Accumulation/Distribution, A/D – ტექნიკური ინდიკატორი განისაზღვრება ფასის და მოცულობის ცვლილებით.
ინდიკატორი გამოიყენება ფასთა ცვლილების დადასტურებისთვის, ბაზარზე სავაჭრო ოპერაციების მოცულიბის გაზომვის გზით.
ფაქტობრივად ეს ინდიკატორი არის ერთ-ერთი ვარიანტი უფრო გავრცელებული ბალანსის მოცულობის On Balance Volume ინდიკატორისა. ორივე გამოიყენება შესაბამისი სავაჭრო მოცულობის გაზომვის გზით ფასთა ცვლილების დადასტურებისთვის.
განსხვავება ინდიკატორის და ფასის მოძრაობას შორის მიუთითებს ფასთა მოსალოდნელ ცვლილებაზე. როგორც წესი ასეთ შემთხვევაში ფასის ტენდენციის ცვლილება ემთხვევა ინდიკატორის მიმართულებას. ანუ თუ ინდიკატორი იზრდება, ხოლო ფასი იკლებს, ე.ი. მოსალოდნელია ფასის შემობრუნება.