Envelopes

Envelopes; შემომსაზღვრელი ხაზების ინდიკატორი/კონვერტები; Индикатор Огибающие Линии/Конверты

Envelopes ინდიკატორს აყალიბებს ორი მცოცავი საშუალო, რომელთაგან ერთი მიიკლაკნება ფასების ზემოთ, ხოლო მეორე – ქვემოთ. მცოცავები ქნიან ერთგვარ ველს. ველის ზედა და ქვედა შემომსაზღვრელ ზღვარს შორის ოპტიმალური მანძილი გამოითვლება ბაზრის ვოლატილობიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტია ვოლატილობა, მით უფრო მეტია ზღვრებს შორის მანძილი.

ინდიკატორი განსაზღვრავს ფასების რხევის ნორმალური დიაპაზონის ქვედა და ზედა ზღვარს.

გაყიდვის სიგნალია მაშინ, როცა ფასი მიაღწევს ველის ზედა ზღვარს, ხოლო ყიდვის სიგნალია, როცა ფასი მიაღწევს ველის ქვედა ზღვარს.
Envelopes ინდიკატორის მუშაობის პრინციპი

Envelopes
ინდიკატორი ეფუძნება ბაზრის ქცევის ბუნებრივ ლოგიკას: როცა აქტიური მყიდველების ან გამყიდველების ზეწოლის შედეგად ფასი აღწევს ექსტრემალურ მაჩვენებლებს (ანუ ფასი აღწევს ველის ქვედა ან ზედა ზღვარს), ფასი ხშირად სტაბილურდება და აღწევს თავის რეალისტურ დონეს. ასეთივე პრინციპი გამოიყენება ბოლინჯერის ველების ინდიკატორის ინტერპრეტაციის დროსაც.

ინდიკატორი Envelopes

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

Williams Accumulation/Distribution

Williams Accumulation/Distribution, W_A/D; უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი; Индикатор накопления/распределения Уильямса

Williams Accumulation/Distribution W_A/D უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი წარმოადგენს ფასის პოზიტიური “დაგროვებითი” მოძრაობების და ფასის ნეგატიური “განაწილებითი” …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.