სარჩევი
Force Index ინდიკატორი შექმნილია ალექსანდრე ელდერის მიერ და ითვლის ხარების ძალას აღმავლობის დროს და დათვების ძალას დაღმავალი ტრენდის დროს. ინდიკატორი აკავშირებს ერთმანეთთან საბაზრო ინფორმაციის ძირითად ელემენტებს: ფასის მიმართულებას, ფასის რხევას და სავაჭრო გარიგებების მოცულობას.
ინდექსის ინდიკატორი შესაძლებელია გამოვიყენოთ დამოუკიდებლად, მაგრამ უმჯობესია მისი დაგლუვება მცოცავი საშუალოს მეშვეობით.
Force Index ინდიკატორის მუშაობის პრინციპი
- ყიდვა სასურველია, მაშინ, როცა აღმავალი ტენდენციის დროს Force Index იქნება უარყოფითი (ანუ იქნება ნულოვანი ზღავრის ქვემოთ);
- ახალი სიმაღლეებისკენ მისწრაფებისას ინდიკატორი იძლევა აღმავალი ტენდენციის გაგრძელების სიგნალს;
- გაყიდვა სასურველია, მაშინ, როცა დაღმავალი ტენდენციის დროს Force Index იქნება დადებითი (ანუ იქნება ნულოვანი ზღავრის ზემოთ);
- ახალი ფსკერებისკენ მისწრაფებისას ინდიკატორი იძლევა დაღმავალი ტენდენციის გაგრძელების სიგნალს;
- თუ ფასების ცვლილება არ არის გამყარებული მოცულობის ანალოგიური ცვლილებებით, მაშინ Force Index რჩება ერთ დონეზე და მიუთითებს იმაზე, რომ მოახლოვებულია ტრენდის შემობრუნება.
ინდიკატორი Force Index


გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე