On Balance Volume, საბალანსო მოცულობა, Балансовый Объем

On Balance Volume, OBV; საბალანსო მოცულობა; Балансовый Объем

On Balance Volume, OBV – ტექნიკური ინდიკატორი აკავშირებს მოცულობას და ფასის ცვლილებას, რომელიც თან ახლავს მოცემულ მოცულობას. ინდიკატორის აზრი შემდეგში მდგომარეობს. თუ მიმდინარე ბარის დახურვის ფასი უფრო მეტია წინა ბარის დახურვის ფასზე, მაშინ მიმდინარე ბარის მოცულობის მნიშვნელობა ემატება წინა ბარის საბალანსო მოცულობის მნიშვნელობას.

და თუ მიმდინარე ბარის დახურვის ფასი ნაკლებია, ვიდრე წინა ბარის დახურვის ფასი, მაშინ მიმდინარე ბარის მოცულობის მნიშვნელობა აკლდება წინა ბარის საბალანსო მოცულობის მნიშვნელობას.

ინდიკატორის ინტეპრეტაცია ეფუძნება იმ პრინციპს, რომ ამ ინდიკატორის ცვლილება ასწრებს ფასის ცვლილებას. აქედან გამომდინარე საბალანსო მოცულობის ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ბაზრის ინსტრუმენტში ფულად სახსრებს აბანდებენ პროფესიონალები. მოგვიანებით, როცა ტრეიდერების ფართო მასები იწყებენ სახსრების დაბანდებას, ფასიც და ინდიკატორის მაჩვენებელი იწყებენ სწრაფ ზრდას.

თუ ფასი ასწრებს ინდიკატორის ზრდას, მაშინ ადგილი აქვს ე.წ. “დადასტურების არარსებობას”. ეს სიტუაცია შესაძლებელია მოხდეს აღმავალი ტრენდის მაქსიმუმზე (როცა ფასი იზრდება ინდიკატორის შესაბამისი მაჩვენებელის ზრდის გარეშე, ან ფასი უსწრებს ინდიკატორს). აგრეთვე ეს სიტუაცია შესაძლებელია მოხდეს დაღმავალი ტრენდის მინიმუმზე (როცა ფასი იკლებს ინდიკატორის შესაბამისი მაჩვენებელის კლების გარეშე, ან ფასი უსწრებს ინდიკატორს).

ინდიკატორის აღმავალი ტრენდი შესახებ მიუთითებს ის ფაქტი, რომ მისი ყოველი ახალი პიკი მეტია წინა პიკზე და მისი ყოველი ახალი ფსკერი მეტია წინა ფსკერზე.

ანალოგიურად დაღმავალი ტრენდისას ინდიკატორი აჩვენებს დაღმავალ პიკებს და ფსკერებს.

როცა ინდიკატორი მოძრაობს ჰორიზონტალურ კორიდორში და არ ქმნის თანამიმდევრულ აღმავალ და დაღმავალ პიკებსა და ფსკერებს, მიუთითებს ბაზრის გაურკვევლობაზე.

თუ ტენდენცია დამკვიდრდა, მაშინ უგი ძალაშია გარდატეხის მომენტამდე. გარდატეხა ინდიკატორის ტენდენციაში ხდება ორი გზით.

პირველ შემთხვევაში ტენდენცია იცვლება აღმავალიდან დაღმავალზე ან პირიქით.

მეორე შემთხვევაში ტენდენციის გარდატეხა გადადის გაურკვეველ სიტუაციაში და რჩება ამ მდგომარეობაში სამი და მეტი პერიოდის მანძილზე. ე.ი. თუ აღმავალი ტენდენცია იცვლება გაურკვეველი ტენდენციით და რჩება ამ დგიმარეობაში მხოლოდ ორი პერიოდის მანძილზე, ხოლო შემდეგ ისევ გადადის აღმავალ ტენდენციაში – უნდა ჩავთვალოთ, რომ ინდიკატორის ტენდენცია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო აღმავალი.

როცა ინდიკატორის ტენდენცია იცვლება აღმავალზე ან დაღმავალზე, ხდება ე.წ. გარღვევა. რადგან ინდიკატორის გარღვევებს ჩვეულებისამებრ წინ უძღვის ფასების გარღვევა, ტრეიდერები უნდა შევიდნენ გრძელ პოზიციებზე ინდიკატორის ზევით გარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად გაყიდვა უნდა მოხდეს ინდიკატორის ქვევით გარღვევის დროს. ღია პოზიციები გახსნილი უნდა იყოს მანამ, სანამ ინდიკატორის ტენდენციის მიმართულება არ შეიცვლება.
On Balance Volume მუშაობის მაგალითი

On Balance Volume, საბალანსო მოცულობა, Балансовый Объем

ინდიკატორი On Balance Volume

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

Williams Accumulation/Distribution

Williams Accumulation/Distribution, W_A/D; უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი; Индикатор накопления/распределения Уильямса

Williams Accumulation/Distribution W_A/D უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი წარმოადგენს ფასის პოზიტიური “დაგროვებითი” მოძრაობების და ფასის ნეგატიური “განაწილებითი” …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.