ფაქტორები, რომლებიც ვალუტის კურსზე ახდენენ გავლენას

ფაქტორები, რომლებიც ვალუტის კურსზე ახდენენ გავლენას

იმისათვის, რომ ფორექსის ბაზრის პროგნოზირება შევძლოთ, საჭიროა ზოგადი წარმოდგენა მაინც გვქონდეს იმ ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ვალუტის კურსზე.

სავალუტო კურსების ცვლილებებზე საკმაოდ ბევრი ფაქტორები ახდენენ გავლენას. თანაც თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი წონა.

  • ეკონომიკური ფაქტორები – ამ კატეგორიას მიეკუთვნება მსოფლიო ლიდერი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა, თანაც ეკონომიკური ცვლილებები პირდაპირ აისახება იმ ქვეყნის ვალუტის კურსზე, სადაც ეს ცვლილებები და ეკონომიკური მოვლენები მოხდა, აგრეთვე შესაძლებელია ირიბი გავლენაც იქონიოს სხვა ვალუტების კურსებზეც, რომლებიც წარმოდგენილია საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე;
  • პოლიტიკური სიახლეები – ამ კატეგორიის გავლენის ფაქტორები მყისიერ გამოხატულებას ჰპოვებენ ფორექსის ბაზარზე, თანაც მათი გავლენა პირდაპირ დამოკიდებულებაშია იმასთან, თუ როგორი ხასიათი აქვს სიახლეს – ნეგატიური, თუ პოზიტიური. როგორც წესი ძალიან რთულია იმის განსაზღვრა/წარმოდგენა, თუ როგორ რეაგირებას მოახდენს ბაზარი, ამა თუ იმ მნიშვნელოვანი ქვეყნის მთვრობის ცვლილებაზე, სწორი პროგნოზირებისათვის საჭიროა ვიცოდეთ, თუ რა სახის ეკონომიკურ კურსს აირჩევს ახალი მთავრობა. პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიახლეებს ერთმანეთთან გააჩნიათ საკმაოდ მჭიდრო კავშირი და კომპლექსურ ზემოქმედებას ახდენენ ვალუტის/ვალუტების კურსზე;
  • კატაკლიზმები და კატასტროფები – როგორც წესი იწვევენ იმ ქვეყნების ვალუტების კურსების მკვეთრ ვარდნას, სადაც ეს მოვლენები მოხდა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სტიქიურ უბედურებას თითქმის ყოველთვის მოჰყვება ეკონომიკური ვარდნა, როგორიც იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში (ქარიშხალი “კატრინა”) და აფეთქება ატომურ ელექტროსადგურზე იაპონიაში;
  • ფორექსის ბაზრის მსხვილი მოთამაშეების სავალუტო ინტერვენციები – ვალუტის კურსი საკმაოდ ერთმნიშვნელოვნად რეაგირებს მოთხოვნისა და მიწოდების ცვლილებაზე, რომელიც ხდება წამყვანი ქვეყნების ნაციონალური ბანკების, ან მსხვილი ფინანსური ჯგუფების მიერ, დიდი მოცულობით ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის ოპერაციების განხორციელებისას;
  • მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურების საჯარო განცხადებები – თუ ამ განცხადებებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ან ეკონომიკური ხასიათი. მაგალითად, ასეთი რამ მოხდა მაშინ, როდესაც ჩინეთმა განაცხადა საკუთარი სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილის გადაორიენტირება და აშშ დოლარიდან ევროზე გადასვლა, შესაბამისად ევროს კურსი მკვეთრად გაიზარდა;

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ვალუტის კურსზე, შესაძლებელია იყოს, როგორც პროგნოზირებადი, ასევე მოულოდნელი. პროგნოზირებადებს მიეკუთვნება ისეთი მოვლენები, რომელთა წარმოშობის თარიღი წინასწარაა ცნობილი. ეს შესაძლებელია იყოს, ინტერვიუ/კომენტარი უკვე თითქმის ცნობილი ფაქტის შესახებ, მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მეთურთან, ან ფინანსური მაჩვენებლის გამოქვეყნება. კურსის მოძრაობის მიმართულების წინასწარ განსაზღვრა საკმაოდ რთულია, თუმცა მისი შედეგებისთვის მომზადება – სავსებით შესაძლებელია.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე გულისხმობს სავალუტო წყვილს, რომელშიც არ არის აშშ დოლარი.