სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსის დაყენება ფორექსზე ვაჭრობისას აუცილებელ მოქმედებას წარმოადგენს.

სტოპ ლოსი აუცილებელია იმიტომ, რომ ტრენდის მიერ, გახსნილი ორდერის საწინააღმდეგო მიმართულებით შემობრუნების შემთხვევაში თავი დაიზღვიოთ გაუმართლებელი, ან თუნდაც დეპოზიტისთვის დამღუპველი ზარალისგან. ეს ინსტრუმენტი შესაძლებლობას იძლევა დაფიქსირდეს დაგეგმილი ზარალის ზღვრული დონე, რომლის მიღწევის მომენტში პოზიცია ავტომატურად დაიხურება.

სტოპ ლოსის დაყენება საკმაოდ მარტივი პროცედურაა. პრაქტიკაში უნდა გაითვალისწინოთ ორი ძირითადი პარამეტრი – ვალუტის კურსების რყევის ამპლიტუდა და ტრეიდერისთვის მაქსიმალურად დასაშვები ზარალის ოდენობა. თანაც, პირველი მაჩვენებელი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რადგან სადაზღვევო ორდერის მცირე ზომა, მას ზარალით დახურავს მანამდე, სანამ ტრენდი სასურველი მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას და სანამ პოზიცია დაგეგმილ მოგებას მიაღწევს.

ეს ხდება იმიტომ, რომ ტრენდის მოძრაობა არასოდეს არ არის სწორხაზოვანი და თუ შეხედავთ ტერმონალის გრაფიკს, დაინახავთ, რომ ყველაზე მცირე, ერთწუთიან ინტერვალზეც კი ფასის რყევის ამპლიტუდა 2-10 პუნქტს შეადგენს.

ანუ, სტოპ ლოსის დაყენება 10 პუნქტზე მცირე მანძილით – ყოველგვარ აზრს მოკლებულია, თანაც ეს მაჩველებელიც კი მინიმალურია. სტოპ ლოსის რეკომენდებული ზომა, ზოგადად 15-30 პუნქტია. გააჩნია სტრატეგიას და რაც მთავარია სავაჭრო ინტერვალს, რადგან, რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში დატოვებთ ღია პოზიციას, ანუ რაც უფრო ხანგრძლივი დროის ინტერვალით, მით უფრო მეტი იქნება კურსის რყევის ამპლიტუდა, ამიტომაც სტოპ ლოსი უფრო შორ მანძილზე უნდა დადგეს.

სტოპ ლოსის დაყენება რეკომენდებულია სავაჭრო პოზიციის გახსნისთანავე. ამისათვის სავაჭრო ტერმინალის შესაბამის ფანჯარაში უნდა მიუთითოთ ის ფასი, რომლის მიღწევის შემდეგაც ორდერი ავტომატურად დაიხურება. სტოპ ლოსის დაყენების დროს აგრეთვე უნდა გაითვალისწინოთ ორდერის მიმართულება. თუ ხსნით გაყიდვის ორდერს, მაშინ სტოპ ლოსი უნდა დადგეს პოზიციის გახსნის ფასის ზემოთ. მაგალითად, თუ მიმდინარე კურსია 1.4000, ხოლო სტოპ ლოსის ზომა 30 პუნქტი, მაშინ ტერმინალის ფანჯარაში, სტოპ ლოსის პარამეტრად უნდა ჩაიწეროს 1.4030 ფასური მაჩვენებელი. ყიდვის ორდერის გახსნის დროს კი, სტოპ ლოსი უნდა დადგეს მიმდინარე ფასის ქვემოთ, ანუ ჩვენს მიერ განხილულ მაგალითში 1.3070 ფასურ მაჩვენებელზე.

ამ ორდერს დამატებითი უპირატესობაც გააჩნია. სურვილის და ბაზარზე არსებული შესაბამისი სიტუაციის შემთხვევაში, სტოპ ლოსის გადაწევა შესაძლებელია უზარალობის დონემდე, ხოლო შემდეგ შესაძლებელია გავყვეთ ორდერს გარკვეული ბიჯით, ანუ მომგებიანი ორდერის დროს, სტოპ ლოსი თან გავაყოლოთ ტრენდის მოძრაობის მიმართულებას.

ამისათვის უნდა დავაკლიკოთ გახსნილ ორდერს ორჯერ, რის შემდეგაც გამოვა ფანჯარა, პარამეტრში ავირჩიოთ ორდერის ცვლილების ბრძანება და შესაბამის ველში ჩავწეროთ სტოპ ლოსის ახალი მაჩვენებელი, ან გრაფიკზე სტოპ ლოსის ხაზზე დავაფიქსიროთ მაუსი და ხაზი გადავათრიოთ სასურველ ფასურ დონეზე, ამ შემთხვევაშიც გამოჩნდება ფანჯარა, სადაც უნდა დავადასტუროთ განხორციელებული ცვლილება.

სტოპ ლოსის დაყენება

ასევე შესაძლებელია აღნიშნული პროცესის ავტომატიზირება, რისთვისაც უნდა გამოვიყენოთ ტრეილინგ სტოპის ინსტრუმენტი. მისი აქტივაციის შემდეგ ტერმინალი ავტომატურ რეჟიმში, მხოლოდ ტრენდის მიმართულებით გადააჩოჩებს სტოპ ლოსის ორდერს შესაბამისი ბიჯით ჯერ უზარალობის დონემდე, ხოლო შემდეგ თავად გაყვება ორდერს მოგების მიმართულებით. ვაჭრობისადმი ასეთი მიდგომა გაცილებით მეტ მოგებას მოუტანს ტრეიდერს და თავიდან ააცილებს დაუგეგმავ ზარალს.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

სტოპ ლოსის გამოთვლა

სტოპ ლოსის გამოთვლა

სტოპ ლოსი წარმოადგენს რისკების მინიმიზაციის ყველაზე ქმედით ბერკეტს. მისი დაყენება არც თუ ისე მარტივი ამოცანაა …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.