ფორექსის სტრატეგია "სიახლეებზე ვაჭრობა"

ფორექსის სტრატეგია “სიახლეებზე ვაჭრობა”

არსებობს მოსაზრება, რომ ფორექსზე ვაჭრობისათვის არ არის საჭირო რაიმე სახის ანალიზის ცოდნა. საკმარისია მხოლოდ სიახლეებზე ვაჭრობა და ამ გზით ტრეიდერი მიიღებს საკმარის და სოლიდურ შემოსავალს. რა თქმა უნდა ეს ესე არ არის და სიახლეებზე ვაჭრობა დიდ რისკს შეიცავს.

ამასთან ერთად, ყველა სიახლე მუდმივად ერთი და იგივე ალგორითმით არ მუშაობს. შესაძლებელია რომელიმე სიახლე კარგად მუშაობდა მაგალითად 2015 წლის განმავლობაში, მაგრამ 2016 წელს ამ სიახლის გამოქვეყნებას საერთოდ არავითარი ფასური ძვრა არ ახლდეს.

წარმოდგენილ სტრატეგიაში არ არის მოცემული კონკრეტული რეკომენდაციები. ეს არის უფრო სიახლეების მუშაობის მეთოდოლოგია!

ყველა სიახლეზე ვაჭრობა არ არის საჭირო და არც მომგებიანია. არსებობს სიახლეები, რომლებიც იძლევიან ფასის მოძრაობის კარგ იმპულსს, ანუ სიახლის გამოქვეყნების თანავე ფასი იხსნება გეპით, ან მკვეთრად იწყებს მოძრაობას რომელიმე მიმართულებით. ვაჭრობისათვის გამოსადეგია სიახლეები, რომელთა იმპულსური სვლის მანძილი არის სამუშაო ტაიმფრეიმის სანთლის საშუალო ზომის 50%-70%.

ფუნდამენტალური სიახლე ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად არ იწვევს ფასის მკვეთრ რყევას. შესაძლებელია რაღაც პერიოდის განმავლობაში ზედიზედ, რაიმე ტიპის სიახლე გვაძლევდეს ფასის მძლავრ იმპულსს, ხოლო შემდეგ უფრო ხანგრძლივი განმავლობაში ამ სიახლემ საერთოდ არავითარი რყევა არ გამოიწვიოს ბაზარზე. ან პირიქით “მიძინებულმა” ფუნდამენტალურმა პარამეტრმა უეცრად იჩინოს თავი და მოგვცეს კარგი იმპულსები. ამიტომ, იმპულსური ფუნდამენტალური სიახლეებს არ ჩამოვთვლი, ვინაიდან მათი მარგი ქმედების კოეფიცენტი პერიოდულად იცვლება და ძირითად ყურადღებას გავამახვილებ ფორექს კალენდარზე.

რუბრიკაში “ფორექს კალენდარი” ყოველდღიურად ქვეყნდება ფუნდამენტალური სიახლეები რომელთა გამოყენებითაც შეგიძლიათ დაგეგმოთ ფუნდამენტალურ პარამეტრებზე დაფუძნებული სავაჭრო სტრატეგია. კალენდრის გამოყენების ინსტრუქციასაც რუბრიკაში გაეცნობით.

სიახლეებზე ვაჭრობის ზოგადი სტრატეგია:
  • კვირის დასაწყისში ამობეჭდეთ და მოინიშნეთ მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური პარამეტრები, მათი გამოქვეყნების თარიღის და დროის მითითებით;
  • არ იქნება ზედმეტი შეხსენება თუ გეტყვით, რომ საათი მუდმივად უნდა გქონდეთ გასწორებული ზუსტ დროზე;
  • სიახლის გამოქვეყნებამდე 10-15 წუთით ადრე ვაკვირდებით სამუშაო სავალუტო წყვილის გრაფიკის სამუშაო ტაიმფრეიმს. უნდა გვესმოდეს ბაზრის რეაქცია სიახლის გამოქვეყნებამდე. მაგალითად: ველოდებით მნიშვნელოვანი ბრიტანეთის ეკონომიკის ფუნდამენტალური პარამეტრის გამოქვეყნებას 08:30 საათზე GMT დროით. 08:15 საათზე, ან 08:20 საათზე GMT დროით ვხსნით GBP/USD სავალუტო წყვილის M1 ინტერვალს და ვაკვირდებით ფასის მოძრაობას. თუ ამ პერიოდში ფასი გაჩერებულია, ეს კარგი სიმპტომია და მაშასადამე არსებობს 70%-80% ალბათობა იმისა, რომ სიახლის გამოქვეყნების მომენტში ფასი იფეთქებს რომელიმე მიმართულებით;
  • ვდებთ გადადებულ Buy Stop და Sell Stop ორდერებს მიმდინარე ფასიდან 5-10-15 პუნქტის დაშორებით (გააჩნია ფასის რყევის ამპლიტუდას და დროს რა დროშიც ვდებთ ორდერებს). თუ ორდერს ვაყენებთ მნიშვნელოვანი სიახლის გამოქყვეყნებამდე 20-30 წამით ადრე და ფასი ამ მომენტში გაჩერებულია, მაშინ შესაძლებელია მიმდინარე ფასიდან ორდერების განთავსების ლუფტი 5-8 პუნქტი იყოს;
  • მნიშვნელოვანი სიახლის გამოქვეყნების შემდეგ ფასი მკვეთრად იწყებს მოძრაობას რომელიმე მიმართულებით, და თუ ორდერები დროულად იქნება დაყენებული, მაშინ ბროკერი მათ ხსნის მიმდინარე ფასით. ფასის დადებით ზონაში გადასვლის თანავე მნიშვნელოვანია ორდერის უზარალობაში გადაყვანა და აუმუშავებელი ორდერის წაშლა. ამის შემდეგ დადებით ორდერს უნდა დავადევნოთ ტრეილინგ სტოპი დაახლოებით 20-30 პუნქტიანი ბიჯით. შესაძლებელია პირველსავე კორექციაზე ფასმა აარტყას ტრეილინგ სტოპს, მაგრამ ტრეიდერი მაინც მოგებაში რჩება, თუნდაც პუნქტების მცირე რაოდენობით. იმ შემთხვევაში თუ სავაჭრო მოცულობა დიდია, მაშინ ეს მცირე პუნქტების რაოდენობაც კი შექმნის კარგ საბოლო ფინანსურ რეზულტატს;
  • სტოპ ლოსი: როგორც წესი დგება 15-30 პუნქტის მანძილზე;
  • ტეიკ პროფიტი: დგება 100 პუნქტის მანძილზე, ან საერთოდ არ დგება და პოზიციას ვადევნებთ ტრეილინგ სტოპს;

აღსანიშნავია, რომ ფუნდამენტალურ სიახლეებს კარგი იმპულსურობა პერიოდულად ახასიათებთ. შესაძლებელია 1-2-3 თვე ერთი და იგივე სიახლეს გააჩნდეს კარგი იმპულსურობა, შემდეგი 1-2 თვე საშუალო, ხოლო შემდეგი 1-3 თვე საერთოდ “ჩაკვდეს”, ხოლო მომდევნო პერიოდში კვლავ რეანიმირდეს იგივე სიახლის იმპულსურობა და ა.შ ციკლურად.

კარგ იმპულსს იძლევა სიახლეები, რომელთა შედეგებს ტრეიდერები არ ელოდებიან. მაგალითად საპროცენტო განაკვეთის მოულოდნელი ცვლილება, ასეთ შემთხვევებში ფასი 200-400 პუნქტს გადის.

ლოტის მოცულობა რეგულირდება სიახლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ანუ თუ სიახლე მუშაობს სტაბილურად და კარგად, მაშინ შესაძლებელია მაქსიმალური ლოტით ვაჭრობა. თუ სიახლე უმრავლეს შემთხვევაში სუსტ იმპულსს იძლევა, მაგრამ ზოგჯერ აქვს სიმკვეთრის და სიძლიერის გამოვლინება, მაშინ მიზანშეწონილია საშუალო ან მინიმალური ლოტით ვაჭრობა.

მნიშვნელოვანი შენიშვნა:

საბროკერო კომპანიები არ არიან კეთილგანწყობილნი სიახლეებზე მოვაჭრე ტრეიდერების მიმართ.

ზედიზედ რამდენიმე დიდი სავაჭრო მოცულობის წარმატებული სავაჭრო პოზიციის შემდეგ ასეთი ტრეიდერები სადილინგო ცენტრების შესაბამისი სტაფის ინტერესის სფეროში ხვდებიან. და არ აქვს მნიშვნელობა ბროკერის წარმომავლობას, იქნება ეს ავსტრალიური, რუსული, კამბოჯიური თუ ამერიკული და ა.შ. – ყველგან ერთი და იგივე სიტუაციაა.

ამგვარი ნეგატიური ინტერესის თანმდევი მოვლენებია:

  • სიახლეების გამოქვეყნების წინ სავაჭრო ტერმინალის სერვერთან კავშირის წყვეტა, უარეს შემთხვევაში კი გამოქვეყნების შემდეგ, როდესაც ორდერი ამუშავებულია და რაიმე ექსტრემალური ჩარევა შეუძლებელია კავშირის არქონის გამო;
  • ორდერები იხსნება არა მოთხოვნილი ფასის მიხედვით, არამედ მიმდინარე ფასით – ეს კარგ შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში კი გასული პერიოდის ფასების მაქსიმუმზე ან მინიმუმზე, ხოლო სტოპ ლოსი ისევ იმავე განთავსების ადგილზე ჩება უძრავად;
  • გადადებული ორდერების დაყენებისათვის მინიმალური ბიჯის გაზრდა;
  • ფიქსირებული, ან მცურავი სპრედის გაზრდა – ასეთ შემთხვევაში სპრედის ზომა შესაძლებელია რამდენიმე ათეულჯერაც კი გაიზარდოს და ამიტომაც საერთად დაეკარგოს აზრი სავაჭრო პოზიციას;
  • პოზიციის არსებობის მინიმალური პერიოდის შეზღუდვა/შემცირება, ანუ პოზიციები, რომლებიც არსებობენ 1 წუთი, 2 წუთი და ა.შ. (გააჩნია ბროკერს) პერიოდის განმავლობაში, მაშინ ასეთი პოზიციების დადებითი რეზულტატი არ ჩაითვლება, ხოლო უარყოფით რეზულტატს ბროკერი ყოველთვის სათავისოდ ჩათვლის;
  • არასწორი კოტირებების მიწოდება. რა თქმა უნდა ეს თემა ე.წ. “სამზარეულო” ბროკერებს ეხება, მაგრამ ხომ არსებობს ასეთებიც;
ასე რომ, საბროკერო კომპანიების მხრიდან ნეგტიური ინტერესის სფეროში მყოფი ტრეიდერების საწინააღმდეგო მრავალი სახის იარაღი არსებობს.
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.