Black Box Trading/ავტოტრეიდინგი/Автотрейдинг

Black Box Trading/ავტოტრეიდინგი/Автотрейдинг

Black Box Trading/ავტოტრეიდინგი/Автотрейдинг – გულისხმობს, ფორექსზე ვაჭრობის დროს სპეციალიზრებული კომპიუტერული პროგრამების გამოყენებას.

Black Box Trading/ავტოტრეიდინგი/Автотрейдинг ნიშნავს ფორექს მრჩევლებით ვაჭრობას, რომლებიც შესაბამისი ალგორითმის გამოყენებით, ტრეიდერის ჩარევის გარეშე, ან მინიმალური ჩარევით, ხსნიან და ხურავენ სავაჭრო პოზიციებს.

Black Box Trading გამოყენებისას, პროგრამებში იტვირთება ძირითადი მონაცემები – დრო, ფასი და პოზიციის მოცულობა. ხოლო შემდეგ მათი მუშაობა ხორციელდება ტრეიდერის ჩარევის გარეშე.

ფორექს მრჩეველი დამოუკიდებლად ახდენს სავალუტო ბაზრის ანალიზს, რომელსაც იგი, მასშივე ჩატვირთული ტექნიკური ანალიზის ინდიკატორების მეშვეობით ახორციელებს. ამასთან ერთად, ხდება პროგრამის ალგორითმში ჩატვირთული კანონზომიერებების გამოვლენა, რომელთა საფუძველზეც გენერირდება სიგნალები პოციციების გახსნისათვის.

გახსნილი ორდერის არსებობის დროის ინტერვალი დამოკიდებულია ტრეიდერის მიერ მითითებულ პარამეტრზე, ან ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე. როგორც წესი პოზიციები იხურება ტეიკ პროფიტის ან სტოპ ლოსის ამუშავების შედეგად, რომლებიც ასევე მითითებულია ტრეიდერის მიერ, ან ჩადებულია ავტომატური მრჩევლის საბაზო კონფიგურაციაში.

სხვაგვარი განმარტებით – ავტოტრეიდინგი არის ფორექსზე ვაჭრობის ავტომატიზირებული პროცესი, რომელიც ხორციელდება მექანიზირებული/მექანიკური სავაჭრო სისტემების გამოყენებით. უფრო ვრცლად ამ თემის შესახებ წაიკითხეთ სტატია – “ავტოტრეიდინგი ფორექსზე”.

ასეთი სახის ვაჭრობა შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც მთლიანად ავტომატურ, ასევე ნახევრად ავტომატურ რეჟიმში. ბოლო ვარიანტის მიხედვით, ყოველი ახალი ორდერის გახსნა დადასტურებული უნდა იქნას ტრეიდერის მიერ. ხშირად ასეთი რეჟიმი გამოიყენება ავტომეტური მრჩევლის ტესტირების პირველ ეტაპზე.

ავტოტრეიდინგისათვის არსებობს მრავალი დამატებითი ფუნქციები, რომელთა მეშვეობითაც ხდება კოტირებების ანალიზი და სავაჭრო პოზიციების მართვა.

ავტომატური სავაჭრო პროგრამების გადმოწერა შეგიძლიათ რუბრიკიდან – “მრჩევლები”.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Base currency/საბაზო ვალუტა/Базовая валюта

Base currency/საბაზო ვალუტა/Базовая валюта

Base currency/საბაზო ვალუტა/Базовая валюта – ტერმინი პირდაპირ კავშირშია ფორექსთან და არის ვალუტა, რომელიც სავალუტო წყვილში …