Price and Volume Trend

Price and Volume Trend, PVT; ფასის და მოცულობის ტენდენცია; Тенденция цены и объема

Price and Volume Trend, PVT – ფასის და მოცულობის ტენდენცია წარმოადგენს სავაჭრო მოცულობის მზარდ თანხობრივ მნიშვნელობას, რომელიც გამოითვლება დახურვის ფასების ცვლილებების გათვალისწინებით.

ინდიკატორის On Balance Volume, OBV შემთხვევაში, ინდიკატორის მიმდინარე მნიშვნელობას ემატება მთლიანი მოცულობა, როცა ფასები იხურება ზემოთ და აკლდება, როცა ფასები იხურება ქვემოთ.

ხოლო, ინდიკატორის Price and Volume Trend, PVT შემთხვევაში მიმდინარე მნიშვნელობას ემატება ან აკლდება მხოლოდ მიმდინარე მოცულობის ნაწილი. ის თუ რომელი ემატება ინდიკატორს განისაზღვრება ფასების ცვლილების სიდიდით, რომელიც შეფარდებულია წინა ბარის დახურვის ფასთან.

ბევრი ტრეიდერის მოსაზრებით PVT ინდიკატორი უფრო ზუსტად აჩვენებს სავაჭრო მოცულობების დინამიკას ვიდრე OBV ინდიკატორი. ეს გამოწვეულია იმით, რომ OBV ინდიკატორის მნიშვნელობას ემატება ერთი და იგივე მოცულობა, მიუხედავად იმისა დაიხურა ფასი ერთი პუნქტით ზემოთ თუ ორჯერ მოიმატა ფასმა.

PVT ინდიკატორის შემთხვევაში მიმდინარე დაგროვილ მნივნელობას ემატება მოცულობის მცირე ნაწილი, თუ ფასის ცვლილება არ არის დიდი. თუ ფასი მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაშინ ინდიკატორის მნიშვნელობას ემატება მოცულობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
Price and Volume Trend მუშაობის მაგალითი

Price and Volume Trend

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Williams Accumulation/Distribution

Williams Accumulation/Distribution, W_A/D; უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი; Индикатор накопления/распределения Уильямса

Williams Accumulation/Distribution W_A/D უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი წარმოადგენს ფასის პოზიტიური “დაგროვებითი” მოძრაობების და ფასის ნეგატიური “განაწილებითი” …