როგორ მუშაობს ტრეილინგ სტოპი Trailing Stop

როგორ მუშაობს ტრეილინგ სტოპი Trailing Stop

ტრეილინგ სტოპი Trailing Stop – საშუალებას გვაძლევს სტოპ ლოსი ავტომატურად გადავიყვანოთ მითითებული პუნქტების რაოდენობით.

ანუ, სტოპ ლოსი, მითითებული პუნქტების რაოდენობით, ავტომატურ რეჟიმში გადაყავს უზარალობის პოზიციის მიმართულებით, რითიც შესაძლებლობას გვაძლევს მივიღოთ მაქსიმალური მოგება გახსნილი სავაჭრო პოზიციისგან, ტრეიდერის ჩარევის გარეშე.

რა არის უზარალობის პოზიცია:

ვთქვათ, გავხსენით ყიდვის ორდერი სავალუტი წყვილზე USD/CHF კურსით – 0.8800; სტოპ ლოსი დავაყენეთ – 0.8700. ამ შემთხვევაში უზარალობის დონე არის 0.8800. ანუ უზარალობის დონე არის – პოზიციის გახსნის დონე. თუ ფასი წავიდა ჩვენთვის სასურველი მიმართულებით და გახდა – 0.8900, ხოლო სტოპ ლოსს გადავიყვანთ 0.8800 ნიშნულზე ე.ი. გახსნილი ორდერი გადაგვიყვანია უზარალობის პოზიციაში და თუ მოგებას არ დავაფიქსირებთ და ფასი შემობრუნდება ორდერის საპირისპირო მიმართულებით და დაარტყამს უზარალობის პოზიციას, ჩვენ წაგებას არ ვნახავთ. დამერწმუნეთ, უზარალობა ყოველთვის სჯობია წაგებას, და უფრო მეტიც, თუ ფასის მიერ 0.8900 ნიშნულთან მიახლოვებისას სტოპ ლოსს გადავიტანთ არა ორდერის გახსნის ნიშნულზე 0.8800-ზე არამედ – 0.8850-ზე, მაშინ არა თუ უზარალობის პოზიციაზე გადაგვიყვანია ორდერი, არამედ 50 პუნქტიანი მოგებითაც კი დავრჩებით ბაზარზე არასასურველი სიტუაციის განვითარების შემთხვევაშიც კი.

როგორ მუშაობს ტრეილინგ სტოპი Trailing Stop:

მაგალითად, გახსნილი გვაქვს ყიდვის ორდერი, სტოპ ლოსი დავაყენეთ 10 პუნქტზე, ტრეილინგ სტოპის პარამეტრში კი მივუთითეთ 15 პუნქტიანი დონე, სიტუაცია ვითარდება პოზიტიური სცენარით და ფასი გაიზარდა 20 პუნქტით, მაშინ ამ შემთხვევაში, სტოპ ლოსი უზარალობის პოზიციას, ანუ ორდერის გახსნის დონეს მიუახლოვდება 5 პუნქტით.

აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენება კარგ შედეგებს იძლევა ტეიკ პროფიტის ორდერთან კომპლექსში. ამ შემთხვევაში, არა მარტო ვუთითებთ მოსალოდნელი მოგების პარამეტრს, არამედ ფასის ტეიკ პროფიტის დონესთან მიუსვლელობის შემთხვევაშიც კი, როდესაც ფასი ორდერის საპირისპიროდ შემობრუნდება, ჩვენ მაინც ვიღებთ გარკვეულ მოგებას.

ტრეილინგ სტოპის ავტომატური რეჟიმის კონფიგურაციაში მინიმალური პარამეტრია 15 პუნქტი. ანუ მიმდინარე ფასისგან 15 პუნქტზე ახლოს ტრეილინგ სტოპის პარამეტრს ვერ დავაყენებთ. ამიტომ მისი გამოყენება სასურველია აშკარად გამოხატული ტრენდული მოძრაობის დროს, ვინაიდან სხვა შემთხვევაში კარგ შედეგს ვერ მივიღებთ.

კიდევ ერთი აუცილებლად გასათვალისწინებელი მომენტი: ტრეილინგ სტოპის სკრიპტი მუშაობს მხოლოდ ჩართული სავაჭრო ტერმინალის შემთხვევაში. გამორთულ ტერმინალში ამუშავდება მხოლოდ სტოპ ორდერები, ხოლო მათი გადაადგილება, ანუ ტრეილინგი – გაითიშება.

თუ ფასი ორდერის საპირისპირო მიმართულებით წავიდა, მაშინ ტრეილინგ სტოპი უკან არ დაიხევს და ელოდება მომენტს, როდესაც ფასი, შესაბამის წერტილში დაარტყამს ტრეილინგის დონეს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე გულისხმობს სავალუტო წყვილს, რომელშიც არ არის აშშ დოლარი.