა ძირითადი ტრენდების მოძრაობა მიმართულია კლებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ დათვის ბაზარი გაყიდვებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილია, მას აგრეთვე მეორე სახელიც აქვს – “ცუდი ბაზარი”, ვინაიდან მოქმედებს გარკვეული სტერეოტიპი, რომ ნებისმიერი ბაზარი ვალდებულია იზრდებოდეს.

ასეთი ბაზრის პირობებში ტრეიდერების დიდი რაოდენობა ორიენტირებულია ყიდვის ოპერაციების განხორციელებაზე, რათა შემდეგ მიიღონ მოგება კურსის შემდგომი ზრდის გამო და მას შემდეგ, რაც მოთხოვნა გაუსწრებს მიწოდებას, იწყება ბაზრის მოძრაობის მიმართულების ცვლილება და იგი იწყებს ზრდას – შესაბამისად ბაზარი გარდაიქმნება – ხარის ბაზრად.

ზემოთ ავღნიშნე დაღმავალ ტრენდზე ვაჭრობის ორი საინტერესო თავისებურება:

  • ბაზრის თვისება – მიისწაფოდეს ზრდისკენ;
  • რაც უფრო ქვემოთ ვიყიდით, მით უფრო მეტ მოგებას ვნახავთ ფასის ზრდის შემთხვევაში;

ანუ ფასის კლების დროს ყიდვის ოპერაციების განხორციელება იმ იმედით, რომ დაღმავალი ტრენდი, პერსპექტივაში აღმავალი ტრენდით შეიცვლება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – არავინ იცის ის წერტილი, სადაც ტრენდი შემობრუნდება და დაიწყებს აღმასვლას, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მივუდგეთ სავაჭრო ორდერის მიმართულების არჩევას.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

Base currency/საბაზო ვალუტა/Базовая валюта

Base currency/საბაზო ვალუტა/Базовая валюта

Base currency/საბაზო ვალუტა/Базовая валюта – ტერმინი პირდაპირ კავშირშია ფორექსთან და არის ვალუტა, რომელიც სავალუტო წყვილში …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.