სარჩევი
CFD– ით ვაჭრობა (კონტრაქტების ფასების სხვაობაზე) და აქციებში ინვესტიცია ფინანსურ ბაზარზე მუშაობის ორი განსხვავებული გზაა, თითოეულს აქვს საკუთარი უნიკალური თვისებები, დადებითი და უარყოფითი მხარეები, რაც ხშირად ქმნის სირთულეებს ახალბედა მოვაჭრეებისთვის. CFD– ით ვაჭრობა წმინდა სპეკულატიური ხასიათის სავაჭრო ინსტრუმენტია.
ამ სტატიაში გავეცნობით ძირითად განსხვავებებს CFD– ებით ვაჭრობასა და აქციების გაყიდვას შორის.
CFD ინვესტიციები – კონტრაქტების სხვაობაზე ვაჭრობა
CFD არის წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტით ვაჭრობის ფორმა, რომელის პოპულარობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძალიან გაიზარდა. იგი საშუალებას აძლევს ინვესტორებს სპეკულირება მოახდინონ ფინანსური პროდუქტის (აქტივის) ფასების მოძრაობაზე – გარიგების გახსნის ფასსა და დახურვის ფასს შორის. CFD ვაჭრობა მოიცავს აქციებს, ინდექსებს, საქონელს, სავალუტო წყვილებს, კრიპტოვალუტას და ა.შ.
- ფლობა. CFD ინვესტორები თავად არ ფლობენ აქტივს – ისინი მოგებას იღებენ აქტივის ფასების რყევების მეშვეობით. მაგალითად, ბაზრის მონაწილეებს, რომლებიც ვაჭრობენ CFD-ებით, არ სჭირდებათ ფიზიკური ოქროს ყიდვა ან გაყიდვა, ისინი უბრალოდ სპეკულირებენ მისი ფასის ცვლილებებზე.
- ბერკეტი (საკრედიტო მხარი). CFD-ით ვაჭრობისას, ინვესტორები გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ პოზიციის გახსნისათვის, რადგან ისინი პოზიციის მთლიანი სავაჭრო ღირებულების მხოლოდ მცირე რაოდენობის თანხით ახდენენ ინვესტიციას. თუმცა, მოგებაც და წაგებაც გამოითვლება პროდუქტის სრული ღირებულების მიხედვით. ამიტომ, CFD-თან ურთიერთობისას, ტრეიდერებს აქვთ საწყისი ინვესტიციის დაკარგვის რისკი.
- გრძელი და მოკლე პოზიციების გახსნა. CFD ვაჭრობა საშუალებას აძლევს ინვესტორებს გახსნან, როგორც ყიდვის (გრძელი) პოზიცია, ასევე გაყიდვის (მოკლე) პოზიცია.
- ბაზრები/ინსტრუმენტები. CFD ვაჭრობა საშუალებას გვაძლევს ფაქტობრივად ყოველდღიური 24 საათიანი ვაჭრობის საშუალებას – 15 000-ზე მეტ საფინანსო, სანედლეულო და სასაქონლო ინსტრუმენტზე.
- გადასახადები. CFD ვაჭრობა არ იტვირთება საგადასახადო ვალდებულებებით, თუმცა, ტრეიდერები იბეგრებიან ადგილობრივი საგადასახადო ვალდებულებებით კაპიტალის სიდიდის მიხედვით. ეს თემა ისედაც გასაგებია ჩვენთვის საქართველოში, ვიბეგრებით წლიური შემოსავლის მიხედვით.
ინვესტიციები აქციებსა და სხვა ფასიან ქაღალდებში
ინვესტიცია აქციებში (ასევე ცნობილია როგორც საფონდო ვაჭრობა) – არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მარტივი გზა ფინანსურ ბაზარზე მუშაობის დასაწყებად. ეს გულისხმობს საჯარო კომპანიების აქციების შეძენას, რომელთა ფასი, ტრეიდერის აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში გაიზრდება:
- ფლობა. CFD ვაჭრობისგან განსხვავებით, აქციებში ინვესტირებისას, ინვესტორი არის აქტივის სრულფასოვანი მფლობელი და აქვს აქციონერის პრივილეგიები.
- ბერკეტი (საკრედიტო მხარი). ინვესტორმა უნდა გადაიხადოს ფინანსური აქტივის სრული ღირებულება. ეს შედარებით ნაკლებად სარისკოა, რადგან ზარალი ვერ და არ შეიძლება აღემატებოდეს ინვესტიციის ღირებულებას.
- გრძელი და მოკლე პოზიციების გახსნა. საფონდო ვაჭრობა შეიძლება იყოს მომგებიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქტივის ფასი იზრდება.
- ბაზრები. ინვესტიციის დროს შესაძლებელია მხოლოდ აქციების და ETF (ფონდები რომლებიც ივაჭრება ბირჟებზე) შეძენა.
- გადასახადები. აქციებში ინვესტირებისას, საგადასახადო მოსაკრებელი რეგულირდება შედარებით რთული სქემით.
CFD ვაჭრობისა და ინვესტიციების განმასხვავებელი მახასიათებლები
ნიშანი | CFD ვაჭრობა | ინვესტიცია |
ფლობა | არა | დიახ |
ბერკეტი (საკრედიტო მხარი) | დიახ | არა |
გრძელი და მოკლე პოზიციების გახსნა | დიახ | არა (მოგება მხოლოდ აქტივის ღირებულების ზრდიდან გამომდინარე) |
ბაზრები (ინსტრუმენტები) | 15000-ზე მეტი, მათ შორის სავალუტო წყვილი, საქონელი, კრიპტოვალუტები, საფონდო ინდექსები და ა.შ. | მხოლოდ აქციები და ETF |
გადასახადები | წლიური მოსაკრებელი | შედარებით რთული საგადასახადო სისტემა |
სავაჭრო საათები | 24 საათიანი, ფაქტობრივად უწყვეტი რეჟიმი | მხოლოდ ბირჟების სამუშაო საათებში |
საინვესტიციო ინტერვალები | შეუზღუდავი | გრძელვადიანი |
აქციებზე CFD გარიგებისა და აქციებში ინვესტირების მაგალითი
CFD ტრეიდერს სურს შეიძინოს მაგალითად კომპანია „კუკუშას“ 1 000 აქცია თითო 40 აშშ დოლარად. ეს ნიშნავს, რომ ამ ფინანსური პროდუქტის ფასი იქნება $ 40 000 (1000* 40).
CFD გარიგება
CFD ტრეიდერებს არ სჭირდებათ 40 000 დოლარის გადახდა, ისინი იყენებენ საკრედიტო ბერკეტს (საკრედიტო მხარს) მაგალითად 1:20 ზომით და, როგორც წესი, იხდიან მხოლოდ 5%-იან მარჟას, ასე რომ, ჩვენს მაგალითში 1000 * $ 40 * 5% = $ 2 000. დანარჩენი თანხა დაიფარება ბროკერის მიერ.
CFD ტრეიდერის მუშაობის ორი გზა არსებობს:
- თუ ის თვლის, რომ კომპანია წარმატებას მიაღწევს ბაზარზე, ის გახსნის ყიდვის (გრძელ) პოზიციას და მოგებას მიიღებს იმ შემთხვევაში თუ ამ აქტივის ფასი გაიზრდება. მაგალითად, თუ დახურვის ფასი 45 დოლარია, მოგება იქნება ($ 45- $ 40) * 1000 აქცია = $ 5
- როდესაც ტრეიდერი ელოდება ფასის ვარდნას, ის გახსნის გაყიდვის (მოკლე) პოზიციას და თუ მისი პროგნოზი გამართლდება, მაშინ ის მიიღებს მოგებას.
ამ მაგალითში მნიშვნელოვანია გვახსოვდეს:
- ტრეიდერი არ ფლობს აქტივებს.
- ინვესტორი იხდის მხოლოდ მარჟას, თუმცა, მოგება და ზარალი გამოითვლება პროდუქტის სრული ფასიდან.
აქციების ყიდვა
CFD ვაჭრობისგან განსხვავებით, საფონდო ვაჭრობა გულისხმობს, რომ ინვესტორმა უნდა დააფიქსიროს და გადაიხადოს პოზიციის საერთო-სრული ღირებულება, ჩვენს შემთხვევაში 40 000 აშშ დოლარი.
აქ მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ:
- ინვესტორებს შეუძლიათ მოგება მიიღონ მხოლოდ აქტივზე ფასების ზრდით – გრძელი პოზიციების აღებით. მაგალითად, თუ დახურვის ფასი 45 დოლარია, მოგება იგივე იქნება, რაც CFD გარიგებაში: $ 45 000- $ 40 000 = $ 500.
- ინვესტორებს აქვთ პროდუქტზე/აქტივზე საკუთრება, მათ შეუძლიათ მიიღონ დივიდენდები აქციებიდან, მათ აქვთ ხმის უფლება სააქციო საზოგადოებაში და აქციონერთა სხვა პრივილეგიები.
- მაქსიმალური რისკი შემოიფარგლება ინვესტირებული თანხით. კომპანია „კუკუშას“ მაგალითში ეს ნიშნავს, რომ ინვესტორს არ/ვერ შეუძლია დაკარგოს 40 000 დოლარზე მეტი.
CFD ვაჭრობის და აქციების ფიზიკური ყიდვის შედარება
იმის გასაგებად, თუ რომელია თქვენთვის უფრო შესაფერისი, ტრადიციული ინვესტიცია თუ CFD ვაჭრობა, მოდით ჩამოვთვალოთ მათი ძირითადი უპირატესობები და უარყოფითი მხარეები.
აქციებზე CFD (კონტრაქტების სხვაობაზე) ვაჭრობის უპირატესობები:
- მაღალი ბერკეტი (საკრედიტო მხარი). CFD ვაჭრობა უზრუნველყოფს უფრო მაღალ ბერკეტს ტრადიციულ საფონდო ვაჭრობასთან შედარებით. ამჟამად, სხვადასხვა სერიოზულ ბროკერებთანაც კი არსებობს საკრედიტო მხარი 1:1, 1:100 და 1:1000 ზომის საკრედიტო მხრებიც.
- წვდომა გლობალურ ბაზრებთან და ინსტრუმენტებთან. CFD ბროკერები ინვესტორებს აძლევენს 24 საათიანი წვდომის საშუალებას ბაზრების და აქტივების ფართო სპექტრთნ.
- გაყიდვების პოზიციებთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არსებობს. რადგან CFD ინვესტორი არ ფლობს საბაზო აქტივს. ხოლო თავად აქტივის ფასი შესაძლებელია შემცირდეს ნებისმიერ დროს.
- მრავალფეროვანი სავაჭრო შესაძლებლობები. სავაჭრო პლატფორმები საშუალებას იძლევიან ფორექსის, ინდექსების, ძვირფასი მეტალების, ნავთობის, ნედლეულების, საქონლის, პროდუქტების და კრიპტოვალუტების CFD კონტრაქტებით ვაჭრობის საშუალებას. რაც შესაბამისად ინვესტორებს უფრო მეტ სავაჭრო ვარიანტებს აძლევს ბირჟებთან შედარებით.
- არ არსებობს დღიური ვაჭრობის წესები. ზოგიერთი ბაზარი შეზღუდულია ყოველდღიური სავაჭრო პოზიციების რაოდენობაში ან დღიური კაპიტალის მინიმალურ ოდენობაში. ეს წესები არ ვრცელდება CFD ბაზრებზე.
- არანაირი საგადასახადო ვალდებულება. საფონდო ვაჭრობისგან განსხვავებით, CFD ტრეიდერებს არ აქვთ საგადასახადო ვალდებულებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შემოსავალი არ მიაღწევს რაიმე დასაბეგრ ზღვარს ადგილობრივი კანონმდებლიბის შესაბამისად. საქართველოს შემთხვევაში ნებისმიერ კანონმორჩილ ტრეიდერს შეუძლია მცირე მეწარმედ დარეგისტრირება და მთლიანი შემოსავლიდან, რომელსაც ხარჯები არ აქვს 1%-ის გადახდა.
- საქმიანობის შედარებით დაბალი თვითღირებულება. CFD ვაჭრობა უფრო ეფექტურია, არა მხოლოდ საგადასახადო ვალდებულებების არ არსებობის გამო, არამედ საბროკერო დაბალი საკომისიოების გამო – ტრადიციულ საფონდო ბროკერებთან შედარებით.
- ყიდვის და გაყიდვის პოზიციები. საფონდო ტრეიდერებისგან განსხვავებით, CFD ტრეიდერებს შეუძლიათ ფულის გამომუშავება, როგორც აქტივზე ფასის კლების, ასევე ფასის ზრდის შემთხვევაში.
აქციებზე CFD (კონტრაქტების სხვაობაზე) ვაჭრობის ნაკლოვანებები:
- მაღალი რისკი. ბერკეტი (საკრედიტო მხარი) ზრდის პოტენციურ მოგებას, მაგრამ პოტენციური დანაკარგებიც იზრდება. უფრო მეტიც, CFD არის ვაჭრობა მიმდინარეობს დინამიური და სწრაფი ტემპით. დანაკარგების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მუდმივი მონიტორინგი და კარგად გააზრებული სავაჭრო სტრატეგია.
- აქციონერთა უფლებები არ არსებობს. ვინაიდან CFD მოვაჭრეები არ ფლობენ ძირითად აქტივებს, მათ არ აქვთ აქციონერთა პრივილეგიები და არავითრი კავშირი არ აქვთ კომპანიასთან რომლის აქციებზეც ვაჭრობენ.
- სუსტი რეგულირება. CFD ინდუსტრია არ არის სრულყოფილად რეგულირებული. რა თქმა უნდა არსებობს მრავალი საიმედო CFD ბროკერი, მაგრამ არჩევანის გაკეთებამდე, აუცილებლად უნდა გავეცნოთ მათ გამოცდილებას და საიმედოობას. ასევე მნიშვნელოვანია გავეცნოთ ადგილობრივ სამართლებრივ სისტემას, რადგან CFD შეიძლება უკანონო იყოს ზოგიერთ ქვეყანაში. მაგალითად, CFD კონტრაქტები აკრძალულია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
- სპრედი. CFD ტრეიდერებმა უნდა გადაიხადონ სპრედი, რაც არის ფასური განსხვავება მოთხოვნისა და მიწოდების ფასებს შორის. ამრიგად, თუ ტრადიციული ბაზრები ოდნავ ამცირებენ ინვესტორების ანაზღაურებას სხვადასხვა გადასახადების მეშვეობით -საკომისიოები, რეგულაციები და ა.შ., CFD ბაზრები ამას აკეთებენ სპრედის ხარჯზე.
აქციების და სხვა ფასიანი ქაღალდების ყიდვის უპირატესობები:
- საკუთრების წილი კომპანიაში. აქციებში ინვესტიცია საშუალებას გვაძლევს გავხდეთ კომპანიის წილის მფლობელი. ინვესტორი იღებს ხმის უფლებას და მონაწილეობს კომპანიის მართვაში.
- მართვადი რისკი. პოტენციური ზარალი შემოიფარგლება მხოლოდ საწყისი ინვესტიციის ოდენობით.
- ლიკვიდურობა. აქციებს, როგორც წესი, აქვთ მაღალი ლიკვიდურობა, ამიტომ მათი შეძენა და გაყიდვა შესაძლებელია სამართლიან ფასად.
- ვაჭრობის დაწყება მარტივია. აქციებში ინვესტიცია ფინანსურ ბაზარზე საქმიანობის დაწყების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა.
აქციების და სხვა ფასიანი ქაღალდების ყიდვის უარყოფითი მხარეები:
- რისკი. აქციის ფასი ძალიან მაღალი არასტაბილურობის წნეხში იმყოფება მუდმივად – იგი მყისიერად იზრდება ან ეცემა კომპანიის პოლიტიკის გამო. ასე რომ, როგორც CFD-ებში, ისევე აქციების ინვესტორებსაც აქვთ დიდი ფულის დაკარგვის მაღალი რისკი, იმ შემთხვევაში თუ მათ არ აქვთ საკმარისი გამოცდილება, ან არ ესმით რას აკეთებენ. რაც უფრო მაღალია მომგებიანობა, მით უფრო მაღალია ზარალის რისკიც.
- დროის მაღალი დანაკარგები. აქციებში ინვესტიცია რთული ამოცანაა, რომელიც მოითხოვს საფუძვლიან ტექნიკურ ანალიზს და კვლევას და მასთან ერთად ინვესტირების გრძელვადიან პერიოდს. ინვესტორებმა არა მხოლოდ უნდა აირჩიონ „სწორი“ აქციები შესაძენად, არამედ მუდმივად უნდა აკონტროლონ თავიანთი პორტფელი.
- საკომისიოები და მოსაკრებლები. ბროკერები, როგორც წესი, ინვესტორებისგან მოსაკრებელს იღებენ ყოველ ჯერზე, როდესაც ინვესტორები ყიდულობენ აქციებს. აქციების შეძენის საკომისიო შეიძლება იყოს პორტფელის ღირებულების 1% -მდე, ან ზოგიერთ შემთხვევაში მეტიც.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით