Momentum

Momentum; ტემპის ინდიკატორი; Индикатор Темпа

Momentum ინდიკატორი ზომავს ფასის ცვლილების სიდიდეს გარკვეული პერიოდის გარკვეულ მონაკვეთში.

Momentum ინდიკატორის გამოყენების მეთოდები
  • გამოიყენება, როგორც ოსცილატორი, რომელიც მისდევს ბაზრის ტენდენციას მცოცავი საშუალოს კონვერგენცია/დივერგენციის (Moving Average Convergence/Divergence, MACD) ტექნიკური ინდიკატორის ანალოგიურად. ამ შემთხვევაში ყიდვის სიგნალი გენერირდება, თუ ტემპის ინდიკატორი ქმნის ფსკერს და იწყებს ზემოთ ასვლას. გაყიდვის სიგნალი გენერირდება, როცა ტემპის ინდიკატორი ქმნის მწვერვალს და იწყებს ქვემოთ ჩამოსვლას. შემობრუნების მომენტების უფრო ზუსტი განსაზღვრისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას მოკლე მცოცავი საშუალო. Momentum-ის უკიდურესად მაღალი ან დაბალი მაჩვენებლები მიუთითებენ არსებული ტენდენციის სავარაუდო გაგრძელებაზე. თუ ინდიკატორი მიაღწევს უკიდურესად მაღალ მნიშვნელობას და შემდეგ მოტრიალდება ქვემოთ, უნდა ველოდოთ ფასების შემდგომ ზრდას. თუმცა ყველა შემთხვევაში პოზიციების გახსნა და დახურვა არ უნდა ვიჩქაროთ, მანამ ფასი არ დაადასტურებს ინდიკატორის სიგნალს.
  • გამოიყენება, როგორც წინმსწრები ინდიკატორი. ეს მეთოდი ეფუძნება ვარაუდს იმის შესახებ, რომ აღმავალი ტენდენციის დასკვნით ფაზას თან სდევს ფასის სწრაფი ზრდა (რადგან ყველა დარწმუნებულია ფასის ზრდაში), ხოლო დაღმავალ ტრედის ბოლო ფაზას თან სდევს ფასის სწრაფი კლება (რადგან ყველა ცდილობს ბაზრიდან გამოსვლას). ზოგჯერ მართლაც და თანაც არა იშვიათად ასე ხდება, თუმცა ეს ძალიან განზოგადებული მოსაზრებაა.
Momentum ინდიკატორის მუშაობის პრინციპი

Momentum

ბაზრის მწვერვალისკენ მიახლოვებას თან სდევს Momentum-ის ინდიკატორის მყისიერი ახტომა. შემდეგ იგი შემოტრიადება და იწყებს დაცემას, იმ დროს როცა ფასი აგრძელებს ზრდას, ან მოძრაობს ჰორიზონტალურად. ანალოგიურად ბაზრის ფსკერზე ინდიკატორი სწრაფად ეცემა, ხოლო შემდეგ იგი შემობრუნდება და ადის ზემოთ, საკმაო ხნით ადრე სანამ ფასი დაიწყებს ზრდას. ორივე შემთხვევაში წარმოიქმნება განსხვავება ინდიკატორსა და ფასს შორის.

ინდიკატორი Momentum

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

Williams Accumulation/Distribution

Williams Accumulation/Distribution, W_A/D; უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი; Индикатор накопления/распределения Уильямса

Williams Accumulation/Distribution W_A/D უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი წარმოადგენს ფასის პოზიტიური “დაგროვებითი” მოძრაობების და ფასის ნეგატიური “განაწილებითი” …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.