Bollinger Bands

Bollinger Bands, ბოლინჯერის ველები, Полосы Боллинджера

Bollinger Bands ინდიკატორი Envelopes მსგავსია. განსხვავება მათ შორის მდგომარეობს იმაში, რომ სავაჭრო ველების (Envelopes) საზღვრები მდებარეობს მცოცავი საშუალოს ხაზების ზემოთ და ქვემოთ, პროცენტებში გამოსახულ ფიქსირებულ მანძილზე, მაშინ , როცა ბოლინჯერის ველების საზღვრები აიგება, განსაზღვრული რიცხვის სტანდარტული გადახრების მანძილზე.

ვინაიდან სტანდარტული გადახრის სიდიდე დამოკიდებულია ვოლატილობაზე, ამიტომ ველები თავად არეგულირებენ საკუთარ სიგანეს. სიგანე იზრდება, როცა ბაზარი არამდგრადია და მცირდება, როცა ბაზარი შედარებით სტაბილურია.

Bollinger Bands დატანა ხდება, როგორც ფასის გრაფიკზე ასევე ინდიკატორის გრაფიკზე. ისევე, როგორც Envelopes შემთხვევაში, ბოლინჯერის ველების ინტერპრეტაცია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ფასებს ახასიათებს თვისება დარჩნენ ველების ზედა და ქვედა საზღვრებს შორის. ბოლინჯერის ველების განმასხვავებელი თვისებაა, ველების ცვალებადი სიგანე, რომელიც განპირობებულია ფასების ვოლატილობით.

ფასების ცვლილების განსაკუთრებულ პერიოდებში (ანუ მაღალი ვოლატილობის დროს) ველები ფართოვდება და აძლევს ფასს მოძრაობის ერთგვარ არეალს-გასაქანს. სტაგნაციის პერიოდში კი (ე.ი დაბალი ვოლატილობის დროს) ველები ვიწროვდება და ფასს აქცევს გარკვეულ ჩარჩოებში – თავის საზღვრებში.

Bollinger Bands მუშაობის პრინციპი

Bollinger Bands

Bollinger Bands განსაკუთრებული მახასიათებლები
  • ფასების მკვეთრი ცვლილება, რომელიც ხდება ველების შევიწროვების შემდეგ შეესაბამება ვოლატილობის შემცირებას;
  • თუ ფასი სცდება ველებს, მაშინ მოსალოდნელია მიმდინარე ტრენდის ტენდენციის გაგრძელება;
  • თუ ველების გარეთ ფორმირებული ფასების მაქსიმუმების და მინიმუმების შემდეგ ჩნდება ფასების მაქსიმუმები და მინიმუმები ველების საზღვრების შიგნით, მაშინ შესაძლებელია ველოდოთ ტრენდის შემობრუნებას;
  • ფასის მოძრაობა, რომელიც დაიწყო ველის ერთი საზღვრიდან, იგი როგორც წესი მიაღწევს ველის მეორე საზღვრამდე (ეს მომენტი სასარგებლოა ფასების ორიენტირების პროგნოზირებისათვის);

ინდიკატორი Bollinger Bands

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

Williams Accumulation/Distribution

Williams Accumulation/Distribution, W_A/D; უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი; Индикатор накопления/распределения Уильямса

Williams Accumulation/Distribution W_A/D უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი წარმოადგენს ფასის პოზიტიური “დაგროვებითი” მოძრაობების და ფასის ნეგატიური “განაწილებითი” …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.