ონლაინ სიახლეები ფორექსზე

ონლაინ სიახლეები ფორექსზე

ონლაინ სიახლეები ფორექსზე – არის უახლესი ინფორმაცია პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების შესახებ, რომელიც ზეგავლენას ახდენენე ვალუტაზე. მაშინაც კი, როდესაც თქვენ არ სარგებლობთ სიახლეებზე ვაჭრობის სტრატეგიებით, არ იქნება ზედმეტი სავაჭრო ოპერაციების გახსნა/დახურვისას გაითვალისწინოთ ძირითადი სიახლეები.

ამგვარი სიახლეების წყაროდ გვევლინება – საინფორმაციო სააგენტოები ან სადილინგო ცენტრები. არსებობს სიახლეების მიღების რამდენიმე საშუალება.

საინფორმაციო სააგენტოები, რომლებიც ონლაინ სიახლეებს გვაწვდიან მუდმივ რეჟიმში:
  • Reuters — ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საინფორმაციო სააგენტო, რომელიც აქვეყნებს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებს. ერთადერთი ნაკლი ის აქვს, რომ საიტზე სიახლეების გამოწერა, მათ შორის რომელიც ფორექსის ბაზარს შეეხება – ფასიანია და იაფი არ ღირს.
  • Bloomberg – უფრო მეტად ფინანსურ თემატიკაზე სპეციალიზებული სააგენტოა. გადმოსცემს უახლეს ინფორმაციებს ბირჟების, კოტირებების, პოლიტიკის შესახებ – შესაბამის კომენტარებთან ერთად. არსებობს შესაძლებლობა მიიღოთ შეტყობინება უახლესი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ.
  • Tenfore – საინფორმაციო სამსახური, რომელიც სპეციალურად ტრეიდერებისთვისაა შექმნილი. სიახლეების მიღება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში პირდაპირ კომპიუტერში სატელიტის ან ინტერნეტის მეშვეობით. აღნიშნული სისტემით სარგებლობენ მსოფლიოს დიდი ბანკები და მსხვილი ჰეჯ-ფონდები. სიახლეების გამოწერა ფასიანია. სრულყოფილი ფორექს პაკეტი თვეში დაახლოვებით 100 აშშ დოლარი ღირს. მაგრამ არსებობს უფასო ვარიანტიც.
ამასთან ერთად, ნებისმიერი ბროკერს აქვს ტრეიდერებისათვის სიახლეების მიწოდების საკუთარი სისტემა. ზოგი მათგანი ტრეიდერებს სიახლეებს აწვდის უფასოდ, ზოგი დეპოზიტის გარკვეული თანხით შევსების შემდეგ. თუ გესაჭიროებათ, მაშინ გაარკვიეთ აქვს თუ არა თქვენს ბროკერს ასეთი სისტემა. ჩემს მიერ რეკომენდებულ ყველა ბროკერი ტრეიდერს აწვდის უახლეს ინფორმაციებს საფინანსო ბაზრების შესახებ.

აღნიშნული სტატია ემსახურება იმას, რომ შეგექმნათ ზოგადი წარმოდგენა სიახლეების გამოქვეყნების სისტემის შესახებ, თუმცა ჩემი აზრით წარმატებული ტრეიდინგისათვის სავსებით საკმარისია გამოიყენოთ ეკონომიკური სიახლეების კალენდარი, რომელიც ამ საიტზეა. აგრთვე საფინანსო ბაზრებისადმი თვალყურის დევნებისათვის კარგი ვარიანტია ტელევიზია RBK. ორივე ვარიანტით პირადად ეფექტურად ვსარგებლობ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Nonfarm Payrolls

Nonfarm Payrolls (არასასოფლო სამეურნეო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა) – ფუნდამენტალური სიახლის სტატისტიკური გავლენა

სტატიაში წარმოდგენილია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ამერიკულ დოლარზე (USD) მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლის …