Ichimoku Kinko Hyo

Ichimoku Kinko Hyo; ინდიკატორი იშიმოკუ კინკო ჰაიო; Индикатор Ишимоку Кинко Хайо

Ichimoku Kinko Hyo ინდიკატორი გამოიყენება ბაზრის ტრენდის განსაზღვრისათვის, მხარდაჭერის და წინააღმდეგიბის დონეების განსაზღვრისათვის და ყიდვისა და გაყიდვის სიგნალების გენერაციისთვის. ინდიკატორი კარგად მუშაობს დღიურ და თვის გრაფიკებზე.

განზომილების პარამეტრების განსაზღვრისთვის გამოიყენება სხვადასვა პერიოდის დროის 4 ინტერვალი.
Ichimoku Kinko Hyo ინდიკატორის ინტერვალებს ეფუძნება ინდიკატორის შემადენელი სხვადასხვა ხაზების მნიშვნელობები:
  • Tenkan-sen – აჩვენებს ფასის საშუალო მნიშვნელობას დროის პირველ მონაკვეთში, რომელიც განისაზღვრება ამ დროის მონაკვეთში ფასის მაქსიმუმის და მინიმუმის ჯამი გაყოფილი ორზე;
  • Kijun-sen – აჩვენებს ფასის საშუალო მნიშვნელობას დროის მეორე მონაკვეთში;
  • Senkou Span A – აჩვენებს შუა მანძილს ზემოაღნიშნულ ორ ხაზს შორის, რომელიც დროის მეორე ინტერვალის სიდიდით არის წინ წაწეული;
  • Senkou Span B – აჩვენებს დროის მესამე პერიოდში ფასის საშუალო მაჩვენებელს, რომელიც დროის მეორე ინტერვალის სიდიდით არის წინ წაწეული;
  • Chinkou Span – აჩვენებს მიმდინარე სანთლის დახურვის ფასს, დროის მეორე ინტერვალის სიდიდით არის უკან დაწეული;

Senkou-ის ხაზებს შორის არეალი გრაფიკზე დაშტრიხულია სხვა ფერით და მას აგრეთვე ღრუბელს უწოდებენ. თუ ფასი იმყოფება ამ ხაზებს შორის, მაშინ ბაზარზე არატრენდული ვითარებაა. ამ დროს ღრუბლები ქმნიან მხარდაჭერის და წინააღმდეგობის დონეებს:

  • თუ ფასი მდებარეობს რუბლის ზემოთ, მაშინ მისი ზედა ხაზი ქმნის მხარდაჭერის პირველ დონეს, ხოლო მეორე ხაზი ქმნის მხარდაჭრის მეორე დონეს;
  • თუ ფასი იმყოფება ღრუბლის ქვემოთ, მაშინ ქვემოთა ხაზი ქმნის წინააღმდეგობის პირველ დონეს, ხოლო ზედა ხაზი ქმნის წინააღმდეგობის მეორე დონეს;
  • თუ Chinkou Span-ის ხაზი კვეთს ფასს ქვემოდან ზემოთ, მაშინ სახეზეა ყიდვის სიგნალი, თუ კვეთს ზემოდან ქვემოთ, მაშინ სახეზეა გაყიდვის სიგნალი.
Ichimoku Kinko Hyo მუშაობის პრინციპი

Ichimoku Kinko Hyo

Kijun-sen გამოიყენება, როგორც ბაზრის მოძრაობის მაჩვენებელი. თუ ფასი მასზე მაღლა მდებარეობს, მაშინ სავარაუდოა, რომ აღმავალი ტრენდი შენარჩუნდება, როცა ფასი კვეთს ამ ხაზს, სავარაუდოა, რომ ტრენდის მიმართულება შეიცვლება.
Kijun-sen-ის გამოყენების სხვა ვარიანტია სასიგნალო ვარიანტი. ყიდვის სიგნალი გენერირდება, მაშინ, როცა Tenkan-sen-ის ხაზი კვეთს Kijun-sen-ის ხაზს ქვემოდან ზემოთ. ხოლო გაყიდვის სიგნალი გენერირდება, მაშინ, როცა Tenkan-sen-ის ხაზი კვეთს Kijun-sen-ის ხაზს ზემოდან ქვემოთ.
Tenkan-sen გამოიყენება, როგორც საბაზრო ტრენდის ინდიკატორი. თუ ხაზი ადის ზემოთ ან ჩამოდის ქვემოთ ე.ი. ტრენდი არსებობს, თუ ხაზი ჰორიზონტალურია – ე.ი ფასი შევიდა არხში.

ინდიკატორი Ichimoku Kinko Hyo

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

Williams Accumulation/Distribution

Williams Accumulation/Distribution, W_A/D; უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი; Индикатор накопления/распределения Уильямса

Williams Accumulation/Distribution W_A/D უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი წარმოადგენს ფასის პოზიტიური “დაგროვებითი” მოძრაობების და ფასის ნეგატიური “განაწილებითი” …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.