Broker/ბროკერი/Брокер – ადამიანი ან სტრუქტურა, რომლის მოვალეობაა რაიმე ფინანსური ფასეულობის ყიდვა-გაყიდვა.
ფინანსური ფასეულობებია: ვალუტა, ფასიანი ქაღალდები, სხვადასხვა სახის საქონელი, ძვირფასი მეტალები ან სხვა აქტივები, რომლებზეც მიმდინარეობს ვაჭრობა საფინანსო ბაზრებზე.
როგორც წესი, ბროკერი მოქმედებს კლიენტის სახელით და თავისი საქმოიანობისათვის იღებს წინასწარ შეთანხმებულ ფინანსურ ანაზღაურებას.
ფორექსის ბაზარზე ბროკერი, თავისი არსით იგივე ტრეიდერია, რომელიც ყიდულობს ან ყიდის სხვადასხვა ვალუტას ან აქტივის სახეობას, საკუთარი ან კლიენტის სახსრებით. მარტივად, რომ ვთქვათ ბროკერი თამაშობს შუამავლის როლს, სხვადასხვა საფინანსო ბაზარზე ფინანსური ოპერაციების განხორციელების დროს, ან წარმოადგენს კლიენტის ინტერესებს რომელიმე სხვა სფეროში მაგალითად საბაჟო ბროკერი, ფორექს ბროკერი, ან საფონდო ბირჟის ბროკერი.