Divergence/დივერგენცია/Дивергенция

Divergence/დივერგენცია/Дивергенция

Divergence/დივერგენცია/Дивергенция – ტერმინი ლათინურიდან თარგმანში ნიშნავს შეუსაბამობას, განსხვავებას, შეუსაბამობის აღმოჩენას.

ფორექსზე დივერგენცია – არის სიტუაცია, რომლის დროსაც ფინანსური ინსტრუმენტის ფასის გრაფიკი და ინდიკატორის (ოსცილატორის) გრაფიკი მოძრაობს სხვადასხვა მიმართულებით.

არსებობს დადებითი დივერგენცია, რომლის დროსაც ინდიკატორი იზრდება, ხოლო ფასი კი კლებულობს.

Divergence/დივერგენცია/Дивергенция – დადებითი
Divergence/დივერგენცია/Дивергенция
უარყოფითი დივერგენციის დროს ინდიკატორი მიმართულია ქვემოთ, ხოლო ინსტრუმენტის ფასი ქმნის ახალ მაქსიმუმებს.

Divergence/დივერგენცია/Дивергенция – უარყოფითი
Divergence/დივერგენცია/Дивергенция
გარდა ამისა, ფორექსის დივერგენცია შესაძლებელია შევამჩნიოთ, მაშინ როდესაც სავაჭრო სიგნალების მიღების წყაროს წარმოადგენს ფუნდამენტალური ანალიზი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ – სიახლეებზე ვაჭრობა. ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საბაზო ვალუტაზე დადებითი ინფორმაცია/მაჩვენებლები გამოქვეყნდა, სავალუტო წყვილის ფასმა შესაძლებელია მაინც დაღმასვლა გააგრძელოს, ან დაიწყოს.

ამისთანა სიტუაციის მრავალი მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ის, რომ დომინირებული ტენდენცია წარმოიშვა უფრო მძლავრი ფაქტორის გავლენით, ვიდრე გამოქვეყნებული სიახლეა და მას არ შესწევს ძალა შეცვალოს ტრენდის მიმართულება. ამიტომ, სიახლეებზე ვაჭრობისას პოზიციის გახსნამდე, ჯერ უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ ტრენდი ნამდვილად შეიცვალა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დივერგენცია არის ბაზარზე არსებული სიტუაციისა და ობიექტური ფაქტორების განსხვავება, რომლებიც თავის მხრივ გავლენას ახდენენ რეალურ სიტუაციაზე.

ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, დივერგენცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიგნალია, რომლის გრაფიკზე წარმოქმნის შემდეგ, 95% შემთხვევაში მოვლენები ისე განვითარდება, როგორც ამას დივერგენცია მიუთითებს. ამ მნიშვნელოვანი სავაჭრო ინსტრუმენტის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ საიტის სხვა სტატიებში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით