სარჩევი
ციფრული ფულის შესახებ ალბათ ბევრს სმენია, თუმცა სინამდვილეში, ცოტამ თუ იცის რა არის და რისთვის არის საჭირო იგი.
ბევრი ადამიანი ერთმანეთში ურევს უნაღდო ფულს (ფული, რომელიც ინახება თითოეული ჩვენგანის საბანკო ანგარიშზე – საბანკო ბარათზე) და კრიპტოვალუტას. ამიტომ თვლიან, ციფრული ფულით სახელმწიფოები ეროვნული ვალუტებს კრიპტოვალუტებად გადააქცევენ.
რა არის ციფრული ფული
ეს არ არის არც უნაღდო ფული და არც კრიპტოვალუტა. შესაძლებელია ვთქვათ რომ ეს არის რაღაც შუალედური.
ციფრული ფული შემუშავებული იქნება სახელმწიფოს ცენტრალური ბანკის მიერ კრიპტოგრაფიის ტექნოლოგიების გამოყენებით. ამაში იგი კრიპტოვალუტის მსგავსია.
განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ ინახება საფულეში და არც საბანკო ანგარიშზე. ციფრული ფული ინახება უშუალოდ ცენტრალურ ბანკში, რისთვისაც შექმნება სპეციალური პლატფორმა.
პროგრამაში მონაწილე ბანკები დაუკავშირდებიან ამ პლატფორმას და მათი საშუალებით ადამიანი შეძლებს საკუთარ საფულესთან წვდომას.
ანუ, ფინანსური ორგანიზაციები აღარ შეინახავენ კლიენტების ფულს, არამედ მხოლოდ უზრუნველყოფენ მათ წვდომას ცენტრალური ბანკის პლატფორმასთან. ერთი და იგივე საფულე ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ბანკიდან ერთდროულად.
მაშასადამე,
განსხვავება ციფრულ ფულსა და “კლასიკურ” უნაღდო ფულს შორის:
ციფრული ფული არ ინახება საბანკო ანგარიშზე, არამედ ინახება ცენტრალური ბანკის სპეციალურ პლატფორმაზე. ბანკები უბრალოდ მისცემენ ადამიანებს/კლიენტებს მასთან წვდომის საშუალებას საკუთარი ინტეგრირებული პლატფორმის მეშვეობით.
ადამიანები ვერ შეძლებენ ციფრული ფულის გატანა – განაღდებას. ციფრული ფული ჯერ უნდა გადავიტანოთ უნაღდო ანგარიშზე და შემდეგ უნდა გავანაღდოთ. გადახდა/ანგარიშსწორება შესაძლებელი იქნება QR კოდის გამოყენებით.
განსხვავება ციფრულ ფულსა და კრიპტოვალუტას შორის:
ციფრული ფული ცენტრალიზებულია და, მაგალითად, ბიტკოინისგან განსხვავებით, მისი გამომუშავება არ შეიძლება მაინინგის საშუალებით. მხოლოდ სახელმწიფოს ცენტრალურ ბანკს ექნება მისი ემისიის უფლება. მარტივად რომ ვთქვათ, ციფრული ფული ტოკენის მსგავსია ნიშნად, მაგრამ მთელი სახელმწიფო მასშტაბით.
* ტოკენი — ციფრული სერთიფიკატი, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ვალდებულებებს მისი მფლობელის წინაშე, კრიპტოვალუტების სამყაროში საფონდო ბირჟაზე აქციების ანალოგია. იგი აღრიცხვის ერთეულია, განკუთვნილია ზოგიერთი აქტივის ციფრული ბალანსის წარსადგენად. ტოკენები წარმოადგენენ რეგისტრში ჩანაწერს, რომელიც განაწილებულია ბლოკჩეინის ჯაჭვში
რისთვისაა საჭირო ციფრული ფული
- საბანკო ოპერაციების გაიაფება: აღარ იქნება შიდასაბანკო და ბანკთაშორისი საკომისიოები და სხვა გაურკვეველი პირობები. ყველა გადარიცხვა განხორციელდება ცენტრალური ბანკის პლატფორმის ფარგლებში. ეს იქნება ფულადი ტრანზაქციების განხორციელების ყველაზე იაფი გზა.
- უსაფრთხოება: ყველა ტრანზაქცია უზრუნველყოფილი იქნება კრიპტოგრაფიის გამოყენებით. სისტემა ბევრად უფრო საიმედოა, ვიდრე ნებისმიერი ცალკეული ბანკის. წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, თაღლითებისთვის ბევრად უფრო რთული იქნება კლიენტის ფულის მოპარვა. ასევე, ყველა ოპერაცია ყურადღებით იქნება დამონიტორინგებული და განხორციელდება იმავე პლატფორმის ფარგლებში, ამიტომ შესაძლო ზემოთ ნახსენები თაღლითების მოძებნა უფრო ეფექტური გახდება.
- სმარტ (ანუ ჭკვიანი) კონტრაქტები: ის რისთვისაც ბევრმა ადამიანმა საყოფაცხოვრებო დონეზე შეიყვარა კრიპტოვალუტა. შესაძლებელი გახდება “ჭკვიანი” გარიგებების დადება, რომლებიც ავტომატურად ამოქმედდება, თუ კონტრაგენტების მხრიდან პირობები შესრულებული იქნება.
- მარკირება: ციფრული ფულის სხვა საფულეზე გაგზავნისას შევძლებთ წინასწარ მივუთითოთ პირობები, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს ისინი. საკრედიტო ბარათების ანალოგი, მაგრამ ბევრად უფრო მოქნილი პირობებითა და შესრულების მექანიზმით.
ზოგადად, ციფრულ ფულს აქვს დიდი პერსპექტივა, პოტენციალი და გამოყენების გზები. თუმცა ამასთან ერთად, არსებობს უარყოფითი მხარეებიც.
მაგალითად:
- საფრთხე ბანკებისა და ბიზნესისათვის: რა თქმა უნდა, ფინანსურ სისტემას მოშლა არ ემუქრება. მაგრამ მაინც იქნება ფალადი სახსრების ნაკადები გადინება ციფრულ ფულში. და, როგორც უკვე ვიცით, ისინი განთავსდება არა საბანკო ანგარიშებზე, არამედ უშუალოდ ცენტრალურ ბანკში. მათზე პროცენტები აღარ დაირიცხება და ბანკები ამ პროცენტებს დივიდენდების სახით ვეღარ გასცემენ. საბანკო დეპოზიტების მოცულობა და შესაბამისად ლიკვიდურობა შემცირდება. შეიძლება მოხდეს გარკვეული დეფიციტი დაკრედიტების სფეროში და დაფინანსება უფრო ძვირი გახდება. მაგრამ ეს საკმაოდ დროებითი ეფექტი იქნება. ამ მომენტებს ფინანსური სისტემა აუცილებლად მოერგება – არსებობს მრავალი გზა ალტერნატიულ კრიპტოვალუტაში დაფინანსების უზრუნველსაყოფად ან მისაღებად.
- ანონიმურობის არ არსებობა: მარეგულირებლებისთვის ბევრად უფრო ადვილი გახდება ფულადი ნაკადებზე თვალყურის დევნება. ცენტრალური ბანკი დააკვირდება ფაქტიურად ყველა გადარიცხვას. ეს, ალბათ, ცუდი არ არის სახსრების უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაგრამ ამას თან ახლავს ბევრი უარყოფითი მხარეც.
ნებისმიერ შემთხვევაში, ციფრულ ფულთან დაკავშირებით ჯერჯერობით უფრო მეტი დადებითი, ვიდრე უარყოფითი მხარეებია. ეს პროცესი არ იქნება მყისიერი და მარტივი. ამას დიდი დრო დასჭირდება. განხორციელება ეტაპობრივი იქნება და რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება. ისევე, როგორც ჩვენ ერთხელ უკვე გაადავედით ანგარიშსწორებისთვის ქაღალდის ფულიდან და პლასტიკური ბარათებით და სმარტფონებით გადახადებზე.
ჩვენ უბრალოდ უნდა მივცეთ დრო ახალ ტექნოლოგიებს განვითარებისათვის, არ უნდა შევეწინააღმდეგოთ მათ და ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენს ცხოვრებას. როგორც ბოლო წლებმა დაგვანახა შეწინააღმდეგება ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან არაფრის მომტანია.
ციფრული ფული შეამცირებს გადარიცხვების ღირებულებას, ბიზნესს მისცემს მოსახერხებელ და მარტივ ჭკვიან კონტრაქტებს და გაართულებს ცხოვრებას თაღლითებისა და ქურდებისთვის. უახლოეს წლებში არავინ არავის აიძულებს ციფრულ ფულზე გადასვლას, ალბათ თავდაპირველ ეტაპზე ეს ნებაყოფლობითი პროცესი იქნება.
ქვეყნები რომლებსაც გაცხადებული აქვთ, რომ გადავლენ ციფრულ ფულზე (2024 წლის თებერვლის მონაცემები):
- შვეცია
- ჩინეთი
- ჰონკონგი
- ნიგერია
- რუსეთი – დაინერგება 2024 წლის მაისიდან
- უკრაინა
- ბელორუსი
- ინდოეთი
- ამერიკის შეერთებული შტატები
- ზიმბაბვე
- დიდი ბრიტანეთი
- საფრანგეთი
- ბრაზილია
- თურქეთი
- იაპონია
- ტაილანდი
- ავსტრალია
- ევროკავშირი (გაერთიანება)
- ბრიკსი (გაერთიანება)
- საქართველო -იგეგმება ციფრული ლარის დანერგვა და ამისათვის მიღწეულია შეთანხმება კრიპტოვალუტის პლატფოტმასთან Ripple.
მოსახდენი მოხდება. ციფრული ფული ყველა ვარიანტში დაინერგება. ეს უბრალოდ დროის ამბავია.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით